„ბარსელონა“, „ინტერი“ და „მანჩესტერ სიტი“ სამმაგ გაცვლას ამზადებენ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ესპანურ კლუბს ხელში ლაუტარო მარტინესის ჩაგდება სურს. „ბარსამ“ მილანურ კლუბს რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მაგრამ „ინტერი“ ვერაფრით დაკმაყოფილდა. ჰოდა, ახლა ვარიანტს მიაგნო. იტალიური მედიის ცნობით, „ბარსა“ სამმაგ გაცვლას ამუშავებს, რომელშიც „მანჩესტერ სიტიც“ ჩაერთვება. ესპანელთა ჩანაფიქრით ნელსონ სემედუ ინგლისში გაემგზავრება, რომელიც თავის მხრივ „ინტერს“ ჟოან კანსელუს...
წელი: 2020
სიტის ოჯახში მატებაა
ჰოლდინგმა City Football Grup მორიგი შენაძენი გააკეთა. ბელგიური „ლომელი“ ინგლისური „სიტის“ ჩათვლით ამ ჰოლდინგის უკვე მეცხრე შენაძენია. „ლომელი“ ბელგიის მეორე დივიზიონში მეექვსე ადგილზე გავიდა. შესაძენად საკმარისი აღმოჩნდა 1,75 მილიონი გირვანქის ოდენობის ვალების გასტუმრება, თუმცა ჰოლდინგი „ლომელის“ განვითარებაში სერიოზული ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. „მან.სიტისა“ და „ლომელის“ გარდა ჰოლდინგის სტრუქტურაში შედიან: ამერიკული „ნიუ-იორკ სიტი“, ავსტრალიური „მელბურნ სიტი“, ინდური...
შერეკილები
რუსეთის პრეზიდენტი კატასტროფული პანდემიური ფონის გადაფარვას უკვე აბსოლუტურად მარაზმატული გადაწყვეტილებებით ცდილობს. 9 მაისის განკარგულებით მან დაავალა სპორტის სამინისტროს იმ სპეციალური ღონისძიებების თანადგომა, რომლებიც სიმფეროპოლში დაიგეგმა და რომლის მიზანიც მსოფლიოში უძლიერესი ერის (!) გამოვლენა იქნება. მინისტრმა ოლეგ მატიცინმა ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიში პრეზიდენტს 1 დეკემბრამდე უნდა ჩააბაროს. მოდით, მიკერძოებად რომ არ ჩაგვეთვალოს, პუტინის ამ განკარგულებაზე თავად...
მესის და რონალდუს შუაში რუდი ჩაუდგა
ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების რაოდენობით დადგენილია, რომ საუკეთესო მაჩვენებელი არგენტინელ ლიონელ მესის აქვს. „ბარსელონას“ შემტევს 141 მატჩი აქვს ჩატარებული და 114 გოლი გაიტანა. ეს კი, საშუალოდ მატჩში 0.81 გოლს უდრის. მეორე ადგილზე ვინ გგონიათ? კრიშტიანუ რონალდუ? არა, ბატონები – მესის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი რუუდ ვან ნისტერლოი გახლავთ. ნიდერლანდელმა...
ლა ლიგა ყოველდღე გვექნება
ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტაბასმა პრიმერას განახლების დეტალებზე ისაუბრა: „მატჩები ყოველდღიურად გაიმართება ხუთი კვირის განმავლობაში. მორიგ შეხვედრამდე 24 საათით ადრე კორონავირუსზე ტესტირებას თითოეული ფეხბურთელი გაივლის. გარწმუნებთ, მატჩების მსვლელობისას ვირუსის გავრცელების ალბათობა ყველაზე დაბალი იქნება. მე მოვითხოვ და გავაკონტროლებ უსაფრთხოების წესების დაცვას, დაავადებულთა რიცხვი მატჩებზე დასაქმებულთა შორის რაც შეიძლება დაბალი რომ იყოს. ვთხოვე ფეხბურთელებს, რომ...
ლაპორტა ბარსელონას გვარდიოლას დაპირდა
„ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად განაცხადა, რომ დოკუმენტების შეგროვებას იწყებს და აუცილებლად იყრის კენჭს კლუბის პრეზიდენტის პოსტზე. არჩევნები 2021 წელს უნდა გაიმართოს. ლაპორტას უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება გუნდში პეპ გვარდიოლას დაბრუნებაა: „ახლა ის „სიტიში“ მუშაობს და გადაწყვეტილებაც მხოლოდ მისი მისაღებია, მაგრამ ვთვლი, რომ ის ჩვენთვის ეტალონური მწვრთნელია. ისიც ვიცი, რომ ჩემს მოსაზრებას ფანების უმეტესობა იზიარებს“,...
ჩელსის იყო და არა იყო რა ფეხბურთელი
ზოგს შეიძლება გაუგია, ზოგს კი არა. არის ასეთი ფეხბურთელი ჯორდან ჰაფტონი, რომელიც 2018 წლის შემდეგ ინგლისის პირველი ლიგის (ზემოდან მესამე დონეა) „დონზში” თამაშობს, ადრე კი „ჩელსიში” იყო. უფრო სწორედ, მთლად „ჩელსიშიც” ვერ იყო… მოკლედ, ისტორია ასეთია: — „უიმბლდონთან” ამხანაგურს ვთამაშობდით, — იგონებს 24 წლის ნახევარმცველი, — მაშინ „ჩელსის” მწვრთნელი იყო ჟოზე მოურინიუ. და შესვენებაზე ჟოზემ...
ლივერპული შეურაცხყოფილია
ინგლისის თითქმის ჩემპიონი „ლივერპული” შეურაცხყოფილია, რადგან ქვეყნის საფეხბურთო საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ „რესტარტის” შემდეგ თამაშები „ენფილდზე” არ უნდა გაიმართოს. მიზეზი: ადგილობრივ ფანებს არ ენდობიან! მათ ქალაქში ფეხბურთი რომ დააბრუნო, სხვა ქალაქების მაცხოვრებლებისგან განსხვავებით სოციალური დისტანცირების წესებს ვერ დაიცავენო. განვმარტოთ: ინგლისში პრემიერლიგის ჩემპიონატის განახლებას ცარიელი ტრიბუნების წინაშე და… ნეიტრალურ სტადიონებზე აპირებენ. კლუბები კი საფეხბურთო ხელისუფალთ სთხოვენ,...
ნიუკასლის მცველმა იგინა
ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა მკაცრად გამოაცხადა, რომ 1 ივნისამდე ქვეყანაში სპორტული შეჯიბრება უმაყურებლოდაც კი არ გაიმართება, რითაც პრემიერლიგა სიხარულით ცას სწია — ინგლისის ჩემპიონატის განახლებას ხომ ისედაც 12 ივნისს აპირებდნენ. ამრიგად, ხელისუფლების ნებართვა არსებობს! „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” „ნიუკასლში” იჯარით გადასულმა მცველმა დენი როუზმა კი ჯონსონის გამოსვლას არადიპლომატიურად უპასუხა. მან f-იანი სიტყვის გამოყენებით თქვა, რომ ერის მორალისა...
იტალიაში ვარჯიშს იწყებენ, გერმანიაში თასს დაამთავრებენ
ევროპას ნელ-ნელა ფეხბურთი უბრუნდება. იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 18 მაისიდან გუნდური ვარჯიშები განახლდება. სამედიცინო პროტოკოლის გათვალისწინებით, შესაძლოა, რამდენიმე უმნიშვნელო ცვლილება შევიდეს. როგორც ცნობილია, რამდენიმე გუნდმა უკვე დაიწყო ვარჯიში, მაგრამ სოციალური დისტანციით. გერმანიის ფეხბურთის კავშირმა კი დარჩენილი სათასო მატჩების კალენდარიც გამოაქვეყნა. ნახევარფინალები 9 და 10 ივნისს გაიმართება, ხოლო ფინალი – 4 ივლისს. მესამე ლიგა 26 მაისს განახლდება,...







