ჰოლდინგმა City Football Grup მორიგი შენაძენი გააკეთა. ბელგიური „ლომელი“ ინგლისური „სიტის“ ჩათვლით ამ ჰოლდინგის უკვე მეცხრე შენაძენია.„ლომელი“ ბელგიის მეორე დივიზიონში მეექვსე ადგილზე გავიდა. შესაძენად საკმარისი აღმოჩნდა 1,75 მილიონი გირვანქის ოდენობის ვალების გასტუმრება, თუმცა ჰოლდინგი „ლომელის“ განვითარებაში სერიოზული ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.
„მან.სიტისა“ და „ლომელის“ გარდა ჰოლდინგის სტრუქტურაში შედიან: ამერიკული „ნიუ-იორკ სიტი“, ავსტრალიური „მელბურნ სიტი“, ინდური „მუმბაი სიტი“, იაპონური „იოკოჰამა მარინოსი“, ურუგვაული „მონტევიდეო სიტი ტორკე“, ჩინური „სიჩუან ცზიუნიუ“ და ესპანური „ჟირონა“.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები07/11/2026 | 22:27ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო