„ბარსელონა“, „ინტერი“ და „მანჩესტერ სიტი“ სამმაგ გაცვლას ამზადებენ.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ესპანურ კლუბს ხელში ლაუტარო მარტინესის ჩაგდება სურს. „ბარსამ“ მილანურ კლუბს რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მაგრამ „ინტერი“ ვერაფრით დაკმაყოფილდა. ჰოდა, ახლა ვარიანტს მიაგნო.
იტალიური მედიის ცნობით, „ბარსა“ სამმაგ გაცვლას ამუშავებს, რომელშიც „მანჩესტერ სიტიც“ ჩაერთვება. ესპანელთა ჩანაფიქრით ნელსონ სემედუ ინგლისში გაემგზავრება, რომელიც თავის მხრივ „ინტერს“ ჟოან კანსელუს მიაწვდის. ასე მიიღებენ მილანელები საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ აქტივს და ფასს დაუგდებს მარტინესს, რომელიც ბარსელონაში გადაბარგდება.
როგორც უკვე იცით, „ბარსამ“ სემედუ პირდაპირ შესთავაზა „ინტერს“, მაგრამ უარი მიიღო. სამაგიეროდ, მისით პეპ გვარდიოლაა დაინტერესებული. თავის მხრივ კანსელუ „ინტერში“ თამაშობდა, საკმაოდ წარმატებულად და მილანური კლუბისთვის კარგად ნაცნობია.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები07/11/2026 | 22:27ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
