რუსული „კრილია სოვეტოვის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად ბლოგერმა ევგენი სავინმა საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე აღნიშნა, რომ სამარელთა მეკარე ევგენი ფროლოვი მთავრობის კრიტიკის გამო კლუბმა სოლიდურად დააჯარიმა.
„ფროლოვი 1.4 მილიონი რუბლით დააჯარიმეთ იმის გამო, რომ სიმართლე თქვა. ეს პირდაპირი დავალება იყო კრემლიდან. ეს არის სირცხვილი. ახლა საინტერესო უფრო ის არის, თუ ვის დააჯარიმებთ, როდესაც გუნდი ასეთი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრით, ტრადიციებითა და ჩინებული სტადიონით ქვედა დივიზიონში გავარდება“?
გეტყვით, რომ ფროლოვმა პანდემიის ფონზე რუსეთის მთავრობა გააკრიტიკა. რის შემდეგ „კრილია სოვეტოვის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ფეხბურთელი დაჯარიმებული იქნებოდა, მაგრამ მოგვიანებით განცხადების ფორმულირება შეცვალა და მეკარეს გუნდში ადგილიც შეუნარჩუნა, რადგან შესაძლო დიდ რეზონანსს მოერიდნენ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
