13 მაისი, ვისთვის თარსი რიცხვი და ქართველებისთვის კი ყველა ჭრილობის სალბუნი. 1981 წლის 13 მაისის გახსენება ბოლო ათწლეულების ომებით, ტერაქტებით, სეკვესტრებით, ბანკის ვალებით, სპორტული უიღბლობით და ათასი სხვა მიზეზით შეკრულ ქართველის შუბლზე ნაოჭებს ასწორებს. ათი წლის იყავი მაშინ, ოცის თუ ორმოცდაათის, თერთმეტსართულიანის ბოლო სართულზე უჭიჭინებდი ტელევიზორს, თუ ბაბუაშენის ნაშენებ ოდა-სახლში, გიყვარდა ფეხბურთი თუ ისე რა...
წელი: 2020
ადგილი სულისთვის
ამ ორიოდ კვირის წინ ლონდონში, ერთ პატარა სტადიონზე თამაში იყო. შაბათ-კვირა თამაშების დღეებია ინგლისში და, ერთი რომ, უქმეებს დანატრული ხალხი დილიდანვე უბერავს საუბნო მინდვრებზე და მეორეც, მთელი ინგლისის ოთხივე პროფესიული ლიგა და უთვალავი სამოყვარულოც სწორედ უქმეებზე თამაშობენ – შაბათ დილიდან რომ გახურდება, კვირა საღამოს გათავდება. თუ გინდა, რომ ფეხბურთით იცოცხლო, სწორედაც რომ გამოწერილი დრო და...
ფიფამ მილანი დახურა
ფიფას გადაწყვეტილებით სექტემბრში, მილანში დაგეგმილი გალა-დაჯილდოება აღარ შედგება. ეს ნიშნავს, რომ საუკეთესო ფეხბურთელი წლეულს აღარ გამოვლინდება. შეგახსენებთ, ეს ტიტული შარშან ლიონელ მესის ერგო. ჯერჯერობით, გაურკვეველია რა გადაწყვეტს France Football და ვინ მიიღებს „ოქროს ბურთს“. დაჯილდოვების ცერემონიის შესახებ უეფას ჯერ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. სადღეისო მონაცემებით, ცერემონია უნდა გაიმართოს 2020-21 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისწყის...
პარიზი ხალხისა და რაფას გარეშე
ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობა დაგეგმილი 18 მაისის ნაცვლად 27 სექტემბერს დაიწყება. საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბერნარ ჯუდიჩელი არ გამორიცხავს, რომ წლევანდელი „როლან გაროსი“ ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაივლის. „არც ერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ. არ ვიცით რა იქნება მომავალში,ამიტომაც არ გვინდა ცრუ დაპირებები მოგცეთ. ტურნირმა უმაყურებლოდ რომ ჩაიაროს, ეს ჩვენთვის მაინც საინტერესო იქნება, რადგან არსებობენ სპონსორები, რომელთაც...
ფეხბურთი ჩახუტებით
საფეხბურთო ევროპა სუნთქვაშეკრული ელის სეზონის განახლებას. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ახალი წელთაღრიცხვის – კორონასშემდგომი ფებხბურთი. ძალიან ბევრი “უ” ახლავს მოლოდინს და უმაყურებლობის გარდა უემოციობაც ემატება. სამედიცინო პროტოკოლებით თითქმის ყველა ქვეყანაში წინასწარვე აკრძალულია გოლის ტრადიციული აღნიშნვა ჩახუტებებით და თანმდევი რიტუალებით. და აჰა, პირველი მერცხლები, ვინც ფეხბურთი სრულყოფილი სახით დაიბრუნა. უკვე განახლდა ფარერების ჩემპიონატი, რომელშიც 10 გუნდი...
NBA კიდევ იქნება…
ნაციონალური საკალათბურთო ლიგის კომისარმა ადამ სილვერმა ლიგის მმართველ საბჭოსთან მორიგი ვიდეოკონფერენცია გამართა. მონაწილენი ოპტიმისტურად არიან განწყობილი NBA-ს სეზონის განახლებისთვის. ყველაფერი იქით მიდის, რომ მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგა წლეულს მაინც ჩამთავრდება. ლიგის ხელმძღვანელობის ასეთი გადაწყვეტილებისკენ იხრება მოთამაშეთა პროფკავშირის პრეზიდენტი, „ოკლაჰომა სითის“ გამთამაშებელი კრის პოლი. მის გარდა პროფკავშირებში ლიგის ბევრი ვარსკვლავია, რომლებიც ერთხმად უჭერენ მხარს სეზონის განახლებას....
პოლიციას აღარ ეკითხებით?
პრემიერლიგის განახლებას კიდევ ერთი დავა-განხილვა მოჰყვა: სად უნდა ჩატარდეს დარჩენილი თამაშები, ნეიტრალურ მოედნებზე თუ ყველა შეხვედრას კალენდრის შესაბამისად მასპინძელი ეყოლება? ჯერჯერობით, გადაწყვეტილია, რომ თამაშები ნეიტრალურ მოედნებზე უნდა ჩატარდეს, მაგრამ კლუბებს ეს არ მოსწონთ. მათ ერთხმად ითხოვეს მასპინძლობის ნებართვა; მართალია, ტრიბუნებზე მაყურებელი არ ეყოლებათ, მაგრამ მაინც შინ უჯობთ თამაში. ამბობენ, რომ ასე უფრო სამართლიანი იქნება. ინგლისის...
მათთვის ვისაც ეშინია
პრემიერლიგის კლუბების ხელმძღვანელები და რიგ შემთხვევებში კაპიტნები, საკუთრივ ლიგისა და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის შეფებთან ერთად დღეს ვიდეოკონფერენციას გამართავენ. თემა: როგორ დავიყოლიოთ თამაშზე ის ფეხბურთელები, რომელთაც კორონავირუსის ეშინიათ. ინგლისური მედია წერს, რომ ფეხბურთელების უმრავლესობა მზად არის მონაწილეობა მიიღოს „რესტარტში”, მაგრამ მაინც გამოჩნდა განსხვავებული აზრის მქონე მოთამაშეთა ჯგუფი. დღევანდელი ვიდეოთათბირის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ამ ჯგუფს საგანგებო პროტოკოლში...
მალდინიმ რანგნიკი შეჯორა
მისი კანდიდატურა ჯერ ისევ განხილვის პროცესშია, მაგრამ გერმანელმა მწვრთნელმა „მილანს“ ისეთი პირობები წაუყენა, ამ კალიბრის კლუბსაც რომ დააფიქრებს. მაინც რას ითხოვს რანგნიკი? მას სურს კლუბის მთელი სტრუქტურა შეცვალოს, რისთვისაც საკუთარი 18-20 კაცი მიჰყავს და რეფორმებისთვის 140 მილიონ ევროს ითხოვს. აპირებს სრულად განაახლოს ტაქტიკა და შემადგენლობის საშუალო ასაკი 22 წლამდე დაიყვანოს. საამისოდ მას სატრანსფერო კარტ-ბლანში და...
კრილიაში მაგრად დაფრინავენ
რუსული „კრილია სოვეტოვის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად ბლოგერმა ევგენი სავინმა საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე აღნიშნა, რომ სამარელთა მეკარე ევგენი ფროლოვი მთავრობის კრიტიკის გამო კლუბმა სოლიდურად დააჯარიმა. „ფროლოვი 1.4 მილიონი რუბლით დააჯარიმეთ იმის გამო, რომ სიმართლე თქვა. ეს პირდაპირი დავალება იყო კრემლიდან. ეს არის სირცხვილი. ახლა საინტერესო უფრო ის არის, თუ ვის დააჯარიმებთ, როდესაც გუნდი ასეთი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრით,...









