იცით ვინ არის „ლივერპულის“ ყველაზე დიდი მტერი? თანაქალაქელი „ევერტონი“? არა – ეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლავთ. იგივეა საპირისპირო მხარესაც – „მანჩესტერისთვის“ თანაქალაქელი „სიტი“ არ ითვლება ყველაზე დიდ მოძულედ. მანჩესტერში „ლივერპულის“ ატანა არ აქვთ. თუმცა, 105 წლის წინ, 1915 წელს „ლივერპულმა“ და „მანჩესტერმა“ ერთმანეთში მოლაპარაკებული მატჩი გამართეს, რაც ისტორიაში შესულია როგორც The Good Friday Scandal. ომი ახლოვდებოდა....
წელი: 2020
ასე ვერ მოვიგებთ!
„ბარსელონას” კაპიტანმა ლეო მესიმ თქვა, რომ covid 19-ის გამო შინ ჯდომა გაუჭირდა, მაგრამ ახლა ენთუზიაზმით არის სავსე. მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო მოთამაშე ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც შინ ეზო აქვს და ეს მას ფორმის შენარჩუნებაში ძალიან დაეხმარა. „ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, — თქვა მან კატალონიურ გამოცემებთან, „სპორტთან” და „მუნდო დეპორტივოსთან” ინტერვუში, — მთელი კარანტინის განმავლობაში ეზოში...
გავუფრთხილდეთ მამებს
ტამი აბრაჰამი შიშობს, რომ თუ პრემიერლიგაში თამაშები მალე განახლდება, ის თავის ასთმიან მამას კორონავირუსს მიუტანს. აბრაჰამი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ის ამბობს, რომ თუ უსაფრთხოების გარანტიას მისცემენ, მზად არის ხვალვე ჩაიცვას „ჩელსის” მაისურა და მოედანზე გავიდეს. იმავე აზრისაა 22 წლის ფეხბურთელის მამა, ენტონიც. მას ძალიან უნდა, მისი ვაჟი მოედანს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს, მაგრამ ფაქტი, რომ...
ბრაზილიაში ევროებმა იწვიმა
2019 წელი ბრაზილიური საკლუბო ფეხბურთისთვის ფინანსურად რევოლიციური იყო. ტელეკომპანია „გლობომ“, რომელიც ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლებას ფლობს, კლუბებთან რთული მოლაპარაკების შემდეგ 240 მილიონი ევროს გადახდაზე თქვა დასტური. ეს გაცილებით მეტია წინა წლებში გადახდილ თანხაზე. საპრიზო მილიონები ოდნავ რთული სქემით იყოფა: 40% ნაწილდება თანაბრად ჩემპიონატში მონაწილე 20-ვე გუნდზე. კიდევ 30%-ს დაკავებული ადგილების მიხედვით ინაწილებს ლიგაში დარჩენილი 16 გუნდი...
ძმები და გიტარა
„დიდი მუზარადის“ 16-გზის ჩემპიონები წყვილთა შორის ბობ და მაიკ ბრაინები ტყუპები არიან. 42 წლის ძმებმა, მხოლოდ ახლახანს გაარკვიეს, რომელია მათ შორის უფროსი. „ბობი უფროსია. ეს რამდენიმე თვის წინ გავიგეთ. დეკემბერში, ჩემი ქორწილის წინ მომიხდა ჩემი ძველი დაბადების დღის მოწმობის აღება, სადაც ეწერა, რომ ტყუპებიდან მეორე ვარ. დავინტერესდი, დამატებით 25 დოლარი გადავიხადე, რომ ბობის საბუთებიც მენახა...
იტალიამ 13 ჩაიფიქრა
სერია A-ს ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ შეწვეტილი სეზონის განახლება 13 ივნისისთვის იგეგმება. ყველა საორგანიზაციო სამუშაო ამ თარიღზე აიღებს ორიენტაციას, მაგრამ ყველაფერს მაინც ივნისის დასაწყისში ქვეყანაში არსებული ვითარება გადაწყვეტს. იტალიის სპორტის მინისტრი სანდრა ზამპა ჩემპიონატის განახლებას ემხრობა, თუმცა საფეხბურთო საზოგადოებას აფრთხილებს: „საკმარისია, ერთი ფეხბურთელი მაინც დავირუსდეს და ჩემპიონატი დაუყოვნებლივ შეწყდება“. საკმაოდ მკაცრია სერიას სამედიცინო პროტოკოლიც....
აღარ გვინდა ფეხბურთი…
ფეხბურთი უქომაგოდ ცუდი სანახავია, მაგრამ უარესი საერთოდ უფეხბურთოდ ცხოვრებაა, თუმცა ეს არ ადარდებთ კლუბების ულტრასულ დაჯგუფებებს… ევროპაში კი ასეთი დაჯგუფებები გაერთიანდნენ, რომ ჩემპიონატები აღარ განახლდეს. მიმართვას ხელი 400-ზე მეტმა გაერთიანებამ მოაწერა. ესენი ძირითადად იტალიელი ტიფოზები არიან, მათ კი მხარი აუბეს ესპანელებმა, გერმანელებმა, ბელგიელებმა… „მთელი ევროპა კორონავირუსის გავლენის ქვეშ არის მოქცეული, რომელსაც ადამიანებისგან მიაქვს უმთავრესი რამ...
პრემიერლიგა ერთი კვირით გადაიწევს?
პრემიერლიგის ფეხბურთელებს პირობა მისცეს, რომ ეგრეთწოდებულ პროექტის განახლებაში ანუ შეწყვეტილი ჩემპიონატის აღდგენაში მონაწილეობას არ დააძალებენ და არც დააჩქარებენ. გუშინ გაიმართა ვიდეოკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ პრემიერლიგის კლუბები, საკუთრივ ლიგის წარმომადგენლები, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის შეფები და აგრეთვე მიწვეული ჰყავდათ მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი. სწორედ ამ კონფერენციაზე გაისმა ზოგიერთი ფეხბურთელის ეჭვნარევი ხმა — ნაადრევად ხომ არ მოსდით ინგლისში, კორონავირუსის...
მძარცველებს ერთი ხელწერა აქვთ
ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი დელე ალი მეგობარ გოგონასთან, ძმასთან და მცირე კამპანიასთან ერთად მხიარულობდა, როდესაც სახლში მძარცველები შეუვარდნენ. მძარცველებმა ტოტენჰემელს არც ხელით შეხება დააკლეს და არც დანის ტრიალი. პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა ყაჩაღებს, რომლებმაც დელე ალის სახლიდან ძვირფასი საათები და ათასობით გირვანქის სამკაული წაიღეს. ცნობისათვის: 24 წლის ფეხბურთელის სახლი, სადაც ძარცვა მოხდა, 2 მილიონი გირვანქა...
მტერს დაეწიოს ტაისონი
პროფესიული კრივის ცოცხალმა ლეგენდა მაიკ ტაისონმა რინგზე დაბრუნება გადაწყვიტა და სოციალურ ქსელებში ვიდეორგოლიც გაავრცელა საკუთარი ვარჯიშებიდან. 53 წლის მაიკს ტიტულებზე პრეტენზია არ აქვს და ე. წ. საგამოფენო (არაოფიცილურ-კომერციულ) ბრძოლებს გეგმავს. მისი ამ წამოწყების წინააღმდეგია UFC-ის ბოსი დანა უაიტი, რომელიც ლამის ემუდარება „რკინის მაიკს“, მსგავსი არაფერი ჩაიდინოს. მისთვის მაიკი ცოცხალი ლეგენდაა და 15-წლიანი უქმობის შემდეგ რინგზე...









