წელი: 2020

Home 2020
NBA დისნეილენდში დასრულდება?
ჩანაწერი

NBA დისნეილენდში დასრულდება?

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია თითქმის ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის ვარიანტებს ეძებს. ცუდი სცენარის მიხედვით 2020-2021 წლების სეზონი ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაივლის. ოპტიმისტური პროგნოზით კი შესაძლოა, ლიგამ ტრიბუნების 10-15 პროცენტით დატვირთვის ნებართვა მიიღოს. ეს ერთ მატჩზე დაახლოებით 5-6 ათასი ქომაგის დაშვებას ნიშნავს. თუმცა, ჯერ მიმდინარე სეზონის რებუსია ამოსახსნელი. ლიგის ხელმძღვანელობას ყველაზე ოპტიმალურად მიმდინარე სეზონის ერთ ქალაქში ჩამთავრება ესახება....

ნოლე არ ნებდება
ჩანაწერი

ნოლე არ ნებდება

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 22 მაისს 33 წლის გახდება. სპორტსმენისთვის სოლიდური ასაკის მიუხედავად, „ნოლე“ არ გამორიცხავს, რომ ჩოგნის პროფესიონალურ დონეზე ქნევა 40 წლამდე გააგრძელოს. თუ გადავხედავთ, ამ დროისთვის ATP-ს ყველაზე ხანდაზმული ჩოგბურთელი 41 წლის ივო კარლოვიჩია, ჰოდა, ჯოკოვიჩის ეს განცხადებაც, აბა, რა გასაკვირია?! „ნამდვილად მინდა კიდევ დიდხაბს ვითამაშო, თუმც იმისთვისაც მზად ვარ, რომ...

ბექემი მეორემდე დააქვეითეს
ჩანაწერი

ბექემი მეორემდე დააქვეითეს

2013 წლის შემდეგ დევიდ ბექემს ამ რეიტინგში მყარად ეკავა პირველი საფეხური. საუბარია კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი ფულის მშოვნელ ინგლისელ სპორტსმენთა რეიტინგზე. გავიდა ყოველწლიური დეკლარაციების შევსების ვადა და აღმოჩნდა, რომ ფორმულა 1-ს უპირობო ლიდერმა ლუის ჰემილტონმა ბექზის 244 მილიონ დოლარიან მაჩვენებელს ერთბაშად 29 მილიონით “გადააბიჯა”. გასულ წელს “მერსედესთან” გაფორმებული 50-მილიონდოლარიანი კონტრაქტის გარდა, ავტომრბოლმა 19 მილიონი სპონსორებისგან...

კვირკველია რკინიგზიდან გადადის
ჩანაწერი

კვირკველია რკინიგზიდან გადადის

რუსი ჟურნალისტები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ საბა კვირველიას გუნდის გამოცვლას უწინასწარმეტყველებენ. 28 წლის მცველით „კრასნოდარი“, „როსტოვი“ და ვოლგოგრადის „როტორი“ არიან დაინტერესებული. არ არის გამორიცხული, კვირკველიას სხვა გუნდში გადასვლა მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ მწვრთნელ იური სიომინის წასვლამაც განაპირობოს – საბა ხომ სიომინის ფავორიტ ფეხბურთელად ითვლებოდა. ამასთან, „პალიჩის“ წასვლაზე კომენტარი ყველა ფეხბურთელმა გააკეთა კვირკველიას გარდა. კვირკველია „ლოკომოტივის“ ღირსებას 2017 წლის...

დინამომ კურიეს სახლი უყიდა
ჩანაწერი

დინამომ კურიეს სახლი უყიდა

2016 წელს თბილისის „დინამომ“ გულშემატკივარს ბულგარული „ჩერნო მორედან“ მარტინიკელი ფეხბურთელის, მატიას კურიეს გადაბირება ახარა. ქართული საკლუბო ფეხბურთის უნიათო მენეჯმენტი ამ შემთხვევაშიც გამართლდა – კურიემ სულ ორი თვე დაჰყო საქართველოში და „დინამოს“ შემადგენლობაში სულ 2 მატჩი ჩაატარა. ალბათ არც გაგვახსენდებოდა კურიე, შემთხვევით მისი ინტერვიუ რომ არ გვენახა, სადაც ამბობს, რომ „დინამოში“ გადასვლით უზომოდ კმაყოფილი დარჩა. რატომ?...

რა მოხდა 2016 წლის ფინალში?
ჩანაწერი

რა მოხდა 2016 წლის ფინალში?

ყოფილმა ინგლისელმა მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა ჩემპიონთა ლიგის 2016 წლის ფინალი და პორტუგალიელ პეპესთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ ეს გახლდათ ორი ესპანური გუნდის, „რეალისა” და „ატლეტიკოს” დაპირისპირება, რომლის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტებში კი „რეალმა” იმარჯვა. ამ შეხვედრაში კლატენბურგი პეპესთან რამდენჯერმე გადაიკვეთა. პირველად ეს მაშინ მოხდა, როდესაც „რეალის” ცენტრალურმა მცველმა „ატლეტიკოს” თავდამსხმელ იანიკ ფერეირა კარასკოსთან...

მაგას, თანაგუნდელები არ ენდობიან
ჩანაწერი

მაგას, თანაგუნდელები არ ენდობიან

„არსენალის” ყოფილი მწვრთნელი, ესპანელი უნაი ემერი იგონებს, რომ მისი ჩრდილოეთ ლონდონში მუშაობის დროს გერმანელი მესუთ იოზილი გუნდის ერთგულებით და თავდადებით არ გამოირჩეოდა. ემერი „მეთოფეთა” მწვრთნელის თანამდებობიდან ნოემბერში გაუშვეს. იმ მომენტისთვის იოზილს, 2019-20 წლების სეზონში, მხოლოდ შვიდჯერ ჰქონდა ნათამაშები. ყოფილი თავკაცი ამბობს, რომ გერმანელი ყველაფერში საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს. ის დასძენს, რომ თანაგუნდელები მას არ ენდობოდნენ,...

ვოვა
ჩანაწერი

ვოვა

რაც დრო გადის, ყოველ 13 მაისს სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ საოცრად გაგვიმართლა ცხოვრებაში. გაგვიმართლა, რომ ფაქტობრივად დაბადებიდანვე, თანდაყოლილ რეფლექსად თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრობა გვერგო. მხოლოდ ჩვენ არა – მთელ ჩვენს თაობას, ჩვენზე უფროს თაობას და მომდევნოსაც… ეს დაახლოებით იგივე იყო, რასაც დღეს ბარსელონაში დაბადებული ადამიანი „ბარსას“ მიმართ განიცდის, ან მიუნხენელი – „ბაიერნისადმი“. ჩვენი უსაყვარლესი...

ძველი ფოტოს კვალდაკვალ
ჩანაწერი

ძველი ფოტოს კვალდაკვალ

  ეს ფოტო, რომელიც 1959 წელს თბილისშია გადაღებული, თავისთავად საინტერესო და ისტორიული ღირებულებისაა. ის ძველ „დინამოზეა“ გადაღებული ნახსენები წლის 23 ივნისს, როდესაც „დინამოსთან“ სათამაშოდ ფრანგული „რეიმსი“ ჩამოვიდა. ახალგაზრდა თაობისთვის „რეიმსი“ ისე არ ჟღერს, როგორც ვთქვათ, პსჟ ან „ლიონი“, თუმცა იმ დროს, როდესაც ეს ფოტოა გადაღებული, „რეიმსი“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. მეტი რა ვთქვათ: სწორედ...

ბარსა+ნეიმარი აღარ იქნება
ჩანაწერი

ბარსა+ნეიმარი აღარ იქნება

„ბარსელონას“ პრეზიდენტის, ჟოზეპ ბარტომეუს მრჩეველმა კარლეს რექსაჩმა მოჭრილად თქვა: „ვთვლი, რომ დღევანდელ ვითარებაში ნეიმარის დაბრუნება გამორიცხულია. ვფიქრობ, მიხვდა, რამდენს ნიშნავდა მისთვის „ბარსელონა“. ინფორმაცია ნეიმარის თითოეული გოლის შესახებ რამდენჯერმე შემოუფრენდა ხოლმე დედამიწას, პარიზში გატანილი გოლები კი ნაკლებად ჩანს“. რექსაჩმა, წერტილი დაუსვა იმ დამალობანასაც, რომელსაც პრეზიდენტი ბარტომეუ ლეო მესის ორი წელია ეთამაშება. მესიმ შარშან გაზაფხულზე სთხოვა ბარტომეუს...