უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი უკვე ხმამაღლა აცხადებს, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ევროსეზონის დასრულებას აგვისტოში აპირებს. „გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როდის დავასრულებთ ევროსეზონს. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი ჩემპიონატების უმრავლებაც დასრულდება. ვინც ასე არ გააკეთა ან არ გააკეთებს, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ, თუ გაისად უეფას ეგიდით ჩასატარებლ ტურნირებზე თამაში სურთ, ყველა შემთხვევაში მოუწევთ საკვალიფიკაციო რაუნდების გავლა....
წელი: 2020
მბაპეს არსად ეჩქარება
ფრანგული მედიის ინფორმაციით, კილიან მბაპე ხელოვნურად არ დააჩქარებს მადრიდის „რეალში“ ტრანსფერს და 2021 წლამდე მოიცდის. 21 წლის სუპერვარსკვლავს მშვენივრად ესმის, რომ ფეხბურთში წარმოქმნილი ფინანსური კრიზისის ფონზე მისი გადასვლა ამ ზაფხულს პრაქტიკულად გამორიცხულია. მბაპეს ისედაც მკვეთრად დაეძაბა ურთიერთობა პსჟ-ს ხელმძღვანელობასთან. მის კონტრაქტს ვადა 2 წლის შემდეგ გასდის, ახალის გასაფორმებლად კი ფეხბურთელი მკაფიო წინაპირობებს აყენებს: კონტრაქტში მითითებული...
ომი ძანიოლოზე
20 წლის იტალიელ ნიკოლო ძანიოლოზე დიდი ტაციაობაა ატეხილი. ბრიტანული მედიის ცნობით, „რომას“ ფეხბურთელის გადაბირება „ლივერპულს“ სურს. ტრანსფერს ზაფხულში ელიან. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ მერსისაიდელებს ძალიან უნდათ ფეხბურთელის გადაბირება; ხოლო მეორე – „რომას“ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ძანიოლოს გაშვება ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია. თუმცა, ძანიოლოს იტალიიდან გაშვება არ სურს ტურინის „იუვენტუსს“ და „რომას“ სანაცვლოდ...
ფარფან-კორონა
მოსკოვის „ლოკომოტივის“ დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა ანატოლი მეშერიაკოვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ „რკინიგზელთა“ პერუელ თავდამსხმელ ჯეფერსონ ფარფანს კორონავირუსი დაუდგინდა. „დიახ, ფარფანს კორონავირუსზე დადებითი ტესტი აქვს. კარგია, რომ გუნდში მას კონტაქტი არავისთან ჰქონია. როდის განვაახლებთ ვარჯიშებს ვერ გეტყვით. ვიმოქმედებთ შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილების თანახმად“, – განაცხადა მეშერიაკოვმა. ფარფანი ქართველი ფეხბურთელის, საბა კვირკველიას თანაგუნდელია. ახლა ყველა ფეხბურთელი კორონავირუსზე ტესტირებას გაივლის....
ზლატანი მიაქვთ
ლეგენდარულ შვედ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მისი პირველი კლუბის, „მალმიოს” სტადიონთან ძეგლი დაუდგეს, მაგრამ… ბრინჯაოს ნაკეთობას ბოლო პერიოდში თავს ვანდალები ესხმოდნენ. ძეგლი რამდენჯერმე დაარბიეს. რას ერჩიან ბრინჯაოს იბრაჰიმოვიჩს? მიზეზი ცნობილია: გამდიდრებული ფორვარდი „მალმიოს” მეტოქის „ჰამარბის” მეწილე გახდა. გამოსავალი? გადაწყვიტეს ძეგლი სხვაგან გადაიტანონ. ანდრეს მალმსტრომი, ქალაქ მალმიოს მუნიციპალიტეტის პრეს-სპიკერი ადასტურებს, რომ ძეგლს ხვალ, ორშაბათს ადგილს გამოუცვლიან. მოგეხსენებათ,...
არავინ ლივერპულის გარდა
გერმანიის ეროვნული გუნდისა და „ლაიფციგის“ 24 წლის ფორვარდ ტიმო ვერნერს მსურველები ნამდვილად არ აკლია. „ჩელსიში“ ან „მანჩესტერში“ გადასვლის პერსპექტივა (შესაბამისი სახელფასო წახალისებით) ნებისმიერ ფეხბურთელს დაახვევდა თავბრუს, თუმც არა ტიმოს. ვერნერი აქამდეც აცხადებდა, რომ მისი ოცნების გუნდი „ლივერპულია“, დამატებითი მოტივაცია კი თანამემამულე იურგენ კლოპთან მუშაობის პერსპექტივა. ეს სიმპათია ორმხრივია, რაც ტიმო ვერნერმა და იურგენ კლოპმა პირადი...
ვინ ნეიმარი, რა ნეიმარი…
ბრაზილიის ნაკრებში თამაშობდა თავდამსხმელი ედილსონ და სილვა ფერეირა, რომელსაც მოკლედ ედილსონს ეძახდნენ. 2002 წელს ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. კორეა-იაპონიის მუნდიალზე მან ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 48 წლის ედილსონმა ამ დღეებში ინტერვიუ მისცა TV Bandeirantes-ს, სადაც თავის ოსტატობაზე ილაპარაკა. „როდესაც საუკეთესო ფორმაში ვიყავი, ნეიმარს ვჯობდი”, — თქვა ფეხბურთელმა, რომელსაც, იჯარებსაც თუ მივათვლით, 18 კლუბში აქვს ნათამაშები....
პირველი კოცნა
„მანჩესტერ სიტიში” ნათამაშებ დედრიკ ბოიატას covid 19 სულ დაავიწყდა, გავარდა და თანაგუნდელს აკოცა. ფეხბურთელი, რომელსაც ბოიატამ აკოცა, არის მარკო გრუჯიჩი. ის „ლივერპულის” საკუთრებაა, მაგრამ მერსისაიდელები იჯარით სულ სხვადასხვა გუნდებში უშვებენ. და მაინც, თუ ამ კოცნის გამო განახლებულ ბუნდესლიგაში კორონავირუსი გავრცელდება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გერმანელებს ქვეყნის ჩემპიონატში პრემიერლიგის კლასტერი ჰქონიათ. ბოიატას და გრუჯიჩის „ჰერტამ” განახლებული ბუნდესლიგის...
დიდი 10 ორ თვეში
საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, დიდ 10-ში თამაშები სავარაუდოდ 24-26 ივლისს, ან 31 ივლისს – 1 აგვისტოს განახლდება. ეს დამოკიდებული იქნება ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელების მასშტაბებსა და სახელმწიფოს რეკომენდაციებზე. მანამდე, გუნდებს ეძლევათ რეკომენდაცია განაახლონ ინდივიდუალური ვარჯიშები 22 მაისიდან, ხოლო 1 ივნისიდან ჯგუფურად, სპეციალური მოთხოვნების დაცვის პირობით. ჩემპიონატის დათქმულ ვადებში განახლების შემთხვევაში, ჩატარდება რეგულარული პირველობის ოთხივე...
ვოვა
გაგრძელება დასაწყისი იხილეთ აქ … დასავლეთის ტრიბუნაზე ვისხედით. ფეხბურთზე ძირითადად ჩემს კლასელ გიორგი ხანთაძესთან და მის უფროს ძმასთან მიშასთან ერთად დავდიოდი. ერთ ეზოში ვიზრდებოდით. მამაჩემი ჯემალა, გაზეთ „კომუნისტის“ განყოფილების რედაქტორი იყო, ამათი მამა გურამა ცეკაში მუშაობდა და ყოველ წელს ჰქონდათ დასავლეთის ტრიბუნაზე, სამთავრობო ლოჟასთან აბონიმენტები. დავითრევდით ამ ჩვენი შიშკა მამების აბონიმენტებს და მივდიოდით. მართლა მაგარი ადგილი...








