პროფესიული კრივის ცოცხალმა ლეგენდა მაიკ ტაისონმა რინგზე დაბრუნება გადაწყვიტა და სოციალურ ქსელებში ვიდეორგოლიც გაავრცელა საკუთარი ვარჯიშებიდან.53 წლის მაიკს ტიტულებზე პრეტენზია არ აქვს და ე. წ. საგამოფენო (არაოფიცილურ-კომერციულ) ბრძოლებს გეგმავს. მისი ამ წამოწყების წინააღმდეგია UFC-ის ბოსი დანა უაიტი, რომელიც ლამის ემუდარება „რკინის მაიკს“, მსგავსი არაფერი ჩაიდინოს. მისთვის მაიკი ცოცხალი ლეგენდაა და 15-წლიანი უქმობის შემდეგ რინგზე გასვლას არასერიიზულობად უთვლის.
ტაისონის ერთ-ერთ სავარაუდო მეტოქედ უკვე შეიგულეს რუსი ალექსანდრ ემილიანენკო, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებში სამბოდან მივიდა.
რუსს ერთის მხრივ დიდი ფულის სუნი აქვს ნაკრავი, მაგრამ არც იმას მალავს, რომ უშანსოდაა: „მაიკი ძალიან ძლიერი, მაგრამ ძველებურად მოძრავი ვეღარ არის. ამიტომ, მთავარია, არ გაუჩერდე. ვხვდები, რომ რინგზე მოსაგებად კი არა, სპორტის პროპაგანდისთვის გავდივარ. თუ რინგზე დამეწია, იქვე მიმაძინებს“.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
