ფიფას გადაწყვეტილებით სექტემბრში, მილანში დაგეგმილი გალა-დაჯილდოება აღარ შედგება.
ეს ნიშნავს, რომ საუკეთესო ფეხბურთელი წლეულს აღარ გამოვლინდება. შეგახსენებთ, ეს ტიტული შარშან ლიონელ მესის ერგო.
ჯერჯერობით, გაურკვეველია რა გადაწყვეტს France Football და ვინ მიიღებს „ოქროს ბურთს“. დაჯილდოვების ცერემონიის შესახებ უეფას ჯერ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. სადღეისო მონაცემებით, ცერემონია უნდა გაიმართოს 2020-21 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისწყის დროს.
ასევე ჯერაც გაურკვეველია „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვისა და საქართველოს 2019-2020 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის საკითხი…

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
