ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტაბასმა პრიმერას განახლების დეტალებზე ისაუბრა:„მატჩები ყოველდღიურად გაიმართება ხუთი კვირის განმავლობაში. მორიგ შეხვედრამდე 24 საათით ადრე კორონავირუსზე ტესტირებას თითოეული ფეხბურთელი გაივლის. გარწმუნებთ, მატჩების მსვლელობისას ვირუსის გავრცელების ალბათობა ყველაზე დაბალი იქნება.
მე მოვითხოვ და გავაკონტროლებ უსაფრთხოების წესების დაცვას, დაავადებულთა რიცხვი მატჩებზე დასაქმებულთა შორის რაც შეიძლება დაბალი რომ იყოს. ვთხოვე ფეხბურთელებს, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული წესები სახლში ყოფნის დროსაც სრულად დაიცვან,“ – ბრძანა სინიორ ტაბასმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის განახლებას ესპანეთში 12 ივნისისთვის ელიან. ფეხბურთელებისა და პერსონალისგან უკვე აიღეს 2500 ტესტი. აქედან 8 დადებითი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის გათამაშება 27-ე ტურის შემდეგ დაპაუზდა.
შესაბამისად, ხავიერ ტაბასის მიერ ნახსენებ 35-დღიან მონაკვეთში თითოეულ გუნდს 11 მატჩის გამართვა მოუწევს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები07/11/2026 | 22:27ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
