წელი: 2019

Home 2019
ჩანაწერი

ტოჩის ახალი მეთოდი: აიღე და გადადგი

მაისის ბაშოს მეორე დღეს ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და ლამის გუშინდელის ტყუპისცალი: დაიეისიოსთან ქართველმა მესთვის მარცხენა ჩავლება გაახერხა და მეტოქე წრის გარეთ უპრობლემოდ გაიტანა. ჯერჯერობით ძნელია შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება, მაგრამ ორ დღეში ზედმეტი წვალების გარეშე მოპოვებული ორი გამარჯვება იმის იმედს გვაძლევს, რომ რომ ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე არც ისე შორია. ხვალ ლევანის მეტოქე ოკინოუმი იქნება, რომელიც...

ჩანაწერი

ჩვენები უგუნდოდ

ანტონ ფეიქრიშვილსა და ვიქტორ კოლელიშვილს ახალი კლუბების მოძებნა მოუწევთ. გამოცდილ ბორჯღალოსნებს თავთავიანთ კლუბებთან კონტრაქტები ამ სეზონის ბოლომდე ჰქონდათ. საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯმა ფეიქრიშვილმა ამ სეზონის დასკვნითი ნაწილი სამედიცინო ჯოკერის სტატუსით საფრანგეთის პრო D2-ის „მონ-დე-მარსანში“ გაატარა და გუნდს პლეი-ოფში გასვლაში დაეხმარა, საიდანაც მონტუაზელებმა უკვე გავარდნაც მოასწრეს, განადგურდნენ რა ნიკა ნეფარიძის „ვანთან“ 10:50. 31 წლის ბორჯღალოსანი გუნდს...

ჩანაწერი

მოურინიუ – საუკეთესო აუტჩიკი

შეგვიძლია მილიონჯერ გადავახვიოთ და ვნახოთ, როგორ გავიდა „ბარსელონას“ კარში საუკუნის ყველაზე გულუბრყვილო გოლი. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა წამიერადშეცვალა გადაწყვეტილება, დივოკუ ორიჯის უპასა და… „ლივერპული“ ფინალშია. როგორც აღმოჩნდა, ამ სასწაულს ერთი ფარული თანაავტორიც ჰყავდა, რომელზეც ყურადღება პირველმა ჟოზე მოურინიომ გაამახვილა. „მე ვმუშაობდი კლუბებში, სადაც კარგად არ ესმოდათ „ბოლბოის,“ ანუ ბურთის მიმწოდებელი ბიჭის მნიშვნელობა. თუ გუნდი ჩქარობს, მოედნიდან გასული...

ჩანაწერი

ღრიალა ბანაკის ბედნიერება

„გაისმის მსაჯ რიკარდო ლატანცის ფინალური სასტვენის ხმა, რომელიც გვაუწყებს, რომ თბილისის დინამოელებმა…“ – განთქმული ქართველი კომენტატორის რუსულად წარმოთქმული ეს სიტყვები იყო პირველი ოფიციალური ნიშანი იმისა, რომ თბილისი აფეთქდებოდა. „წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში“, – კვლავ გადმოვაქართულებთ საზეიმო სიტყვას. დიუსელდორფის „რაინშტადიონის“ კაბინაში მჯდომი კოტე მახარაძე ალბათ ცხადლივ ხედავდა ღამის ქალაქში გამოგლეჯილ ფანჯრებს, წამში გავსებულ ქუჩებს, დაქოქილ...

ჩანაწერი

ჩემპიონატი ლანძღვით დამთავრდა

იმ დღეს, როდესაც „მანჩესტერ სიტიმ” ბრაიტონში ლამაზ-ლამაზი გოლებით 4:1 მოიგო და ზედიზედ მეორედ გახდა ინგლისის ჩემპიონი, „მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ, ლეგენდარულ „ოლდ ტრეფორდზე” „კარდიფ სიტისთან” 0:2 წააგო და პრემიერლიგის საბოლოო ცხრილში მე-6 ადგილზე დამკვიდრდა. ორ მანჩესტერულ გუნდს შორის 32 ქულიანი განსხვავება ჩაიწერა, რაც „სიტისადმი” ტრადიციულად ირონიული „იუნაიტედისთვის” იოლი შესაგუებელი არ უნდა იყოს. „კარდიფთან” მწარე მარცხის შემდეგ მანჩესტერელთა...

ჩანაწერი

რუსი რუსსა შემოტყორცნა…

მოგება ყველა ფასეულია, მაგრამ ჩვენთვის საყვარელ ძიუდოში, ყველაზე პრესტიჟულ წონაში, გრანდ სლემზე და ნახევარფინალ-ფინალში რუსების ტატამზე დახეთქებით მოპოვებულ ოქროს მედალს სხვა ელვარება აქვს. გელა ზაალიშვილმა ბაქოს გრანდ სლემის ფინალში რუსი რუსლან შახბაზოვი დაჩაგრა. მანამდე, ნახევარფინალში გელას მსხვერპლი კიდევ ერთი რუსი ანტონ კრივობოკოვი შეიქნა. ეს ყველაზე გემრიელი აკორდები იყო, თორემ პირველ წრეებში ჰოლანდიელ როი მაიერსა და...

ჩანაწერი

ნიკამ რომი მოგებით დაიწყო

რომის მატერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-18 ჩოგნის რანგში ჩავიდა, რადგან მადრიდული მასტერსის ქულების წყალობით მას ფრანგმა გაელ მონფისმა გადაასწრო. სამაგიეროდ, ნიკამ ისე დაიწყო რომაული ტურნირი, მალევე უნდა დაიბრუნოს პოზიცია. პირველ წრეში ნიკას მეტოქე უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი იყო, ვინაც სადღეისოდ რეიტინგში 37-ე ადგილს იკავებს. ნიკამ პირველი სეტი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და მეტოქეს ერთადერთი გეიმი დაანება. მეორე...

ჩანაწერი

ტოჩიმ ორი ცენტნერი გაიტანა

დღეს დაიწყო მაისის ბაშო, რომელსაც ლევან გორგაძისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მას ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად ათი გამარჯვება სჭირდება და ამ ათიდან პირველი უკვე მიითვალა. ტოჩინოშინის პირველი მეტოქე ტიოტაირიო იყო. ჩვენებურმა ორივე ხელის მავაშში ჩავლება მოახერხა, ლამის ორასკილოგრამიანი მეტოქე დოჰიოს მოსწყვიტა და ბზით შემოფარგლული წრის მიღმა გაიტანა. ორშაბათს ლევანის მეტოქე დაიეისიო იქნება. აქამდე ფალავნები სულ ხუთჯერ შეხვედრიან...

ჩანაწერი

რა მოხდა ბათუმში?

გაცოცხლებული რუსთავი ყველაფერი პარასკევს დაიწყო. ცხრილის სათავეში მდგომმა „საბურთალომ“ ბოლოში მყოფ „რუსთავთან“ 1:3 წააგო. ეს თბილისელთა მეორე მარცხი გახლდათ ბოლო ოთხ შეხვედრაში. გაცოცხლებულმა რუსთაველებმა კი ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს, ქულებით „ლოკომოტივს“ გაუსწორდნენ და უიმედო აუტსაიდერობიდან, ბრძოლაში დაბრუნდნენ. მათი წარმატების საიდუმლოც ცნობილია – ვარლამ კილასონია და… როსტოველი ახალწვეული ფარხად გისტაროვი. მან მიჯრით მეორე მატჩში გაიტანა და...

ჩანაწერი

გერმანიაშიც სასწაულს ელიან?

დიდი შანსი იყო, ბუნდესლიგის ზედიზედ მეშვიდედ მოგება „ბაიერნს“ უკვე შაბათს გაეფორმებინა, მაგრამ გასვლით შეხვედრაში „ლაიფციგს“ უგოლოდ გაეყარა. ეს ის „ლაიფციგია“, უკვე 31-ე ტურის შემდეგ რომ დაიბევა ჩემპიონთა ლიგის საგზური, მაგრამ რეკორდმაისტერს მაინც ბოლომდე ეომა. თავის მხრივ, „დიუსელდორფთან“ რთული მატჩი მოიგო (3:2) „დორტმუნდმა“ და ახლა კონკურენტს ორი ქულით ჩამორჩება. ბურთების ბალანსსა და ურთიერშეხვედრებში მიუნხენელთა უპირატესობა აშკარაა...