წელი: 2019

Home 2019
ჩანაწერი

ფასი რაფასი

„ნიუკასლ იუნაიტედის” მეპატრონე მაიკ ეშლი მზად არის რაფა ბენიტესს მხოლოდ ერთი სეზონით დარჩენის სანაცვლოდ 15 მილიონი გირვანქა გადაუხადოს. ეშლის უნდა, რომ ესპანელი კიდევ ერთი ჩემპიონატით გაუძღვეს მის გუნდს და ამაში უზარმაზარ თანხას, ხელფასად კვირაში 240 000 გირვანქას და ზედაც პრემიალურებს ჰპირდება. ისმის კითხვა: რატომ არ სთავაზობს ეშლი ბენიტესს უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობას? თურმე ბიზნესმენს ეშინია, რომ...

ჩანაწერი

ფეხბურთელთა ქიშპის მიზეზი

ალექსის სანჩისი და პოლ პოგბა — აი, ვინ ყოფილა „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელთა განხეთქილებაში დამნაშავე. უფრო სწორად, დამნაშავე სანჩისისა და პოგბას პრემიები ყოფილა; ის უზარმაზარი თანხები, რომელთაც ამ ორს თითოეული გოლისა და საგოლე პასის გამო უხდიან. „სანისთვის” ცნობილი გახდა, რომ ჩილელი თავდამსხმელი, რომელმაც „იუნაიტედში” ვერ ივარგა და ამის მიუხედავად კვირაში 505 000 გირვანქას უხიდან, ყოველ გოლში...

ჩანაწერი

ქართველებმა ევროპა გამოიწვიეს

ქართველმა მორაგბეებმა ევროპული ტიტული მოიპოვეს! ნიუკასლის „სენტ ჯეიმს პარკზე“ ევროპის რანგით მეორე საკლუბო სარაგბო ტურნირის – ჩელენჯ ქაფი (გამოწვევის თასი) ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ორი ფრანგული კლუბი დაუპირისპირდა. „კლერმონმა“ „ლა როშელს“ 36:16 მოუგო და ამ წარმატებაში უშუალო წვლილი ორმა ქართველმაც დაიდო – „ყვითელი არმიის“ რიგებში მეორე ტაიმში ვეტერანი დავით ზირაქაშვილი და ახალგაზრდა ბექა კაკაბაძე გამოჩნდნენ....

ჩანაწერი

ბლატერი ფიფას 80 საათზე უჩივის

დამიბრუნონ ჩემი 80 საათი, ან გადამიხადონ შესაბამისი ფულადი კომპენსაცია – თქვა „ნიუ იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში იოზეფ ბლატერმა. როგორც აღმოჩნდა, ის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში აგროვებდა საათების კოლექციას. რადგან მარტოხელაა, არ უნდოდა კოლექციის დაცვისთვის დამატებითი ხარჯები გაეღო და მას ფიფას ოფისში ინახავდა. პოსტიდან გადადგომის შემდეგ ზეპ ბლატერს პირადი ნივთების წაღების საშუალება არ ჰქონია. მოგვიანებით 120 საათი...

ჩანაწერი

გეგმა მითხარით, თორემ წავალ!

მაურისიო პოჩეტინო მზად არის „ტოტენჰემ ჰოთსპური” ამ ზაფხულსვე დატოვოს, თუკი კლუბის თავმჯდომარე დენიელი ლევი გუნდის გაძლიერებასთან დაკავშირებულ სამომავლო გარანტიებს არ მისცემს. აი, ასე: გაიყვანა კაცმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და 48 საათიც არ იყო გასული, რომ ყუმბარა გახეთქა. ამის გაგონებაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ აპირებს ის სეზონის დამთავრების შემდეგ ერთი წლით ყოველგვარი საქმეებისგან ჩამოშორებას. ამაზე...

ჩანაწერი

კალამი ედენ აზარისთვის

„ჩელსიმ” ედენ აზარს ერთბაშად ორი ჯილდო გადასცა: სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო გოლის ავტორის. 28 წლის ბელგიელი რასაკვირველია ორივეს იმსახურებდა, მაგრამ ახლა, როდესაც სატრანსფერო ციებ-ცხელება ახლოვდება, ბევრმა კლუბის გადაწყვეტილება მოთამაშის მოთაფვლის ხერხადაც აღიქვა. ყველასთვის ხომ კარგად არის ცნობილი, რომ „რეალს” აზარის შესაძენად 100 მილიონი გირვანქა აქვს გადადებული, დასავლეთ ლონდონელებს კი თავიანთ ვარსკვლავთან განშორება არ უნდათ....

ჩანაწერი

ბაქო ვერცხლით გაიხსნა …

ძიუდოში ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები პირველი ნომრებით არ არის წარმოდგენილი. სანამ პირველები მინსკის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, ბაქოში ნაკრების მომავალი გაემგზავრა. პირველივე დღეს და პირველივე წონაში ვერცხლი სულაც არაა ურიგო, მაგრამ თემურ ნოზაძის ვერცხლმა გული დაგვწყვიტა. ფინალამდე ჩვენებურმა მხოლოდ იპონებით იარა. თემურმა გზიდან რიგრიგობით ჩამოიცილა ებრაელი ბენ დავიდი, ყაზახი მაგზან შამსადინი, რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო...

ჩანაწერი

გაისად ჩემპიონები ვერ გავხდებით

ოლე გუნარ სულშერმა თქვა, „მანჩესტერ იუნაიტედმა” მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის რომ იბრძოლოს, სასწაული იქნებაო. ნორვეგიელი მწვრთნელის აზრით, ის 29 ქულა, რომელიც დღეს მის გუნდს „მანჩესტერ სიტისგან” აშორებს, ერთ წელიწადში ვერაფრით გაბათილდება. ამრიგად, შემდეგი სეზონი საძირკვლის ჩაყრისა იქნება, წარმატებებზე კი „ოლდ ტრეფორდის” საზოგადოებამ მომდევნო წლებში უნდა იფიქროს. სულშერმა თქვა: „ვფიქრობ, გულწრფელი არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ მომავალ...

ჩანაწერი

აიაქსის 19 წლის კაპიტანი

2017 წლის მარტში ჰოლანდიის ნაკრებიდან მწვრთნელი დანი ბლინდი დაითხოვეს. მას ბულგარელებთან მარცხი არ აპატიეს. ბლინდმა იმ შეხვედრაში დაცვის ცენტრი 17 წლის მატეის დე ლიხტს ანდო, ბიჭუნამ კი უხეში შეცდომები დაუშვა, რასაც ჰოლანდიელთა კარში ორი გოლი მოჰყვა… პირველმა ფიასკომ ვერ გატეხა მატეისი. 19 წლისა „აიაქსის“ კაპიტანია და ეს მაშინ, როცა გუნდში ისევ თამაშობს კლას იან ჰუნტელაარი....

ჩანაწერი

რაიოლა იტალიამ დასაჯა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სუპერაგენტი მინო რაიოლა სამთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. რაიოლა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო საქმოსანია. მისი კლიენტები არიან „მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა, „პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი მარკო ვერატი, „მილანის” მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, „აიაქსის” მცველი მატეის დე ლიხტი, „ლოს ანჯელეს გელექსის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ბევრი სხვა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სპორტის მსაჯულთა კომისიამ მინო...