ტურინული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა. ის ახალ კონტრაქტს ითხოვს, რომელშიც ხელფასი მკვეთრად იქნება გაზრდილი და 2022 წლამდე იქნება ძალაში. ამას გარდა, სინიორ ალეგრი კლუბში მისი ძალაუფლების გაზრდას ითხოვს. ძალაუფლებაში, უპირველესად, სატრანსფერო საკითხებზე გავლენა იგულისხმება. მთავარი მწვრთნელის აზრით, „იუვეს“ აუცილებლად სჭირდება გაძლიერება დაცვასა და ნახევარდაცვაში. ამას გარდა, ალეგრი ლამის უკვე კატეგორიულად მოითხოვს...
წელი: 2019
ინგლისმა ისტორია დაწერა
ინგლისი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროპის ორი მთავარი საკლუბო შეჯიბრების, ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის ფინალში ოთხი გუნდი გაიყვანა. სხვა სიტყვებით, მადრიდშიც და ბაქოშიც ინგლისური ფინალი გაიმართება. ეს მას მერე გაირკვა, რაც ხუთშაბათს, ევროლიგის ნახევარფინალებში, „არსენალმა” და „ჩელსიმ” იყოჩაღეს. „ჩელსის” ფრანკფურტის „აინტრახტის” დასაძლევად მატჩისშემდგომი პენალტების სერია დასჭირდა (ორივე შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა), ხოლო „არსენალმა” „ვალენსიას”...
მწვრთნელი, რომელიც ტირის
დასანანი იყო „აიაქსი“… რომ არა დამატებული დროისთვის დამატებული წუთი, ამსტერდამელები ფინალში იყვნენ და ვერავის დასცდებოდა, რომ დაუმსახურებლად. მერე უკვე „ტოტენჰემს“ შევიცოდებდით. ფინალში ლონდონელები გავიდნენ იმაზე არანაკლებ გიჟური ფეხბურთის ხარჯზე, ვიდრე ერთი დღით ადრე ვიხილეთ. კიდევ ერთი მსგავსება ორ განმეორებით ნახევარფინალს შორის: ერთმა მწვრთნელმა აშკარად დაჩაგრა მეორე. არავითარი ლუკას მოურა. მატჩის გმირი მაურიციო პოჩეტინოა. მოკლედ ვთქვათ,...
ფქგ ლივერპული
რა უნდა ეთქვა აბა? ერთ სიტყვაში ჩაატია მატჩის მიმოხილვა: ჩემს გუნდს ფქგ მენტალიტეტი აქვსო. ვინ თქვა და იურგენ კლოპმა, ოღონდ არა შემოკლებით, სრულად თქვა და თან, BT Sports -ის პირდაპირ ეთერში. ინგლისელი არ ვარ და სხვა სიტყვებით ვერ გადმოვცემო. თუ გნებავთ დამაჯარიმეთო. „კამპ ნოუდან“ წამოღებულ 3:0-ს რომ მიაოთხითნოლებ, ფქგს გარდა სხვა სიტყვა არც მოგივა მწვრთნელს...
გმადლობთ ფეხბურთო!
„ტოტენჰემ ჰოთსპური” ჩემპიონთა ლიგის ფინალშია! „ლივერპულის” კვალდალვალ კიდევ ერთმა ინგლისურმა კლუბმა ჩაიდინა სასწაული და ამსტერდამში, იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე წარმოუდგენელი თამაში შემოატრიალა (2:3). ლონდონელთაგან სამივე გოლი 26 წლის ბრაზილიელმა ლუკას მოურამ გაიტანა. თან, მესამე — 96-ე წუთზე, მსაჯის წამატებულ დროში. და „სფურზის” არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მუხლებზე დაეცა. მან ცრემლი ვერ შეიკავა. ხუმრობა ხომ არ...
ასე ზეიმობენ ლივერპულელები
ეს ვიდეო ლივერპული – ბარსელონას თამაშის დროსაა გადაღებული. სად? ერთ-ერთ ბარში, რომლის ადგილმდებარეობის დასახელებასაც აზრი არ აქვს, რაკი ასეთი ზეიმი ათასობით ამის მსგავს ბარში მოეწყო. ამიტომ ეს მოკლე ვიდეო ბედნიერი ქომაგის განზოგადებულ სახედ ჩავთვალოთ. თუ გნებავთ, ცოტათი შეგვშურდეს კიდეც.
ჯინი ენფილდზე
ცოტა შორიდან მოვყვები… 13 მარტი, მიუნხენი, ალიანს არენა. თვალებს არ ვუჯერებ-სტადიონის ტრიბუნა მოძრაობს. უბრალოდ, მოძრაობს, თუმცა რაღა უბრალოდ – მიწისძვრის შეგრძნებას იწვევს ეს ყველაფერი – მიუნხენელი ფანებით გადაჭედილი ტრიბუნა მოძრაობს. უყურებ და ითრგუნები, როგორ უნდა მოიგო აქ? როგორ შეიძლება ამ გარემოში სტუმარ გუნდს წარმატების იმედი ჰქონდეს? მოძრავი ტრიბუნა როკავს, ღმუის, ჩამოშლის პირასაა, თითქოს ლავასავით უნდა...
არავითარი სექსიზმი
მადრიდში მიმდინარე მასტერსზე რაფაელ ნადალს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არის ქალთა ტურნირებზე საპრიზო ფონდი უფრო ნაკლები, ვიდრე მამაკაცთა შეჯიბრებებზე. კითხვამ მსოფლიოს მეორე ჩოგნის გაღიზიანება გამოიწვია: რაფა ერთის მხრივ მართალია. ქალთა ტურნირებზე, თუ ისინი დამოუკიდებლად ტარდება, საპრიზო ფონდი თითქმის ორჯერ მცირეა. სამაგიეროდ, იქ, სადაც ქალთა და ვაჟთა ტურნირი პარალელურად მიმდინარეობს, ქალთა საპრიზოები სწრაფად იზრდება. მარტივად რომ ვთქვათ,...
მესის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდნენ
მას მერე რაც გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს „ლივერპული” და „ბარსელონა” უნდა შეხვედროდნენ, ბევრმა თქვა გუნდებს შორის ერთი დიდი განსხვავებაა და მას ლეო მესი ჰქვიაო. ეს აზრი ისმოდა პრეს-კონფერენციებზე, საიტებზე, ტელეგადაცემებში… პირველ შეხვედრაში, რომელიც „კამპ ნოუზე” გაიმართა, არგენტინელმა მართლაც გამოიჩინა თავი. მან ორი გოლი შეაგდო — ერთი უბადლოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმით — მაგრამ საპასუხო...
… მათ ასფალტის სატკეპნივით გადაგვიარეს
მადლობა „ლივერპულს“! წუხელ ინგლისურმა კლუბმა დაგვარწმუნა, რომ სასწაულები ხდება და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთანაც კი ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი. გერმანელმა იურგენ კლოპმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო „ლივერპული“ შეკრა და ისე ამოქოქა, ესპანელ ერნესტო ვალვერდეს აღიარებინა: „მათ ასფალტის სატკეპნივით გადაგვიარეს“. და, რაღა თქმა უნდა, „ენფილდის“ განუმეორებელი ატმოსფერო, საკუთარი გუნდის რწმენა და ფანტასტიური ქომაგობა. ეს ატმოსფეროა, სტუმარს...