წელი: 2019

Home 2019
ჩანაწერი

კასილიასის ყველაზე დიდი გამარჯვება

ლეგენდარული მეკარე იკერ კასილიასი საავადმყოფოდან გამოწერეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში მას რამდენიმე ტესტი ჩაუტარეს, რომლებმაც დადებითი შედეგი აჩვენა. ჰოსპიტლის წინ მას უამრავი ჟურნალისტი და თაყვანისმცემელი ელოდა. „არ ვიცი რა მელის მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ გამოვჯანმრთელდი და თავს კარგად ვგრძნობ. ახლა რამდენიმე კვირას, შეიძლება თვესაც დავისვენებ და მერე გადავწყვეტ რა გზას ვეწიო, – მიმართა შეკრებილთ პორტუს...

ჩანაწერი

მრავალი ქართველი არაქართულის ნაცვლად

საფრანგეთის ტოპ 14-ის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური რჩება, თუმცა,  ბევრ კითხვას პასუხი უკვე გაეცა. მაგალითად, ცნობილია, რომ „არაქართული“ „პერპინიანი“ ქვედა ლიგაში ბრუნდება და მის ადგილს მრავალქართველიანი „ბრივი“ დაიკავებს. ასევე გადაწყდა, რომ  „ტულუზმა“ და დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ბექა კაკაბაძის „კლერმონი“ პირველ-მეორე ადგილებს ვეღარ ჩამოცილდებიან და პლეი-ოფში მეორე წრიდან ჩაებმებიან. დუდუ ქუბრიაშვილისა და ბექა...

ჩანაწერი

ოჯახი არ შედგა!

სეზონი მიილია. იტალიურ ტურინში „იუვენტუსის“ მორიგი სკუდეტო თითქოს ცალყბად აღნიშნეს. თუნდაც შარშანდელისგან განსხვავებით, წელს მდევარმა „ნაპოლიმ“ ვერ ივარგა და „ბებერი სინიორას“ უპირატესობა მოსაწყენად კატასტროფული იყო. წარუმატებლად დასრულდა „იუვეს“ მორიგი საჩემპიონთალიგო ლაშქრობაც. არადა, ხომ გახსოვთ, როგორი ეიფორია მოჰყვა გასულ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუს გადაბარგებას ტურინში? სუპერმეგოლის გამოჩენით სარგებელს ერთი კონკრეტული კლუბი კი არა, მთელი ლიგა გამოელოდა. მოვიდა...

ჩანაწერი

ამათ გიორგი ქინქლაძე ჰყავდათ…

მეტად თავისებური რამ არის ინგლისური იუმორი. სხვამ შეიძლება ვერ გაიგოს და გაბრაზდეს, ინგლისში კი მოსულა… კერძოდ, აი რა მოხდა: ორშაბათს, „მანჩესტერ სიტისა” და „ლესტერის” შეხვედრის წინ, „ლივერპულისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავები, დღეს ტელემიმომხილველები ჯეიმი კარაგერი და გარი ნევილი „ეტიჰედ სთედიუმის” დერეფნებსა და ოთახებში დადიოდნენ და იქაურობას იღებდნენ. და აი, ამ „ექსკურსიის” დროს მათ მიაგნეს...

ჩანაწერი

ტრამპმა მსოფლიო მეორე ცდაზე დაიპყრო

სნუკერის სამყაროში გადატრიალება მოხდა: 29 წლის ინგლისელი ჯად ტრამპი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გადამწყვეტ მატჩში ბრისტოლელმა სნუკერისტმა ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი, შოტლანდიელი ჯონ ჰიგინსი დაამარცხა და მეორე ცდით შეიქნა მსოფლიოს ჩემპიონი. პირველი მცდელობა ტრამპს რვა წლის წინ ჰქონდა და მაშინაც ჰიგინსის პირისპირ დადგა ფინალურ მატჩში, თუმც გამოცდილმა შოტლანდიელმა მაშინ გაჭირვებით, 18:15 სძლია თავხედ ყმაწვილს… ახლა კი რევანში...

ჩანაწერი

არ დაარტყაო, უყვიროდნენ კომპანის!

სერხიო აგუერომ უნდა ილოცოს, ვინსენტ კომპანიმ რომ არ დაუჯერა და კარში დაარტყა. ბელგიელმა ულამაზესი გოლი შეაგდო (ვიდეომიმოხილვაში 1:40-დან) და ამ გოლის წყალობით „მანჩესტერ სიტის” პრემიერლიგის ჩემპიონობამდე ერთი მოგებაღა აკლია. ახლა, ყველაფერი ბოლო ტურში, ბრაიტონში გადაწყდება. „სიტის” კონკურენტი „ლივერპული” კი „ვულვერჰემპტონს” უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა კვირას, 12 მაისს, საქართველოს დროით 18 საათზე გაიმართება. „ქალაქელები” „ლესტერთან” შეხვედრის წინ...

ჩანაწერი

როგორ აიყვანა რონალდუმ იუვე მძევლად?

არაფერი ახალი: ტურინის „იუვენტუსი“ ისევ გახდა იტალიის ჩემპიონი და ისევ ნაადრევად გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას. არადა, გასულ ზაფხულს ყოველთვის იტალიაზე ორიენტირებულმა და დეცენტრალიზებულმა კლუბმა ტრადიციას უღალატა და 115 მილიონ ევროდ სუპერფეხბურთელი შეიძინა. ამით ანდრეა ანიელიმ საჩემპიონთალიგო ლაშქრობა დააანონსა. „იუვემ“ ცოტა ნაკლები გაიტანა, ცოტა მეტი გაუშვა და თითქმის იმდენივე ქულა დააგროვა. არადა, კრიშტიანუ რონალდუმ იფრინა და ესპანური...

ჩანაწერი

250 კვირა

აქამდე ჩოგბურთის ისტორიას სულ ოთხი ისეთი ლეგენდა ჰყავდა, რეიტინგის პირველ საფეხურზე 250 და მეტი კვირა (ჯამურად) რომ აქვთ გატარებული. დღეს პროფესიული ჩოგბურთის ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და ნოვაკ ჯოკოვიჩის 250-ე კვირა დაიწყო. ნოვაკის შედეგი ფენომენალურია პირველ რიგში ასაკის გამო: ის მხოლოდ 31 წლისაა და სულ მცირე, კიდევ ხუთი წელი მაინც შეძლებს უმაღლეს დონეზე თამაშს. ფენომენალურია...

ჩანაწერი

ზიდანი მოდრიჩმა დააეჭვა

ესპანური AS-ის ინფორმაციით ლუკა მოდრიჩის სამომავლო პერსპექტივას სერიოზული კითხვის ნიშანი დაესვა. ზიდანის გუნდში მისვლის მომენტში მოდრიჩი ტრანსფერზე დასაყენებელ ფეხბურთელთა სიაში არ ფიგურირებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ხორვატის თამაშმა ძველ-ახალ მწვრთნელზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. „რეალის“ ხელმძღვანელობას არ სურს „ოქროს ბურთის“ მფლობელის გუნდიდან გაშვება. რამდენიმე დღის წინ მის დასაცავად განცხადება გააკეთა პრედრაგ მიატოვიჩმაც. მადრიდის დატოვება არც თავად ფეხბურთელს...

ჩანაწერი

უნიათო კაცების ჯგუფი

ყოფილმა ვარსკვლავმა, დღეს კი საფეხბურთო ტელემიმომხილველმა გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ჰადერსფილდის” საკვირაო 1:1-ის შემდეგ განაცხადა, რომ თავისი ყოფილი გუნდის, „იუნაიტედის” თამაშში საინტერესო საერთოდ ვერაფერი დაინახა. ოლე გუნარ სულშერის ფეხბურთელებმა პრემიერლიგის მაჩანჩალა გუნდი ვერ დაამარცხეს და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლის შანსი დაკარგეს — ინგლისის პირველობის დამთავრებამდე ერთი თამაშიღა დარჩა, „იუნაიტედსა” და მეოთხე პოზიციაზე მყოფ...