ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ბოლო ორი მატჩიც გაიმართა. „საბურთალომ“ „მიხეილ მესხზე“ თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა, ლაშა შინდაგორიძის გოლით 1:0 დაამარცხა და რადგან შაბათს ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ „ტორპედოსთან“ წააგო (2:3), ისევ პირველ ადგილზე დაბრუნდა. გორში „დილამ“ „ჩიხურას“ 2:0 მოუგო და აუტსაიდერებს დაშორდა. აღსანიშნავია, რომ ეს შიდაქართლელთა ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო. ზემოიმერლებს კი ამდენივე ტურია მოგების გემო აღარ...
წელი: 2019
ვარდი: come on liverpool!
პრემიერლიგაში დიდი მატჩია, „ლესტერი“-„სიტი“. ეს შეხვედრა პეპ გვარდიოლას ბოლო საფიქრალი და „ლივერპულის“ ასევე ბოლო შანსია, შესწვდეს ჩემპიონობას. მანჩესტერელთა ფანები ყველაზე მეტად „ლესტერის“ საუკეთესო მეგოლე ჯეიმი ვარდის უფრთხიან. ჰოდა, აუჭრელეს კიდეც შეტყობინებებით სოციალური ქსელი ვარდის ფოტომოდელ თანამეცხედრე რებეკას. ერთმა პირდაპირაც კი სთხოვა: „შეგიძლია ისე გაახერხო, რომ ამაღამ ჯეიმიმ ტრავმა მიიღოს და „სიტისთან“ ვერ ითამაშოს?! ხომ იცი,...
წამსვლელ-დამრჩენები არსენალში
აარონ რემზიმ „არსენალისგან” სამახსოვრო ჯილდო მიიღო და ცრელმი მოერია — 28 წლის ფეხბურთელი მთელი 11 წლის განმავლობაში „მეთოფე” იყო, ახლა კი თავისი ცხოვრების კლუბს დაემშვიდობა. უელსელის სამწუხაროდ, მან „ემირეით სთედიუმზე” სეზონის ბოლო შეხვედრაში („ბრაიტონთან” 1:1) ტრავმის გამო ვერც კი ითამაშა. ის თამაშს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა და მხოლოდ მატჩისშემდგომ ცერემონიალზე გამოიძახეს. სამაგიეროდ, ცერემონიალი ისეთი ემოციური გამოდგა,...
პირველია, მაგრამ მეორე
პიტერ კრაუჩი მატჩამდე კი ამბობდა, რაფა ბენიტესი ცივსისხლიანი და დაუნდობელიაო, მაგრამ თუ მისი უმოტივაციო „ნიუკასლი“ ასეთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გაუმართავდა მისავე ყოფილ „ლივერპულს“, ნაკლებად სავარაუდო იყო. „ლივერპული“ ჯერ ვან დეიკის, მერე კი სალაჰის გოლებით დაწინაურდა, მაგრამ „კაჭკაჭებმა“ ორივეჯერ გაუთანაბრეს. ფრე, ფაქტობრივად „სიტის“ გაჩემპიონებას ნიშნავდა, მაგრამ ლივერპულელებმა შეცვლაზე შესული ორიჯის გოლით მოიგეს. საინტერესო დეტალები: პირველი ორი გოლისას...
ნიკოლაი
საქართველოში წვიმს. ფეხბურთელებმაც ეროვნულ ლიგაში ამინდს მხარი აუბეს და გოლების წვიმა მოიყვანეს. მე-11 ტურის სამ შეხვედრაში 16 გოლი გავიდა, რაც სეზონის რეკორდს უმიზნებს. (ჯერჯერობით ყველზე მეტი გოლი მე-5 ტურშია გასული – 18). 60 დღე ტურის პირველი მატჩი წყალტუბოში გაიმართა. მოგეხსენებათ, „ტორპედოს“ სტადიონზე რემონტია და ქუთაისელები საშინაო შეხვედრებს მახლობელ ქალაქებში მართავენ. მანამდე სამი მატჩი სამტრედიის „ეროსი...
ნიკას ნადალი მადრიდში ელის
მადრიდის მასტერსზე სუსტებს არაფერი ესაქმებათ. იქაურ თიხნარზე 56 საუკეთესო მეჩოგნე გავა. ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მე-17 ჩოგანია, პირველ წრეში მეტოქედ ამერიკელი ფრენსის ტიაფო ერგო. 21 წლის ამერიკელი რეიტინგში 31-ე გახლავთ. თუ ამ ბარიერს გადალახავს, ნიკას ფილიპ კოლშრაიბერის (41) და მიხაილ კუკუშკინის (40) დუელში გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება. უფრო შორს გახედვა ალბათ ადრეა, მაგრამ სულმა წაგვძლია:...
სალაჰი საეჭვოა, ფირმინო-დაკარგული
„ლივერპულის” სამწვრთნელო შტაბს მოცდა მოუწევს რათა დადგინდეს მოჰამედ სალაჰის ტრავმის სირთულე. ეს ტრავმა სალაჰმა გუშინ, „ნიუკასლთან” დაპირისპირების ბოლოსკენ მიიღო. ეგვიპტელი მასპინძელთა მეკარე მარტინ დუბრავკასთან შეჯახებისას უგონოდ დაეცა მოედანზე. ნამატჩევს ლივერპულელთა თავკაცმა, იურგენ კლოპმა განაცხადა: ,,ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ამ ფაქტზე არის ის რომ, დუბრავკა მას თეძოთი დაეჯახა, გადაწვეტილება ექიმს უნდა მიეღო და მისი რჩევით მო შევცვალეთ....
ოქროს მატჩი ინგლისში
იურგენ კლოპს ჰკითხეს, როგორ უყურებს „სიტისთან“ საჩემპიონო „ოქროს მატჩის“ გამართვის იდეას. „განა ეს შესაძლებელია? დიდებული იქნებოდა „სიტისთან“ ასეთ მატჩში დაპირისპირება,“ – იყო გერმანელის პასუხი. პრემიერლიგის დებულება ამგვარ მატჩს თეორიულად კი ითვალისწინებს, მაგრამ არასოდეს გამართულა. იმისათვის, რომ „ოქროს მატჩი“ დაინიშნოს, გუნდებს არამხოლოდ ქულები, გატანილი და გაშვებული ბურთებიც თანაბარი უნდა ჰქონდეს. ამ დროს, რეგლამენტში საერთოდ არ არის...
ნავასის კურსი
კეილორ ნავასმა გავლენიანი პორტუგალიელი აგენტი ჟორჟი მენდისი დაიქირავა და, როგორც ამბობენ, „რეალიდან” წასვლას გეგმავს. კოსტა რიკელს კარიერის გაგრძელება პრემიერლიგაში სურს, ხოლო „სანტიაგო ბერნაბეუზე” მთავარ მეკარეობას ტიბო კურტუას უთმობს. AS წერს, თითქოს ნავასს „რეალში” უთხრეს, რომ მომავალი სეზონიდან პირველი გოლკიპერი ის აღარ იქნება და ძირითად შემადგენლობაში ადგილს „ჩელსისგან” 37 მილიონ ევროდ ნაყიდ ბელგიელს ანდობენ. ამბობენ, რომ ინგლისური...
ამ საქმის ვერ გავიგე
საკვირველია საფეხბურთო მწვრთნელის ხელობა. ძალიან გაგიჭირდება გაიგო, რატომ გახდა ესა თუ ის კაცი კარგი მწვრთნელი. ამისთვის რომ დიპლომი არ არის საკმარისი, ცხადია, მაგრამ ისიც ხომ ნათელია, რომ ხშირად უდიპლომო მწვრთნელებიც არ ვარგანან მწვრთნელებად. მწვრთნელის ხელობა დიდი საიდუმლოა. არსებობს აზრი, რომ დიდი ფეხბურთელები კარგი მწვრთნელები ვერ გამოდიან და ამის მაგალითად ალფრედო და სტეფანო მოჰყავთ ხოლმე. არსებობს...
