აარონ რემზიმ „არსენალისგან” სამახსოვრო ჯილდო მიიღო და ცრელმი მოერია — 28 წლის ფეხბურთელი მთელი 11 წლის განმავლობაში „მეთოფე” იყო, ახლა კი თავისი ცხოვრების კლუბს დაემშვიდობა.
უელსელის სამწუხაროდ, მან „ემირეით სთედიუმზე” სეზონის ბოლო შეხვედრაში („ბრაიტონთან” 1:1) ტრავმის გამო ვერც კი ითამაშა. ის თამაშს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა და მხოლოდ მატჩისშემდგომ ცერემონიალზე გამოიძახეს. სამაგიეროდ, ცერემონიალი ისეთი ემოციური გამოდგა, რომ რემზის ტირილი წასკდა და „არსენალიდან” მიმავალი კიდევ ერთი ვეტერანის, ლეგენდარული პეტრ ჩეხის დასაწყნარებელი გახდა.
რემზი ზაფხულში „იუვენტუსში” გადადის.
მატჩისა და ცერემონიალის დასრულების შემდეგ, „სქაი სპორტსთან” ინტერვიუში რემზიმ თქვა: „დღეს ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე. მე დავემშვიდობე ცხოვრების 11 წელიწადს. რამდენი რამ გადამხდა ამ ხნის განმავლობაში… დღეს, რომ ვიხსენებ, ვხვდები რამდენს ნიშნავდა ეს კლუბი და ეს წლები ჩემთვის. დიდი ხნის განმავლობაში უდიდეს კლუბში თამაშის საშუალება მომეცა… მადლობის მეტი რა მეთქმის.
„არსენალში” 17 წლის ბიჭი მოვედი და აქაურობას დაცოლშვილებული კაცი ვტოვებ…
რასაკვირველია, ახალი გამოწვევით დაინტერესებული ვარ, მაგრამ დღეს მხოლოდ იმ კლუბზე შემიძლია ფიქრი, რომელშიც გავიზარდე. შემდეგ კი გონს მოვეგები და მთელ ყურადღებას „იუვენტუსზე” გავამახვილებ”.
ამ დღეს „არსენალის” ფანებს მცირე შოკიც ელოდათ. მათ გამოუცხადეს, რომ კლუბიდან მიდის დენი ველბეკი.
28 წლის ველბეკს ივნისის ბოლოს „არსენალთან” კონტრაქტის ვადა ელევა და როგორც ჩანს კლუბმა ახალი ხელშეკრულება აღარ გაუფორმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება