პრემიერლიგაში დიდი მატჩია, „ლესტერი“-„სიტი“. ეს შეხვედრა პეპ გვარდიოლას ბოლო საფიქრალი და „ლივერპულის“ ასევე ბოლო შანსია, შესწვდეს ჩემპიონობას. მანჩესტერელთა ფანები ყველაზე მეტად „ლესტერის“ საუკეთესო მეგოლე ჯეიმი ვარდის უფრთხიან.
ჰოდა, აუჭრელეს კიდეც შეტყობინებებით სოციალური ქსელი ვარდის ფოტომოდელ თანამეცხედრე რებეკას. ერთმა პირდაპირაც კი სთხოვა:
„შეგიძლია ისე გაახერხო, რომ ამაღამ ჯეიმიმ ტრავმა მიიღოს და „სიტისთან“ ვერ ითამაშოს?! ხომ იცი, “ლივერპულის” ჩემპიონობა არავის უნდა“.
რებეკა ვარდის პასუხი მოკლე და კონკრეტული იყო: „მე მინდა! #comeonliverpool“!
როგორ ფიქრობთ, ითამაშებს ჯეიმი ვარდი „სიტის“ წინააღმდეგ მთელი ძალით თუ არა? მით უმეტეს, სოცქსელებითვე გავრცელდა ფოტო, რომელზეც ვარდის მეუღლე და სიმამრი „ენფილდის“ ტრიბუნაზე დგანან. გაირკვა, რომ სიმამრი სულაც „ლივერპულის“ თავგადაკლული ფანი ყოფილა და ოჯახს ხომ არ დაანგრევს „ლესტერის“ მთავარმეგოლე?“
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?