ეს, გამოცხადებული ტრიუმფის ქრონიკაა-„ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონია, უკვე ცხრამეტგზის… ძალიან ემოციური იყო საჩემპიონო თასის აღმართვა. მერსისაიდელთა კაპიტანმა, ეს პროცედურა ბოლო ორი წლის მანძილზე უკვე მეოთხედ შეასრულა. წინა სამის უშუალო შემსწრე ათასობით ქომაგი იყო, თუმც ცარიელი ტრიბუნების წინ, წუხანდელი თასაღმართვა, მაინც ყველასგან გამორჩეული გახლდათ, რაკიღა, ოცდაათი წელიწადი ელოდნენ მერსისპირა წითელ ნაწილში ამ ზეობას. კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი დაბადებულიც...
ჭდე: ენფილდი
ენფილდმა 41 ადამიანი შეიწირა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურმა მატჩმა „ლივერპულსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის, კორონავირუსით ათეულობით ლეტალური შემთხვევა დააფიქსირა. ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის გამოკვლევით, აღნიშნულ მატჩზე დამსწრეთაგან COVID 19-ით 41 ადამიანი გარდაიცვალა. მატჩი, რომელიც „ენფილდზე“ 11 მარტს გაიმართა, ესპანურმა კლუბმა 3:2 მოიგო. შეხვდრას 52 267 მაყურებელი ესწრებოდა. იმ დროისთვის არც ინგლისში და არც ესპანეთში კორონავირუსის გამო საკარანტინო წესები არ მოქმედებდა....
ვარდი: come on liverpool!
პრემიერლიგაში დიდი მატჩია, „ლესტერი“-„სიტი“. ეს შეხვედრა პეპ გვარდიოლას ბოლო საფიქრალი და „ლივერპულის“ ასევე ბოლო შანსია, შესწვდეს ჩემპიონობას. მანჩესტერელთა ფანები ყველაზე მეტად „ლესტერის“ საუკეთესო მეგოლე ჯეიმი ვარდის უფრთხიან. ჰოდა, აუჭრელეს კიდეც შეტყობინებებით სოციალური ქსელი ვარდის ფოტომოდელ თანამეცხედრე რებეკას. ერთმა პირდაპირაც კი სთხოვა: „შეგიძლია ისე გაახერხო, რომ ამაღამ ჯეიმიმ ტრავმა მიიღოს და „სიტისთან“ ვერ ითამაშოს?! ხომ იცი,...
რა ხეირი ჰქონდა კოუტინიუს გაყიდვას?
2017 წლის დეკემბერში იურგენ კლოპმა საკუთარ თავს სამი კითხვა დაუსვა და დღეს, მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ამ კითხვებზე გაცემულმა სწორმა პასუხებმა „ლივერპული” გააძლიერა — გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია და პრემიერლიგის ტიტულთანაც ხელის ერთ გაწვდენაზე ტრიალებს. საქმე ეხებოდა ბრაზილიელ ფილიპე კოუტინიუს, რომელსაც „ენფილდ როუდზე” აღმერთებდნენ და ჯადოქარს ეძახდნენ. კოუტინიუს, რომელიც „ბარსელონაში” გადასვლაზე ოცნებობდა და რომლის თაობაზეც „ბარსელონამ” სამჯერ...


