„ჩელსისა“ და „არსენალის“ ყოფილი მეკარე პეტრ ჩეხი, ასევე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი, გულშემატკივრებისა და ექსპერტების ონლაინ გამოკითხვის კვალად, პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს. დიდების დარბაზში შეყვანა ლიგის უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდოა. დარბაზი აღიარებს და პატივს სცემს იმ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინგლისის პრემიერლიგის განვითარებაში, მისი დაარსებიდან (1992). შეგახსენებთ, რომ პეტრ...
ჭდე: პეტრ ჩეხი
კეპა ჩელსის ისტორიაა
გუშინ ლონდონურმა „ჩელსიმ“ ინგლისის ლიგის თასის 1/8-ფინალში „საუთჰემპტონი“ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა. მანამდე, იმავე ტურნირის 1/16-ფინალში „ასტონ ვილასთან“ მატჩიც პენალტების სერიით დასრულდა – 4:3. კიდევ უფრო ადრე იყო ევროპის სუპერთასის მატჩი „ვილიარეალთან“ და ასევე პენალტების სერია – 6:5. სამივე ამ შემთხვევაში „ჩელსის“ კარს კეპა არისაბალაგა იცავდა. მან ლონდონურ კლუბში 7-დან 5-ჯერ მიიყვანა პენალტების სერია გამარჯვებამდე....
გულშემატკივრის დიდი გამარჯვება!
ეს იყო გულშემატკივრების დიდი გამარჯვება: სუპერლიგა ექვსივე ინგლისურმა კლუბმა დატოვა! ხმა პირველებმა „ჩელსის” ფანებმა აიმაღლეს, რომლებიც „სტემფორდ ბრიჯის” წინ შეიკრიბნენ. დასავლეთლონდონელებს „მანჩესტერ სიტი” აჰყვა. ორიოდ საათში ცნობილი გახდა, რომ სუპერლიგის დატოვებას აპირებდნენ „ტოტენჰემ ჰოთსპური”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ლივერპული” და „არსენალი”. ამასობაში, პრემიერლიგის ოფისში მიმდინარეობდა ჩამოთვლილი კლუბების შეფების შეკრება. იმავდროულად, დანარჩენმა თოთხმეტმა კლუბმა გადაწყვიტა უარი ეთქვა „აჯანყებულთა...
ჩეხი თავისუფლებას ითხოვს
სახელოვანი ჩეხი მეკარე „ლიდსი“ – „ვესტ ჰემის“ მატჩს გამოეხმაურა. უკვე პირველ წუთებზე სტუმართა მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიმ მეტოქე წააქცია და პენალტი დაინიშნა. დარტყმა მატეუშ კლიხმა ითავა. მეკარემ ივარგა და თამაში გაგრძელდა, მაგრამ ვიდეორეფერიმ შეაჩერა – ფაბიანსკი კარის ხაზს დარტყმამდე გასცდაო. მოგეხსებათ, პენალტისას მეკარეს ერთი ფეხი მაინც უნდა ედგას კარის ხაზზე. არბიტრმა მაიკლ ოლივერმა ეპიზოდი ნახა და...
ჩეხი კარში დაბრუნდა
„ჩელსიმ” პრემიერლიგის ოცდახუთკაციან განაცხადში 38 წლის პეტრ ჩეხი დაამატა. ჩეხი კლუბის ტექნიკური დირექტორი და „ლურჯების” ყოფილი ლეგენდაა. ის დასავლეთლონდონელთა კარს 2004-2015 წლებში იცავდა. მან 494 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. და რაც ყველაზე უცნაურია, ერთი შეხედვით „ჩელსის” მეკარეები არ აკლია. ამიტომაც გაოცდნენ გულშემატკივრები. მათთვის გასაკვირია, რა აზრი აქვს უკონტრაქტო ფეხბურთელის დამატებას, რომელსაც ორი წელიწადია აღარ უთამაშია. პეტრ...
ვილიანის აგენტთა ხრიკი ფინალის წინ
ბრაზილიელმა ვილიანმა ფრენკ ლემპარდს შეიძლება ფინალის გეგმა აურიოს. მიზეზი: ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ჩელსისა” და „არსენალის” გადამწყვეტი მატჩის წინ გარემარბის აგენტმა გამოაცხადა, რომ მისი კლიენტი „არსენალში” გადადის. ფინალი შაბათსაა. შემდეგ, ერთ კვირაში სეზონი მთავრდება, 31 წლის ფეხბურთელს კი მაგიდაზე „მეთოფეთა” გამზადებული ხელშეკრულება უდევს. ბრაზილიელს დარჩენას „ჩელსიც” სთავაზობს, მაგრამ მოთამაშე და კლუბი კონტრაქტის ხანგრძლივობაზე ვერ თანხმდებიან. ვილიანს...
იცანით პეტრ ჩეხი?
„გუილდფორდ ფენიქსი” ინგლისური ჰოკეის გუნდია, რომელშიც ცნობილი პეტრ ჩეხი ითამაშებს. თავად გუილდფორდი ქალაქია ლონდონიდან 40 კილომეტრში, „ფენიქსი” კი მეორე ლიგის სამხრეთ დივიზიონში გამოდის და კვირას „სვინდონ ვაილდქეთს” ხვდება. მაგრამ, დავანებოთ თავი ვის და სად ხვდება გუილდფორდის ჰოკეის გუნდი, რადგან საეჭვოა მომავალში ჩვენ მისი თამაშები გავაშუქოთ. აქ მთავარი ჩეხის ამბავია. ოთხშაბათ საღამოს, სპორტული საზოგადოება გააოცა ცნობამ...
ბიჭები ჩელსიში ბრუნდებიან
გადაწყდა: პეტრ ჩეხი „ჩელსის” მრჩეველი იქნება, როგორც ტექნიკურ, ასევე ფეხბურთის საკითხებში. მოგეხსენებათ, „ლურჯების” ყოფილი ვარსკვლავი ბოლო წლებში „არსენალის” კარს იცავდა, ამ ზაფხულის პირს კი თამაშს თავი დაანება. სხვათა შორის, როგორც კი ჩეხმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მყისვე დაირხა ხმა, რომ ის ამა თუ იმ თანამდებობაზე აუცილებლად დაბრუნდება „ჩელსიში”. ჩეხი „სტემფორდ ბრიჯზე” 2004-2015 წლებში თამაშობდა, რის მერეც...
წამსვლელ-დამრჩენები არსენალში
აარონ რემზიმ „არსენალისგან” სამახსოვრო ჯილდო მიიღო და ცრელმი მოერია — 28 წლის ფეხბურთელი მთელი 11 წლის განმავლობაში „მეთოფე” იყო, ახლა კი თავისი ცხოვრების კლუბს დაემშვიდობა. უელსელის სამწუხაროდ, მან „ემირეით სთედიუმზე” სეზონის ბოლო შეხვედრაში („ბრაიტონთან” 1:1) ტრავმის გამო ვერც კი ითამაშა. ის თამაშს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა და მხოლოდ მატჩისშემდგომ ცერემონიალზე გამოიძახეს. სამაგიეროდ, ცერემონიალი ისეთი ემოციური გამოდგა,...
დიდი მეკარის განცხადება
პეტრ ჩეხმა გამოაცხადა, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ 20 წლიან პროფესიულ კარიერას ასრულებს. „არსენალის” 36 წლის მეკარე ამბობს, რომ მანამდე კიდევ ერთი ჯილდოს მოპოვების იმედი აქვს. ჩეხმა „ტვიტერზე” დაწერა: „უკვე 20 წელი გავიდა, რაც პირველი პროფესიული კონტრაქტი გავაფორმე. ვფიქრობ, შესაფერისი დროა იმის გამოსაცხადებლად, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ ფეხბურთელის კარიერას დავასრულებ. პრემიერლიგაში 15 სეზონი გავატარე და ამ...






