წელი: 2019

Home 2019
ჩანაწერი

ბასილაშვილი გავიდა, ნადალი გზაშია

რომის მასტერსის ანუ ოფიციალურად იტალიის ღია პირველობის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა სერბი ლასლო ჯერე დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. დრამატულ პირველ სეტში მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, მაგრამ 5:5-ზე ქართველმა ერთხელაც აართვა მეტოქეს მოწოდება და სეტი 7:5 მოიგო. მეორე სეტის მე-5 გეიმში ნიკამ, როგორც აღმოჩნდა, გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და შეხვედრა აუღელვებლად მიიყვანა ფინალამდე – 7:5, 6:4. მერვედფინალში ნიკას...

ჩანაწერი

ლიგის ფინალის არბიტრი ცნობილია

უეფას სამსაჯო კომიტეტმა დაასახელა არბიტრი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოემსახურება – „ლივერპული“- „ტოტენჰემის“ განსჯა სლოვენიურ ბრიგადას ანდეს კარგად ცნობილი დამირ სკომინას მეთაურობით. მას იურე პრაპროტნიკი და რობერტ ვუკანი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი ესპანელი ანტონიო მატეუ ლაოსი იქნება. ვიდეოასისტენტების ბრიგადაში ჰოლანდიელები დანი მაკკელი და პოლ ვან ბუკელი, აგრეთვე გერმანელები ფელიქს ცვაიერი და მარკ ბორში შევიდნენ. ეს უკანასკნელი...

ჩანაწერი

აზარსმოკლებული ტრანსფერი

ამ ბოლო დროს უეფა კლუბების დასჯაზე ალაპარაკდა და ედენ აზარსაც შეეშინდა — თუკი „ჩელსის” ტრანსფერებს აუკრძალავენ, „რეალი” ოცნებად დარჩება. შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია გარიგებაზე, რომელიც თუ შედგა, 100 მილიონი გირვანქა ეღირება. დავაზუსტოთ: უეფამ დასავლეთლონდონელებს ფინანსური „ფეარ ფლეის” დარღვევა დაუმტკიცა და ახლა სურს კლუბი ორი სატრანსფერო ფანჯრით დასაჯოს. ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ „ჩელსი” „რეალისგან”...

ჩანაწერი

ტოჩი აღარ ხუმრობს

სამიდან სამი გამარჯვება! უკეთესს ვერც ვინატრებდით. ლევან გორგაძის ქომაგებს, მადა რომ ჭამაში მოდის, უკვე ის დაგვემართა. რატომაც არა – ტოჩინოშინმა ამჯერად მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმი განდევნა ხალიჩიდან იორიკირით, ანუ ძალისმიერი მიწოლით. მონღოლს აქამდე ორივე ბრძოლა წაგებული ჰქონდა. ჩვენებურს კარგა ხანს უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ ძალამ აღმართი მოხნა. ხვალ ლევანი მესამე მაეგაშირა ტამავასის დაუპირისპირდება. აქამდე გამართულ ბრძოლებში ჩვენებური...

ჩანაწერი

უეფა სინდისს ყიდის თუ ბილეთებს?

უკმაყოფილება ევროპის ლიგის ფინალის ბაქოში დანიშვნის გამო აქამდეც იგრძნობოდა, მაგრამ ამას ახალი პრობლემები დაემატა. უეფამ ფინალისტ კლუბებს მხოლოდ 6-6 ათასი ბილეთი გამოუყო. ბაქოს ოლიმპიური სტადიონი 70-ათასამდე მაყურებელს იტევს, მაგრამ აქედან მხოლოდ 64 ათასი ადგილი დაიტვირთება. ფინალისტებისთვის გამოყოფილ სასაცილო კვოტაზე უკვე მოგახსენეთ. მათზე მეტს, 14 500 ბილეთს მიიღებენ უეფას სპონსორები, 37500 ბილეთი კი ნეიტრალურ მაყურებელზე გაიყიდება....

ჩანაწერი

მგონი, ზიდანი აიჭრა

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ გუნდის და კოსტა-რიკის ნაკრების 32 წლის გოლკიპერ კეილორ ნავასს შეატყობინა, რომ მომავალი სეზონიდან მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს. ნავასი „რეალში“ 2014 წლიდან თამაშობდა და გუნდთან ერთად 12 ტიტული, მათ შორის ესპანეთის ჩემპიონობა და სამგზის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მას ძირითადში ადგილი მიმდინარე სეზონში ჩამოართვეს. 9-ჯერ სასტარტოში გამოსულმა კარი მშრალად 4 შეხვედრაში შეინახა. ნავასის გაშვებუს...

ჩანაწერი

მსაჯი მეცხრე ცაზე

პრემიერლიგა დასრულდა და სანამ ევროპის დამპყრობელი ოთხი ინგლისური კლუბი ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის გამარჯვებულებს გაარკვევს, ლა მანშს გადაღმა ქვედა ეშელობის შეჯიბრებას აკვირდებიან. და აღმოაჩინეს, რომ ლიგა ორში ანუ ქვეყნის რანგით მეოთხე ჩემპიონატში, „ტრანმერი როვერსისა” და „ფორესტ გრინის” ნახევარფინალურ შეხვედრაში, ტრიბუნაზე ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული მსაჯი მაიკ დინი ზის და არა მარტო ზის არამედ თავგადაკლული...

ჩანაწერი

მერსედესი ფერარის უმოწყალოდ ჩაგრავს

ფორმულა 1-მა ჯერჯერობით მხოლოდ მეხუთე, ესპანეთის გრან-პრი მოილია, მაგრამ ინტრიგა უკვე მკვდარია. ყველა რბოლაში დუბლი შეასრულეს გერმანული საჯინიბოს პილოტებმა ლუის ჰემილტონმა და ვალტერ ბოტასიმ. „ფერარის“ ლიდერი სებასტიან ფეტელი მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. სეზონის სტარტზე იტალიელები იქადნებოდნენ, მანქანის ძრავში და აეროდინამიკაში ისეთი ცვლილებები შევიტანეთ, კონკურენციის არც კი გვეშინიაო. პირიქით კი აღმოჩნდა. სწორედ ბოლიდის აგრესიული აეროდინამიკური ფორმა...

ჩანაწერი

ოქროს ბურთმა არ მოგატყუოს, ბიჭო!

იტალიური სერია А-ს წინა ტურის ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა რომში მოხდა. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა „რომამ” უმოტივაციო „იუვენტუსს” რომ 2:0 მოუგო, ამაში სენსაციური არაფერია. სრულიად იტალიური მედია კრიშტიანუ რონალდუსა და რომაელთა კაპიტან ალესანდრო ფლორენცის კონფლიქტს განიხილავს. 58 წუთზე მოედნის ცენტრში ედინ ჯეკო დაეცა, მაგრამ ტურინელებმა თამაში განაგრძეს. ამან მათი კაპიტანი გააღიზიანა და რონალდუს მიეჭრა. პასუხად პორტუგალიელმა...

ჩანაწერი

ტელეფონმა ბექემს გაუტანა

მობილურმა ტელეფონმა ისეთი ჯარიმა შეუსრულა დევიდ ბექემს, როგორსაც ჯეელობაში ბექემი თვითონ ასრულებდა. საჭესთან ტელეფონში ქექვის გამო, ნაკრების ყოფილ კაპიტანს, სასამართლომ ინგლისში მართვის უფლება 6 თვით ჩამოართვა. შარშან ნოემბერში, ლონდონში, მოწმეს გადაუღია ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ ბექემი ავტომობილის მართვისას გზას არ უყურებს და მუხლებზე რაღაჩას ჩასჩერებია. ბრალდებულმა თავი იმართლა, შარშანდელი ნოემბრისა რა მახსოვს, იმ დღეს მანქანაში...