წელი: 2019

Home 2019
ჩანაწერი

… ამიტომაც ნუ დაიჯერებთ, რომ ყველაფერი კარგად არის

13 ტური მიილია ეროვნულ ლიგაში, ანუ სეზონის თითქმის მესამედი. ამიტომაც უკვე გვაქვს უფლება კარგზეც ვთქვათ, ისე რა კარგზე და ცუდზეც. მოდით, „კარგით“ დავიწყოთ და ამის მიზეზი ბათუმის „დინამოა“. ჯერ ერთი, თამაშითაც პეწი შესძინა მთავარ ლიგას და მეორეც, სასწაული ატმოსფეროა მათ სტადიონზე. უყურებ და სხვაგან გგონია თავი – დავიჯეროთ, ეს საქართველოს ჩემპიონატში ხდება?! იმიტომ, რომ გადაჩვეულები...

ჩანაწერი

კარკაძე „ბრივში“ გადავიდა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი ვანო კარკაძე კარიერას „ბრივში“ გააგრძელებს. ამ კლუბის ახალგაზრდული შემადგენლობისა და საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრების კვაჭი იან ლაგანი ზაფხულში „ბორდოში“ გადადის და ბრიველთა შერკინების ახალმა მწვრთნელმა, სახელოვანმა ბორჯღალოსანმა გოდერძი შველიძემ ამ დანაკარგის შევსება თანამემამულით გადაწყვიტა. მისი პროტეჟეს, „ორიაკის“ ჰუკერის ვანო კარკაძის კანდიდატურამ „ბრივის“ ხელმძღვანელობა სავსებით დააკმაყოფილა და ახალგაზრდა პირველხაზელი მომავალი სეზონიდან...

ჩანაწერი

დიადი ჩემპიონი და ქართველი

ფავორიტთაგან ორი დაუმარცხებელი ლიდერობს მაისის ბაშოს. ერთი დიადი ჩემპიონი კაკურიუა და მეორე ტოჩინოშინი, ანუ ჩვენი ლევან გორგაძე. ხუთიდან ხუთი გამარჯვება და იაპონურ გაზეთებში გამოჩენილი კარიკატურები, სადაც ჩვენებურს ამწეს ადარებენ, ბევრ რამეზე მეტყველებს. ტოჩიმ ამჯერად ჰოკუტოფუძისთან გაახერხა მავაშში მარცხენა ჩავლება და წრის მიღმა განდევნა. ახლა პერსპექტივა: ბაშოში არ მონაწილეობს უდიადესი იოკოძუნა ჰაკუჰო, დღეს მოიხსნა ბაშოდან ოძეკი...

ჩანაწერი

გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !  

დიახ, ცუდად მოიქცა უეფა, რომ „ჩელსის“ და „არსენალის“ ფანებს გაცილებით ცოტა ბილეთები არგუნა ევროპის ლიგის ფინალში, ვიდრე ნეიტრალურ მაყურებელს. დიახ, ცუდია რომ ნეიტრალურები ბილეთებს „ოთუზბირად“ მიჰყიდიან ინგლისელებს, მაგრამ უხერხულია იმაზე წუწუნი, რომ ბაქო შორია და იქ რა ჩავა. დაგუგლეთ და ნახეთ ინგლისის ყოფილი კოლონიები. ევროპის ლიგის ფინალები და თვითმფრინავები არ სჭირდებოდათ საიმისოდ, რომ დედამიწის რაგინდარა...

ჩანაწერი

სიტი თავხედია თუ თავდაჯერებული?

„მანჩესტერ სიტის” სწამს, რომ გაისადაც ყველა ინგლისური შეჯიბრების ფინალში გავა. პეპ გვარდიოლამ და მისმა გუნდმა ამთავითვე შეუკვეთეს „უემბლის” წინ მდებარე სასტუმროში ადგილები, თან სამჯერ. უფრო სწორად ოთხჯერ, მაგრამ ოთხიდან ერთი ფინალი ისედაც დაბევებული ჰქონდათ. ეს სასტუმრო „ჰილტონია”, სადაც „ქალაქელები” ხვალაც გაჩერდებიან — შაბათს, 18 მაისს, ხომ ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალია, „სიტი” „უოტფორდს” ხვდება. ამრიგად, „მანჩესტერ...

ჩანაწერი

ლივერპული – სიტი 6:3

სპორტული სტატისტიკის კომპანია InStat Index-მა პრემიერლიგის შედეგები შეაჯამა. ეს კომპანია თითოეულ მატჩში თითოეული ფეხბურთელის ყველა, წარმატებულ და წარუმატებელ მოქმედებას აღრიცხავს. ამის შემდეგ კომპიუტერულ პროგრამას გამოჰყავს ფეხბურთელის ინდექსი, ანუ მარგი ქმედების კოეფიციენტი. კომპანიამ სეზონის შედეგები პოზიციების მიხედვით გადათვალა და ბოლოს ასეთი სიმბოლური ნაკრები მიიღო: ალისონი (ლივერპული) – რობერტსონი (ლივერპული), უოლკერი (სიტი), ვან დეიკი (ლივერპული), მატიპი (ლივერპული)...

ჩანაწერი

გაიხადეთ!

„გრასჰოპერსი“ შვეიცარიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, მაგრამ ბოლო წლებში მის შესახებ ბევრი არაფერი გვსმენია. ან რა უნდა გვსმენოდა, როცა ბოლოს ჩემპიონი 2003 წელს გახდა, სამეულს კი 2014-ის შემდეგ არ გაკარებია. სამეული კი არა, გუნდი ცხრილის ფსკერზეა და 68 წლის განმავლობაში პირველად ქვედა ლიგაში დაქვეითდდა. ოფიციალურად გავარდნა „ლუცერნთან“ კვირას გამართულ მატჩს უნდა დაედასტურებინა. შეხვედრა მაშინ შეწყდა, როცა...

ჩანაწერი

ბეილზე სეილია?

ესპანური AS ფრანგულ Le Parisien-ს იმოწმებს, პსჟ მადრიდის „რეალიდან“ ერთბაშად სამი ფეხბურთელის შეძენას აპირებსო: ისკო, გარეთ ბეილი და ტონი კროოსი. სავარაუდოდ, შეიხები ფლორენტინო პერესს სამივე ფეხბურთელში ერთად 210 მილიონ ევროს შესთავაზებენ. თუ Transfermarkt-ს ვენდობით, ხსენებული სამეულის სატრანსფერო ფასის ჯამი სწორედ ამდენია. პარიზში უკვე ისიც სცოდნიათ, საიდან მოიტანონ 210 მილიონი. კლუბი ფორვარდ ედინსონ კავანის და ნახევარცველ იულიან...

ჩანაწერი

ტოჩი ისევ დაუმარცხებელია!

ოძეკის ტიტულის დაბრუნება აღარაა აქტუალური. ასეთი სტარტის შემდეგ ლევან გოგაძეს ათ მოგებამდე ასვლა ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს. იოკოძუნა ჰაკუჰოს არყოფნაში ეგებ უფრო მეტისთვის ბრძოლაც გამოვიდეს. ტოჩის მეოთხე მეტოქე მესამე მაეგაშირა ტამავასი იყო და ისიც წინა სამის მსგავსად მიაბრძანა დოხიოდან. დაველოდოთ, რა ვითარება იქნება ეკვატორის გადალახვისას, ანუ მეშვიდე-მერვე საშეჯიბრო დღის შემდეგ. ლევანმა იქამდე უნდა მოსწროს მაქსიმუმი,...

ჩანაწერი

გრიზმანი-მესი… უკვე ივლისიდან

გადაწყვეტილი ამბავია. ანტუან გრიზმანი მადრიდის „ატლეტიკოს“ ტოვებს. ეს სიტყვები ბოლო ორი წლის განმავლობაში უამრავჯერ გვსმენია, მაგრამ ახლა რეალობაა – კლუბის ოფიციალურ საიტზე ფეხბურთელის მიმართვა გავრცელდა ქომაგებისადმი, რომლებსაც მადლობას უხდის. გრიზმანი „ატლეტიკოდან“ წასვლას ახალი ემოციების, ახალი გამოწვევების აუცილებლობას უკავშირებს. ჯერ არ თქმულა, რომელ გუნდში მიდის გრიზმანი, მაგრამ რად უნდა მკითხაობა? შარშან „ბარსელონა“ მის ტრანსფერთან ერთ ნაბიჯში...