მარკუს რეშფორდმა გადაწყვიტა „მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება არ იჩქაროს. ის ჯერ უნდა დარწმუნდეს, რომ კლუბს მართლა შეუძლია მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში შესვლა. „ოლდ ტრეფორდზე” კი ცდილობენ, ინგლისის ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი კიდევ ორი წლით დაიტოვონ. რეშფორდი, თავის მხრივ, ვერ შეგუებია ფაქტს, რომ მისი გუნდი პრემიერლიგის ოთხეულს მიღმა დარჩა. ამაში გასაკვირი ალბათ არაფერია. ახალგაზრდა, ამბიციურ პროფესიონალს...
წელი: 2019
დამღალა ტუალეტში კონტროლმა
ბევრს შეიძლება არც სმენოდეს არაფერი ლაურა დალმაიერის შესახებ, მაგრამ გერმანული ბიატლონის დედოფალი თავის საქმეში ლეო მესი ან თუნდაც როჯერ ფედერერია. ორგზის ოლიმპიურმა და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა 25 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა და ამის მიზეზად დოპინგკონტროლის მახინჯი სისტემა დაასახელა: „დავიღალე. მომბეზრდა იმაზე ფიქრი, რომ ყოველ დღე, დილის 6-დან ღამის 23 საათამდე ვალდებული ვარ თითოეული...
ალეგრის ტურინმა ხელი დაუქნია
ინფორმაცია უკვე ტურინული კლუბის ოფიციალურ საიტზე დევს. შაბათს კლუბის მფლობელი ანდრეა ანიელი და აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი მასიმელიანო ალეგრი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ და იმ მიზეზებზე ისაუბრებენ, რამაც კლუბი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. არც სჭირდება ახსნა. ალეგრი „იუვენტუსში“ ხუთი წლის წინ მივიდა, ხუთჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონატი, ჯამში 11 ტიტულს მოუყარა თავი, მაგრამ მთავარი პირობა შეუსრულებელი დარჩა...
ბოდიში, ალბათ შევხვდებით
რომის საჩოგბურთო მასტერსზე ხუთშაბათი ავსტრალიელი ნიკ კირიოსის დღე იყო… და ეს იმის მიუხედავად, რომ რაფა ნადალმა ერთ დღეში ორი მატჩი მოიგო და ჯერ ჯერემი ჩარდის, მერე კი ჩვენ ნიკა ბასილაშვილს მხოლოდ თითო გეიმი დაანება. რა ქნა ასეთი კირიოსმა? გადამწყვეტ მესამე სეტში ნაკლებად ცნობილ მეტოქეს ჯერ ბრეიკი აართვა, მერე კი საკუთარი მოწოდება წააგო და ჩოგანი კორტზე...
ამდენ ჭამას, ამდენ სმას, ვახ, როგორ გაუძელი
ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადასასვლელად 3-6 ადგილზე გასული გუნდების ფლეი-ოფის ფინალში „ასტონ ვილა” და „დერბი” გავიდნენ. ისინი „უემბლიზე” 27 მაისს შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალში გასასვლელად „დერბის” „ლიდსთან” გადახდა დრამატული დაპირისპირება. პირველი შეხვედრა დერბიში „ლიდსის” გამარჯვებით დასრულდა — 1:0, საპასუხო თამაში კი უკვე „დერბიმ” მოიგო — 4:2. შეხვედრა დრამატული გამოდგა, ვინაიდან ანგარიში „ლიდსმა” გახსნა, მაგრამ სტუმრებმა სამი გოლით უპასუხეს....
გაზაფხულის მე-18 გაელვება
„სარბიელი“ ტრადიციული გამოკითხვა იწყება. ანკეტები რესპოდენტებთან დაგზავნილია და საქართველოს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაც მალე გამოცხადდება. ისევ როგორც შარშან, ჩვენი პარტნიორი ამჯერად კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, რისთვისაც, ცხადია, დიდ მადლობას მოვახსენებთ. „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ, 1992 წლიდან იღებს სათავეს, თუმც გარკვეული მიზეზების გამო 2008-2017 წლებში ის შეჩერებული გახლდათ. განვაახლეთ და „ლიდერბეთიც“ ჩვენს...
ტოჩიმ ყველაზე მძიმე დაჩაგრა
კაცი არ ჩანს ლევან გორგაძის გამჩერებელი. ჩვენმა გოლიათმა რიგითი მაეგაშირები ხომ უპრობლემოდ გადადგა დოჰიოს გარეთ, ახლა ელიტას დაერია. მისი მეექვსე მეტოქე გამოცდილი სეკივაკე იტონოძიო იყო. მეტოქემ იყოჩაღა და მარცხენა ჩავლების აღება დაასწრო ლევანს, მაგრამ ძეგველი გოლიათი ისეთ ჯანზეა, ამით ვერ შეაშინებ. ლევანმა ჯერ ჩავლება ძალისმიერად ჩაახსნევინა, მერე ბრძოლა მარჯვენა დგომში გადაიყვანა და 227 კილოგრამიანი იტონოძიო...
შეურაცხყოფა და გაზვიადებული ფასი
„მარკა” წერს, რომ ანტუან გრიზმანის „ბარსელონაში” გადასაყვანად, ამ ტრანსფერის მომხრეებს კატალონიელ გულშემატკივრებთან, კლუბის ხელმძღვანელობასთან და მოთამაშეებთან რთული მოლაპარაკებების დაძლევა მოუწევთ. გრიზმანი „კამპ ნოუზე” შარშანაც უნდა გადასულიყო, მაგრამ მან ტრანსფერი თავად ჩაშალა და მერე ამის შესახებ ესპანეთში გავრცელებულ დოკუმენტურ ფილმში ილაპარაკა. ფრანგის დამოკიდებულებამ კი დიდი კლუბის ბანაკი გააღიზიანა. ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონმა თქვა, რომ ზაფხულში ის...
აფსუს, ტორპედოც…
„საბურთალომ“ „ტორპედოს“ სტუმრად 3:2 მოუგო და რადგან ბათუმის „დინამო“ გორში დამარცხდა, პირველ ადგილზე დაბრუნდა, თუმცა „ტორპედოს“ შესაძლო დაშლის ამბავმა ყველაფერი გადაფარა. ბოლო დროს მოარული ხმები გამართლდა. ქუთაისური კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ „ტორპედოს“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განცხადებაც გამოაქვეყნა. „პირველ რიგში, ვადასტურებ, რომ ასეთ პირობებში კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმ კრიზისისა, რაც კლუბიდან უცხოელი ინვესტორის წასვლამ განაპირობა,...
ტოპ-6 და ლივერპულის ეკონომ-რეჟიმი
ბრიტანელ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმში ბარე ორი გაეჯიბროს, მაგრამ იქაც არინ გამორჩეულები. დევიდ ორნშტეინი BBC-ში მუშაობს. არავინ იცის რა გზებით, მაგრამ დევიდის ხელში ყოველთვის უტყუარი ინფორმაცია იყრის თავს. თუ აქამდე ორნშტეინი „არსენალზე“ იყო დასპეციალებული, წინა გადაცემაში პრემიერლიგის ტოპ-ექვსეულის სატრანაფერო გეგმებსა და ამოცანებზე საათნახევარი ისაუბრა. მისი ნათქვამი თეზისებად ასე გამოიყურება: ყველაზე დიდი ცვლილებები „მანჩესტერში“ იგეგმება. „არსენალის“ სატრანსფერო გეგმები...