ტოპ-6 და ლივერპულის ეკონომ-რეჟიმი

Home აქეთურ-იქითური ტოპ-6 და ლივერპულის ეკონომ-რეჟიმი

ბრიტანელ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმში ბარე ორი გაეჯიბროს, მაგრამ იქაც არინ გამორჩეულები.

დევიდ ორნშტეინი BBC-ში მუშაობს. არავინ იცის რა გზებით, მაგრამ დევიდის ხელში ყოველთვის უტყუარი ინფორმაცია იყრის თავს. თუ აქამდე ორნშტეინი „არსენალზე“ იყო დასპეციალებული, წინა გადაცემაში პრემიერლიგის ტოპ-ექვსეულის სატრანაფერო გეგმებსა და ამოცანებზე საათნახევარი ისაუბრა. მისი ნათქვამი თეზისებად ასე გამოიყურება:

ყველაზე დიდი ცვლილებები „მანჩესტერში“ იგეგმება. „არსენალის“ სატრანსფერო გეგმები მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, მოიპოვებს თუ ვერა გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს. „ჩელსის“ დიდი გეგმები აქვს, მაგრამ ჯერ უეფას სანქციები უნდა აირიდოს. „სიტი“ სატრანსფერო ფანჯარას საყრდენი ზონის გასამყარებლად გამოიყენებს. „ტოტენჰემი“ ახალგაზრდა და ნიჭიერი ბიჭებით აპირებს შევსებას. „ლივერპულმა“ ეკონომ-რეჟიმი ჩართო, შემადგენლობით კმაყოფილია და მხოლოდ დე ლიხტზე თუ წასძლევს სული. ეს ტრანსფერი თუ გამოვიდა, თვისტომ ვან დეიკთან მისმა შეწყვილებამ, ლივერპულელთა დაცვა კიდევ უფრო უნდა შეადუღაბოს.

ფინანსურად ყველაზე გამართული ლიგა წელს ევროტურნირებზეც დომინირებს და სრულიად ბებერი კონტინენტი მათგან ყველაფერში მაგალითის აღებას ცდილობს.

როგორც ჩანს, წავიდა სქელსაფულიანი პრეზიდენტების დრო, რომლებიც მხოლოდ ვარსკვლავური სტატუსიდან გამომდინარე, ასტრონომიულ თანხებს ხარჯავდნენ ფეხბურთელებში. ფეხბურთელი მხოლოდ ერთიანი კონცეფციის ნაწილია – დეტალი, რომელიც სხვა დეტალებთან სინქრონში იძლევა შედეგს. ყველა-ყველა, მაგრამ ამ საქმეში ინგლისელები მართლა ძალიან წინ არიან.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.