თვით ფაბიო კაპელომ ბრძანა, მატეის დე ლიხტის დამატებით „იუვენტუსმა“ კიდევ რამდენიმე წლით მოკლა საჩემპიონო ინტრიგაო. არც მთლად ასე ყოფილა საქმე. მილანის „ინტერმა“ 56 წლის ანტონიო პინტუსი დაიმატა და საჩემპიონო ამბიციაც გაუჩნდა. ვინ არის პინტუსი? ფიზმომზადების მწვრთნელი, რომლის გამომფიტავი ვარჯიშები სიქას აძრობს ფეხბურთელებს, მაგრამ ამის წყალობით მატჩისას მოედანზე დაფრინავენ. მისი პოპულარობის და კვალიფიკაციის დასტურად ისიც იკმარებს,…
გაჭრა კრიშტიანუ რონალდუს მიპატიჟებამ. ამსტერდამის „აიაქსის“ 19 წლის კაპიტანი და დაცვის ბურჯი მატეის დე ლიხტი ტურინის „იუვენტუსში“ გადადის. არადა, რიგში „მანჩესტერი“, „ბარსელონა“ და პსჟ იდგნენ. არჩევანი თავად ფეხბურთელმა გააკეთა. ამსტერდამელები 67 მილიონ ევროს მიიღებენ. კიდევ 13 მილიონი კონტრაქტში ბონუსის სახით არის გაწერილი. თავად ფეხბურთელი ხუთწლიან კონტრაქტს და წლიურად გარანტირებულ 8 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა,…
ბრიტანელ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმში ბარე ორი გაეჯიბროს, მაგრამ იქაც არინ გამორჩეულები. დევიდ ორნშტეინი BBC-ში მუშაობს. არავინ იცის რა გზებით, მაგრამ დევიდის ხელში ყოველთვის უტყუარი ინფორმაცია იყრის თავს. თუ აქამდე ორნშტეინი „არსენალზე“ იყო დასპეციალებული, წინა გადაცემაში პრემიერლიგის ტოპ-ექვსეულის სატრანაფერო გეგმებსა და ამოცანებზე საათნახევარი ისაუბრა. მისი ნათქვამი თეზისებად ასე გამოიყურება: ყველაზე დიდი ცვლილებები „მანჩესტერში“ იგეგმება. „არსენალის“ სატრანსფერო გეგმები…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes