წელი: 2019

Home 2019
ჩანაწერი

მესიმ რონალდუს გადაასწრო

არც არაფერი განსაკუთრებული: მესიმ „ეიბართან“ დუბლი შეასრულა, მაგრამ აღმოჩნდა, მან საკლუბო კარიერაში 686 მატჩში 602 გოლი გაიტანა. ეს მიღწევა იმითაა საინტერესო, რომ არგენტინელმა კიდევ ერთი მაჩვენებლით მოიტოვა უკან უმთავრესი მეტოქე კრიშტიანუ რონალდუ. თურმე, პორტუგალიელს საკლუბო კარიერაში სულ 804 მატჩი გაუმართავს და 601 გოლი გაუტანია, თუმცა არის სხვა მაჩვენებლები, რომელშიც ლეო კრიშტიანუს ვეღარასოდეს გაუტოლდება – რონალდუ...

ჩანაწერი

ნიკი ლაუდა გარდაიცვალა

70 წლის ასაკში ფორმულა ერთის 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი და ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი პილოტი ნიკი ლაუდა გარდაიცვალა. ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ჩვენი საყვარელი ნიკი ახლობელთა გარემოცვაში გარდაიცვალა. შარშან ივლისში ნიკი ლაუდა საავადმყოფოში მოხვდა, თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ მას გრიპი ჰქონდა. თუმცა ავადმყოფობა პნევმონიის მძიმე ფორმაში გადაიზარდა, შემდეგ კი ექიმებმა დაადგინეს, რომ...

ჩანაწერი

რეალი ტონირებულია

„რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მადრიდის კლუბთან ოთხი წლით გაახანგრძლივა თანამშრომლობა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ახალი კონტრაქტის თანახმად „სანტიაგო ბერნაბეუზე” 2013 წლის 30 ივნისამდე დარჩება. 29 წლის კროოს „ლოს ბლანკოსის” მაისურით 233 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათგან ამ სეზონის მონაგარი გახლავთ 28 მატჩი ესპანეთის პირველობაზე და 8 ჩემპიონთა ლიგაში. გერმანელი „რეალში” „ბაიერნიდან” 2014 წელს გადავიდა...

ჩანაწერი

მაფია ტოჩის იოკოძუნად ამზადებს?

სუმოს იმაზე გაცილებით მეტი ქომაგი ჰყავს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. სპორტის ამ სახეობაში ფულიც არანაკლები ტრიალებს, ვიდრე სხვაგან. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ არსებობს სუმოს მოყვარულთა ინტერნეტფორუმები მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე. ამ ფორუმებზე კი ლევან გორგაძე ერთ-ერთი განხილვადი ფიგურაა. როგორც ნებისმიერ ვარსკვლავს შეშვენის, ტოჩინოშინზეც ერთნი აღტაცებით წერენ და სხვანი ბოღმით. საერთო აზრი კი იმაში მდგომარეობს, რომ ქართველი სეკიტორი...

ჩანაწერი

აქაც კი არ ათამაშეს

„რეალმა” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურშიც უვარგისი ფეხბურთი ითამაშა, შინ წააგო „ბეტისთან” (0:2) და ზინედინ ზიდანმა გარეთ ბეილი ამ შეხვედრაშიც კი არ შეუშვა მოედანზე. ფაქტობრივად, ამ საქციელით მწვრთნელმა თქვა, რომ უელსელისთვის მის გუნდში ადგილი არ მოიძებნება და თავდამსხმელი, ბუნებრივია, ახალი კლუბის ძიებას განაგრძობს. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებმა ზიდანს 29 წლის ვარსკვლავის შესახებ საგანგებოდ ჰკითხეს, რაზეც მან...

ჩანაწერი

შეთავაზება პეპს

პეპ გვარდიოლას შეუძლია კიდევ ხუთი წლით დარჩეს „მანჩესტერ სიტიში” და ამ ხნის განმავლობაში 100 მილიონი გირვანქით გამდიდრდეს. კლუბი წლიური ხელფასის თხუთმეტიდან ოც მილიონ გირვანქამდე გაზრდას ჰპირდება. კატალონიელ სუპერ-მწვრთნელს დღეს მოქმედი კონტრაქტის ვადა ორი წლის შემდეგ გასდის. აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ სიტი” უეფას საფინანსო საქმეთა გამომძიებლებმა არასრულწლოვანი ფეხბურთელების დაბევება-გადაბირებაში გამოიჭირეს და დიდი შანსია სატრანსფერო საქმიანობა დროებით აუკრძალონ....

ჩანაწერი

ბაიერნის ცრემლნარევი ჩემპიონობა

ესეც ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა. თანაც, ტიტული „ბაიერნმა“ ამჯერად ოფიციალურად გაიფორმა და ზეიმის მიზეზიც მეტი იყო. ზეიმი როგორ არ შედგა, მაგრამ ცრელიც ახლდა და მიუნხენელთა ფანებმა ისეთი პერფორმანსი მოაწყეს, ჩემპიონობაზე მეტს რომ ნიშნავდა. ბავარიელები ფრანკ რიბერის და არიენ რობენს დაემშვიდობნენ. რიბერიმ „ბაიერნში“ 12 წელი იბურთავა და შაბათს ჩემპიონის მეცხრე ტიტული მოიპოვა. ეს გერმანიის ყველა დროის რეკორდია...

ჩანაწერი

თავზე თმა და გოლი რომელიც იყო, მაგრამ არ იყო

ერთხელ, ჟოზე მოურინიუმ თქვა, როდესაც შენი საქმე გიყვარს, თავიდან ერთი ღერი თმა არ ჩამოგივარდებაო. „განსაკუთრებულმა” ეს სიტყვები პეპ გვარდიოლას მიუძღვნა, მაგრამ ალბათ შეცდა. გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისა” და „უოტფორდის” ფინალის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში ისეთი რამ გააკეთა, რასაც ალბათ უფრო ფეხბურთისადმი გიჟური დამოკიდებულება ჰქვია. შაბათს, „სიტიმ” წლევანდელ მონაგარს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასიც შეჰმატა — „უოტფორდს” 6:0 მოუგო....

ჩანაწერი

ტოჩი სამშაბათს ოძეკია?

მეშვიდე დღე და მეშვიდე გამარჯვება. არადა, ტოჩინოშინის მეტოქე მისთვის უხერხული კოტოსიოგიკუ იყო, ვისთანაც აქამდე 9:24 აგებდა. ლევანმა მარცხენა ხელის მავაშში ჩავლება დაასწრო მეტოქეს და პრინციპში ბრძოლაც დამთავრებული იყო – წრიდან მისი განდევნა აღარ გასჭირვებია. კვირას ლევანი ენდოს უნდა დაუპირისპირდეს. აქამდე მასთან სულ რვაჯერ უბრძოლია და ჯერჯერობით ანგარიში 4:4 გახლავთ. მოგეხსენებათ, ლევანს ათი მოგება სჭირდება ოძეკის...

ჩანაწერი

გამტანიდან მიმტანამდე

123 გოლის გამტანი ფეხპროთეზიანი ყოფილი ფეხბურთელი პიცერიაში მიმტანად მუშაობს. როგორ მოხვდა „მალაგას“ ექსმეგოლე ურუგვაელი დარიო სილვა მალაგას პიცერიაში? 2006 წლის 23 სექტემბერს მონტევიდეოში სილვა პიკაპით ბოძს შეასკდა და მარჯვენა ფეხი ისე დაეჟეჟა, რომ მუხლსქვემოთ მოსაჭრელი და პროთეზით შესაცვლელი გაუხდა. იმ დროისთვის კარიერა უკვე დასრულებული ჰქონდა – ბოლოს „პორტსმუთში“ (2005–06 ) თამაშობდა, თუმცა კარიერა თავისი ნებით...