წელი: 2019

Home 2019
ჩანაწერი

სომეხი არ ხარ, ქალო?

„არსენალის” ფანებმა სომხური წარმოშობის ამერიკელ სელებრითის კიმ კარდაშიანს შეუტიეს. ააფეთქეს სოციალური მედია. მიზეზი: მათი გუნდის ვარსკვლავი ჰენრიკ მხითარიანი ევროლიგის ფინალში სათამაშოდ ვერ მიდის, რადგან თამაში ბაქოშია, კარდაშიანი კი ამ ამბავს არ ეხმაურება და თანამემამულეს არ იცავს. „მეთოფეთა” გულშემატკივრების აზრით კარდაშიანს, რომელსაც სოციალურ ქსელებში აურაცხელი მიმდევარი ჰყავს, შეეძლო კამპანია წამოეწყო და მთელი მსოფლიო აეყოლიებინა. მართალი გითხრათ,...

ჩანაწერი

რიგითო პოგბა, კაპიტანი იქნები!

„მანჩესტერის“ 26 წლის ნახევარმცველ პოლ პოგბას „რეალმა“ დაადგა თვალი, მაგრამ ოლე-გუნარ სულშერს მისი გაშვება არ სურს. ნორვეგიელი მწვრთნელი ცდილობს აუხსნას, რომ პოგბა უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და მისთვის კაპიტნის სამკლავურის გადაცემას აპირებს. გუნდის დღევანდელი კაპიტანი ანტონიო ვალენსია „მანჩესტერიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის. წესით და რიგით, კაპიტნობა 33 წლის ეშლი იანგს ეკუთვნოდა, მაგრამ სავარაუდოდ, მომავალ სეზონში სათადარიგოს როლი...

ჩანაწერი

ჯერ ლიგას მოვიგებ და მერე

ინგლისური „ტოტენჰემის“ დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერკსენი მადრიდის „რეალის“ მაისურით ოფიციალურ პრეზენტაციაზე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ წარსდგება. 27 წლის ფეხბურთელი ლონდონში 2013 წელს „აიაქსიდან“ გადაბარგდა და ტრანსფერის თანხა 13.5 მილიონი ევრო იყო. მას შემდეგ ერიკსენი ტოპ-კლასის ნახევარმცველად იქცა და კლუბი მის გამოსასყიდ თანხად 200 მილიონ ევროს ითხოვდნენ. ერიკსენმა ამ სეზონში 35-ჯერ მოირგო „ტოტენჰემის“ მაისური, 8...

ჩანაწერი

დე ხეამ სულშერის გეგმები დახია

დავიდ დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედს” ბოლო შეთავაზებაზეც უარი უთხრა. ამით ესპანელმა მეკარემ კატეგორიულად დააფიქსირა თავისი პოზიცია და ინგლისური კლუბის შეფებს აიძულებს ამ ზაფხულსვე გააყიდინოს თავი. თავის მხრივ „იუნაიტედმაც” პრინციპულობა გამოამჟღავნა — არ უღირს დე ხეა კვირაში 350 000 გირვანქად და მორჩა. სწორედ ამ გასამრჯელოს ითხოვდა მეკარე, რომელსაც სასურველ ხელფასს „პარი სენ ჟერმენი” ჰპირდება. პარიზელებს ასეთი გეგმა...

ჩანაწერი

გიორგაძის მე-7 და სხვა ფრანგული ამბები

წინა უქმეებზე საფრანგეთში პირველი და მეორე ელიტური დივიზიონების მატჩები გაიმართა. ტოპ 14-ში ბოლოსწინა ტური შედგა, რომელმაც ბევრი ვერაფერი გაარკვია. მხოლოდ ის გაცხადდა, რომ „ლიონი“ პლეი-ოფში გავიდა, დანარჩენი ვაკანტური ადგილებისთვის კი ბრძოლა ბოლო ტურში მორჩება. 3 საგზურისთვის 4 გუნდი ომობს, მათ შორის 2 „ქართული“ – „რასინგი“ და „მონპელიე“. პრო D2-ში კი პლეი-ოფის ნახევარფინალები გაიმართა. ფინალში „ბაიონი“...

ჩანაწერი

დადგა ფინალური ოთხეულების დრო

ხვალ და ზეგ თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება ქალ და კაც ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატების ფინალური ოთხეულის მატჩები. 22 მაისს ნახევარფინალებია: 12:00 ქალები ყვარელი – ფოთი 14:00 კაცები BSB ბათუმი – იმედი-სტუ თელავი 16:00 ქალები ქარიშხალა – სამტრედია 18:00 კაცები ქუთაისი – პეგასი 23 მაისი კი ფინალების დღეა და განრიგი ასეთია: 12:00 ქალები, მესამე ადგილისთვის 14:00 კაცები, მესამე...

ჩანაწერი

მხითარიანი ბაქოში ვერ ჩავა

ჰენრიკ მხითარიანი ევროლიგის ფინალს გამოტოვებს, რადგან თამაში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ტარდება და ფეხბურთელის უსაფრთხოება დაცული არ იქნება. ასე განსაჯა „არსენალმა” და გადაწყვიტა სომეხი ვარსკვლავი ლონდონში დატოვოს. „არსენალი” 29 მაისს „ჩელსის” ხვდება. მხითარიანმა ამ სეზონში „მეთოფეთა” შემადგენლობაში ევროლიგის ათ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინგლისური პრესა წერს, რომ მან გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მწვრთნელმა უნაი ემერიმ სომეხი...

ჩანაწერი

რატომ?

ქვესათაურად ცნობილი ქართული ფილმის სახელწოდება იმიტომ გამოვიტანეთ, რომ ვფიქრობთ, ზუსტად ასახავს ბოლო დროს ქვეყანაში და კერძოდ, ფეხბურთში მიმდინარე საოცარ ამბებს. ყველაზე ცუდი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ ორი, „ჭიათურის“ ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა...

ჩანაწერი

აკოცა… აკოცა…

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი თანამშრომელი ქალბატონი ყოფილ უფროსს და მთლიანად ფედერაციას უჩივის – ორჯერ კოცნა სცადა, მაგრამ არ მივუშვიო და სამსახურმა კიდევ ვერ დამიცვა ამ მოძალადისგანო. ძალადობის მაგალითად სახელდება შემთხვევები, როცა უფროსი დაჟინებით უყურებდა ან უთხრა, გუშინწინ ლამაზი კაბა გეცვა და ხშირად ჩაიცვიო. კოცნის მცდელობას კი ორჯერ ჰქონია ადგილი. ერთხელ, რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატისას ღამის კლუბში...

ჩანაწერი

ტოჩიმ აბი უნდა ჩაყლაპოს

ესეც მეცხრე გამარჯვება! ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტულამდე ერთი მოგება და იმპერატორის თასამდე ხუთი დღე დარჩა. ჩვენებურის მორიგი მეტოქე მიტაკუემი იყო. ლევანმა მისი საყვარელი მარცხენა ჩავლება ხიდარი-უვატე გაახერხა და მიაწვა! ამ დროს ქართველის შეჩერება შეუძლებელია. ათი დღის შემდეგ ცხრა მოგება ლევანის გარდა იოკოძუნა კაკურიუს და მერვე მაეგაშირა ასანოიამას აქვთ. ხვალ ლევანი აბის შეხვდება, ვისაც პირად შეხვედრებში...