წელი: 2019

Home 2019
ჩანაწერი

ძველი და ახალი

მისალოცი წერილები, ჩვეულებრივ, ერთი ტიპისაა: „ძვირფასო „რეალ“, მოგილოცავ დიდ გამარჯვებას, იყავი ბედნიერი, მშვენიერო და ა.შ.“ ამდენი წლის შემდეგ საკლუბო ფეხბურთის ისტორიამ თავის მთავარ ადგილას დაიბრუნა მადრიდის „რეალი“. ამ საქმეში არის სამართლიანობა და ამ საქმეში არის ერთგვარი გახსენებაც მადრიდელთა რამდენიმე ბრწყინვალე თაობისა, ჩემპიონთა თასს რომ ვერ დაეუფლა. მაგრამ ამსტერდამ არენაზე გამართულმა ფინალმა ეს სევდიანი მოგონებები „რეალის“...

ჩანაწერი

ხანდახან მოწინააღმდეგე გუნდიც თამაშობს

დღეს ესპანეთში სამეფო თასის ფინალია, „ბარსელონა” და „ვალენსია” ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟერარდ პიკეს მოახლოებულ მატჩზე მეტად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპულთან” წაგებაზე დაუსვეს კითხვები. ლაპარაკი ჩამოვარდა 22 წლის ჰოლანდიელ ფრენკი დე იონგზეც, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ასევე ნახევარფინალში იყო, საიდანაც მისი „აიაქსი” „ტოტენჰემ ჰოთსპურმა” გამოთიშა. „დე იონგი?, — კითხვაზე კითხვით უპასუხა პიკემ,...

ჩანაწერი

რაო? რამოსი რეალიდან მიდისო?..

რეალი რამოსის გარეშე წარმოგიდგენიათ? შეიძლება „რეალი“ მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, შეიძლება სერხიო რამოსს ან ძალიან აქებდე, ან საშინლად ლანძღავდე, მაგრამ ესენი უერთმანეთოდ? ესპანურმა „მარკამ“ ცოტა არ იყოს სენსაციური ამბავი დაწერა – სერხიოს კლუბში შექმნილი ატმოსფერო არ მოსწონსო და ეს ყველაფერი ზინედინ ზიდანის მეორედ მოსვლის ბრალი არისო. ზიზუ სუპერვარსკვლავი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და არას დაგიდევთ, თუ...

ჩანაწერი

ბარსელონა ინგლისში მეშვიდეა

ინგლისურმა პრემიერლიგამ ზუსტი ციფრები დადო, სატელევიზიო ტრანსლაციებიდან რომელმა კლუბმა რამდენი გამოიმუშავა. ჩემპიონი „სიტი“ კი არის, მაგრამ ლივერპულის მატჩები პირდაპირ ეთერში 29-ჯერ გადაიცა, „სიტის“ 26-ჯერ, პოპულარობით გვარდიოლას გუნდს „მანჩესტერმაც“ გადაასწრო – 27 პირდაპირი ეთერი. ჯამში კლოპის გუნდმა 152.4 მილიონი გირვანქა მიიღო, „სიტიმ“ – 150.9. სიას თუ ჩავყვებით, ესპანური „ბარსელონა“ სატელევიზიო კონტრაქტების მიხედვით ინგლისურ პრემიერლიგაში მხოლოდ მეშვიდე...

ჩანაწერი

ვენგერმა ბაქო კოშმარიაო

„არსენალის” ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი შიშობს, რომ ევროლიგის ფინალი, რომელიც ოთხშაბათს, 29 მაისს  ბაქოშია დანიშნული, გულშემატკივრებისთვის შეიძლება კოშმარად იქცეს. კიდევ, ლონდონური გუნდის ფრანგ ლეგენდას მიაჩნია, რომ ის, რაც „მეთოფეთა” სომეხი მოთამაშის ჰენრიკ მხითარიანის გარშემო ხდება, უეფას არ უნდა დაეშვა. ვენგერმა თქვა: „პრობლემა გულშემატკივრებს ექნებათ, რადგან მათთვის ბაქო ცოტა არ იყოს კოშმარია”. აქ ფრანგმა სავარაუდოდ ის...

ჩანაწერი

ქართულ ხელბურთში ზღვა ღელავს!

ბათუმის BSB კვლავ საქართველოს ჩემპიონია! შავი ზღვის ბიჭებმა ზედიზედ მეორედ, სულ კი მესამედ მოიპოვეს ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული. აქამდე ისინი 2016 და 2018 წლებში იყვნენ ქართული ხელბურთის მწვერვალზე. ფინალში BSB თბილისის „პეგასს” შეხვდა, მაგრამ გადამწყვეტი თამაში ვერ გამოდგა დაძაბული  35:25. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელ ფინალურ ოთხეულში ყველაზე დრამატული „პეგასის” და „ქუთაისის” ნახევარფინალური მატჩი იყო. დაძაბული...

ჩანაწერი

ნიკა ნახევრად ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირზე ფავორიტად განთესეს და ჯერჯერობით სრულებით ამართლებს პირველი ნომრის სტატუსს. მეოთხედფინალში მისი მეტოქე ფრანგი ჟო ვილფრიდ ცონგა იყო. ახლა კია ეს ფლეგმატური აფროფრანგი რეიტინგის 85-ე ნომერი, მაგრამ კარიერის ზენიტში თითქმის ყველა სუპერვარსკვლავი ჩაუჩოგნავს, რეიტინგის მე-5 ნომერიც ყოფილა და მარტო კორტზე სიჩაუქით 20 მილიონ დოლარზე მეტი უშოვია. ნიკამ ისე ითამაშა, ცონგას შანსი არ...

ჩანაწერი

ტოტენჰემში გლოვაა

ხუთი წელი რომ გუნდს აშენებ, პატარა ბიჭებს დააფრთიანებ, გუნდს გრანდად აქცევ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვან, მერე წასვლა იქნება? მაურიციო პოჩეტინო ტურინის „იუვენტუსში“ მიდისო. თურმე, ტურინელთა სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი გასულ უქმეებზე ლონდონს ჩასულა და „ტოტენჰენმის“ მფლობელ დანიელ ლევისთან ხელი ხელზეც დაურტყამს. პარალელურად, ტურინელთა შუამავლები პოჩეტინოს შეხვედრიან და მისგანაც თანხმობა მიუღიათ. 47 წლის არგენტინელს ერთადერთი...

ჩანაწერი

პეგასის და ქუთაისის დაძაბული სანახაობა

ხელბურთელმა კაცებმა და ქალებმა საქართველოს ჩემპიონატების ფინალისტები გამოავლინეს. კაცების ფინალში ითამაშებენ ბათუმის BSB და თბილისის „პეგასი”, ქალებისაში კი ფოთის „ოქროს ვერძი” და თბილისის „ქარიშხალა”. ყველაზე დრამატული გამოდგა „პეგასისა” და „ქუთაისის” ნახევარფინალური შეხვედრა. „პეგასმა” მოიგო 30:29. ბოლო წუთზე ჯერ ქუთაისის მეკარე გულეიშვილმა აიღო შვიდმეტრიანი და თავის გუნდს გათანაბრების შანსი დაუტოვა, დასრულებამდე 10 წამით ადრე კი იგივე გააკეთა პეგასის გოლკიპერმა...

ჩანაწერი

ნუ შეჭამეთ ქართული ფეხბურთი!

ამას ჟურნალისტი არ ვამბობ. ქართული ფეხბურთის ქომაგი ვამბობ. დიდი „დინამოს“ ქომაგობით რომ არ დამიმთავრებია ფეხბურთის სიყვარული, იმის გამო ვამბობ. ქინქლაძის „მრეტების“ თამაშს რომ არ ვაცდენდი და არველაძეების „დინამოს“ „სამგურალებთან“ 8:1- ს, იმის გამოც. ვინ ხართ? რა კასტა ხართ ეგეთი, რომ არათუ მომიკლათ, საერთოდ შემაზიზღოთ ქართული ფეხბურთი? გემრიელია ბიუჯეტიდან მიღებული ხელფას-პრემიები, მაგრამ ცოტაა? დაიწყება ახლა ხელმოწერების...