წელი: 2019

Home 2019
ჩანაწერი

ზიდანი ჰოთ დოგის საყიდლად წავიდა

არსენ ვენგერი ინტერნეტ-სენსაციად იქცა. „არსენალის” ყოფილი მწვრთნელი, რომელიც 69 წლისაა, მთელი კარიერა დაბალ ლიგებში თამაშობდა და უცებ მსოფლიოს მოედო ფოტო სადაც ის ფეხბურთის ლეგენდას, 46 წლის ზინედინ ზიდანს ფინტით აბითურებს. „რეალის” 46 წლის მწვრთნელისთვის ასეთ ფოტოზე მოხვედრა ალბათ უხერხულიც კი იყო. სოციალური ქსელები კომენტარებით გადაივსო. „როგორ ატყუებს ვენგერი ზიდანს მოედნის ცენტრში… ეს სპორტის ისტორიის ფოტოებიდან...

ჩანაწერი

ნიკოლა მაქსიმოვიჩი – საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი

8 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატი დაიწყება. მასპინძელი საქართველოს ნაკრების გარდა მონაწილეობენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კოლუმბია, კუბა, ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია, ბულგარეთი, აზერბაიჯანი და მალტა. ექვსი ევროპული გუნდისთვის ეს შეჯიბრება ევრო 2022-ის შესარჩევის ერთ-ერთი ეტაპიც არის. და ამ შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყნის ნაკრებს 40 წლის სერბი ნიკოლა მაქსიმოვიჩი უხელმძღვანელებს. მაქსიმოვიჩმა ხელბურთელის კარიერის...

ჩანაწერი

ქართველთათვის დრამატული უიქენდი ფრანგულ ელიტაში

გასულ უიქენდზე საფრანგეთში სარაგბო მოვლენები მეტად საინტერესოდ განვითარდა. ტოპ 14-ში რეგულარული სეზონის ბოლო ტური შედგა, რომელმაც მესამე-მეექვსე ადგილოსნები გამოავლინა და პლეი-ოფის წყვილები ჩამოაყალიბა. პარიზული „რასინგი“ აჟენს ესტუმრა და 35:3 მოიგო. მასპინძელთა სასტარტოში გიორგი თეთრაშვილი იყო, რომელმაც მარცხენა ბურჯად 38 წუთი ითამაშა, ხოლო გამარჯვებულთა შორის გურამ გოგიჩაშვილმა იგივე პოზიციაზე სრული მეორე ტაიმი გაატარა. დედაქალაქელებმა ამ გამარჯვებით...

ჩანაწერი

შეიხის ბიძაშვილი შეიხი

„სანი” წერს რომ მაიკ ეშლი „ნიუკასლ იუნაიტედის” გაყიდვას დაყაბულდა. თანხაც ცნობილია — 350 მილიონი დოლარი. მყიდველი: „მანჩესტერ სიტის” არაბი მეპატრონის შეიხ მანსურის ბიძაშვილი, შეიხი ხალიდ ბინ ზაიედ ალ ნეჰაიანი, ცხადია თავადაც მილიარდერი. მედიაგიგანტი წერს, რომ მისი ინფორმაციით ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და დასამტკიცებლად პრემიერლიგის ოფისშია გადაგზავნილი. ზემოხსენებული შეიხი აბუ დაბის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი მაღალი წარმომადგენელია. მას...

ჩანაწერი

თბილისში უჰრინი იყო, ბოლნისში – მუშტი

ბოლნისური დავიდარაბა მე-15 ტურის მთავარი ამბავი ბოლნისის „თამაზ სტეფანიაზე“ მოხდა. ქვემოქართლურ დერბიში ისეთი ამბები დატრიალდა, აქამდე რომ არ გვახსოვს – 4 გაძევება, 6 გოლი და 2 ავტოგოლი… ბოლო 26 წუთი გუნდებმა 9-9 ფეხბურთელით ითამაშეს. ყველაფერი რუსთაველთა მესამე გოლს მოჰყვა 64-ე წუთზე. მინდორზე გუნდი-გუნდზე ჩხუბი გაჩაღდა. შედეგად, მსაჯმა ყრუაშვილმა ორივე გუნდიდან 2-2 მოთამაშე გააძევა. ამის შემდეგ...

ჩანაწერი

მხითარიანი? არ უნდა და ნუ უნდა!

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ევროპის ლიგის თასის ფინალის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა… მოგეხსენებათ, 29 მაისს ფინალურ მატჩს ბაქოს ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს. ერთმანეთს ლონდონური „ჩელსი“ და „არსენალი“ დაუპირისპირდებიან. „მეთოფეთა“ სომეხი ნახევარმცველი გენრიხ მხითარიანი გუნდს ბაქოში არ მიყვება უსაფრთხოების გარანტიის არქონის გამო. ჰოდა ჩეფერინიმაც ამ ამბავზე გააკეთა კომენტარი: „მხითარიანი ბაქოში არ ჩავა? კი ბატონო, ეს მისი გადაწყვეტილებაა....

ჩანაწერი

სამეფო თასი ვალენსიამ აღმართა

შაბათს, სევილიაში, ბენიტო ვილამარინის სტადიონზე ესპანეთის სამეფო თასის ფინალში „ვალენსიამ” „ბარსელონას” 2:1 მოუგო და ჯილდოს დაეუფლა. ასე დასრულდა „ბლაუგრანას” ოთხწლიანი სათასო ბატონობა. ლა ლიგას ჩემპიონმა წლეულს დუბლი ვერ შეასრულა. ვალენსიელებმა გოლები პირველ ტაიმში გაიტანეს. ეს 21-ე წუთზე კევინ გამეირომ, ხოლო 33-ზე როდრიგო მორენომ შეძლეს. 30-გზის თასის მფლობელს ლუის სუარესის და ოსმან დემბელეს არყოფნაში გაუჭირდა. მართალია,...

ჩანაწერი

ფული სილვასაც ანათებს

დიდი შანსია, რომ დავიდ სილვამ „მანჩესტერ სიტის” სახელით უკანასკნელი მატჩი უკვე ჩაატარა. ყატარელებმა მას ორ წელიწადში 12 მილიონი გირვანქა შესთავაზეს. თან ეს 12 მილიონი დაქვითული თანხაა, მთლიანად სახლში წასაღები. მეტი რაღა ცდუნება უნდა 33 წლის ვეტერანს? „სანისთვის” ცნობილი გახდა ისიც, რომ „სიტი” თავის მხრივ სილვას ჩაბღაუჭებას აღარ აპირებს. „ქალაქელებს” „მონაკოსგან” 22 წლის ბელგიელი იური ტილემანსის ყიდვა...

ჩანაწერი

ოოოოოოძეკი!

ტიტული დაბრუნებულია! ლევან გორგაძემ დათქმული 10 გამარჯვება მოიპოვა და ისევ ოძეკია, თუმცა რანგის ოფიციალურად გაფორმებამდე გარკვეული ფორმალობები დარჩა. მთავარი ისაა, რომ ქართველმა გოლიათმა ტიტული იოკოძუნა კაკურიუს დამარცხებით მოიპოვა – სტარტზე გავეშებულ მონღოლს გაეცალა და დავარდნაში “წაეხმარა”. ამ გამარჯვებით ლევანმა მერვე მაეგაშირა ასანოიამა გააჩემპიონა – მისი დაწევა მხოლოდ კაკურიუს შეეძლო. გუშინ ლევანისთვის ასანოიამასთან მოგება უსინდისოდ რომ...

ჩანაწერი

შოუ მიწისძვრამ ჩაშალა

იაპონელებს მიწისძვრა რომ არ ხდება, ის უფრო უკვირთ, მაგრამ 5.1 მაგნიტუდის რყევა ნამეტანია. მიწისძვრის ეპიცენტრი ტიბას პრეფექტურაში იყო. ზუსტად ამ დროს მიმდინარეობდა ფიგურული სრიალის შოუ Fantasi On Ise, რომელშიც მხოლოდ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები მონაწილეობენ. ბიძგები რუსი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ევგენი პლუშჩენკოს გამოსვლისას მოხდა. ბუნებრივია, გამოსვლაც შეწყდა და შოუც შეჩერდა. მცირე პაუზის შემდეგ სანახაობა განახლდა,...