წელი: 2019

Home 2019
ჩანაწერი

როგორ მოვუგოთ ტოტალიზატორს?

ქართულს შევეშვათ, აგერ ესპანურ ფეხბურთში აგორდა სკანდალი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით. სადაც ფულის სუნი ტრიალებს, მამაძაღლობაც ხდება, მაგრამ ამ მასშტაბის? მიდის მიამიტი მიყვარული ტოტალიზატორში, დარწმუნებულია, რომ ლოგიკა მის მხარესაა და… როგორც ყოველთვის. მთლად უარესი: არსებობენ ადამიანები, რომლებიც ტოტალიზატორებისთვის ტექსტურ ლაივრეპორტაჟს გადმოსცემენ. ჰოდა ერთმა ასეთმა ფილიპინებზე ქალთა ორ საკალათბურთო გუნდს ფორმები ჩააცვა, რომელიღაც სკოლის დარბაზში აბურთავა, რეპორტაჟი...

ჩანაწერი

პრემიერლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა?

„ლივერპულის” მწვრთნელი იურგენ კლოპი არ ეთანხმება კოლეგას, „მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლას, რომ პრემიერლიგის მოგება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გერმანელი მიიჩნევს, რომ 2018/19 წლების სეზონი მისმა გუნდმა გვარდიოლას გუნდზე უკეთესად ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ „ლივერპული” შაბათს, 1 ივნისს, მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ტოტენჰემ ჰოთსპურს” ხვდება. კლოპმა თქვა: „პრემიერლიგა გვარდიოლასთვის იმიტომ არის უფრო...

ჩანაწერი

გარიგებული თამაშები. ესპანური მაფია

სულ რამდენიმე დღე გავიდა ესპანეთში საკლუბო ფეხბურთის სეზონის გასრულებიდან და პოლიციამ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა გარიგებული თამაშების ორგანიზატორების და მონაწ ილეების დასაკავებლად. შავფორმიანი სპეცრაზმელები ერთდროულად უესკაში, მალაგაში, მადრიდში, ლა კორუნიასა და ვალიადოლიდში შევარდნენ ეჭვმიტანილთა სახლებში. ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო “ოიკოსი” რაც ძველბერძნულად სახლს ნიშნავს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. მათ შორის “უესკას” პრეზიდენტი. ეჭვმიტანილი ოცამდეა. დღეს “მარკას” გარეკანი...

ჩანაწერი

ბროლის კაცი

ეს უკვე სასაცილოც აღარ არის. გაივლის კვირა და იცი, რომ აუცილებლად მოვა ინფორმაცია ნეიმარის ტრავმის შესახებ. თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ბრაზილიის ნაკრები “კოპა ამერიკისთვის” ემზადება და ნეიმარმა წეღან დაწყებული ვარჯიში შეწყვიტა – მუხლში დისკომფორტს ვგრძნობო. ექიმებმა გასახდელამდე მიაცილეს და გამოკვლევა დაუნიშნეს. ბოროტმა ენებმა თქვეს, ნეიმარის დისკომფორტი მუხლის კი არა, იმის ბრალია, კაპიტნობა რომ ჩამოართვეს და...

ჩანაწერი

სარი ზედმეტად ემოციურია

მაურიციო სარიმ ბაქოში, „ჩელსის” ბოლო ვარჯიშზე თავი ვერ მოთოკა და მოედნიდან გაიქცა. მიზეზი: ერთი შეხედვით, იტალიელმა მწვრთნელმა გონსალო იგუაინისა და დავიდ ლუისის გამაღიზიანებელი კინკლაობა ვერ აიტანა. ძნელია, როდესაც ევროლიგის ფინალის წინა დღეს ფეხბურთელებისგან უპასუხისმგებლობას ხედავ. განრისხებულმა სარიმ კეპი მოგლიჯა, დააგდო და ფეხი გაჰკრა. ეს ამბავი საღამოს ვარჯიშზე მოხდა. არგენტინელი და ბრაზილიელი რამდენჯერმე უხეშად შეებრძოლენ ერთმანეთს ბურთისთვის,...

ჩანაწერი

ევერესტზე საცობია. 10 გარდაიცვალა

პირველებმა 8848-მეტრიანი ევერესტი ნეპალელმა ტენგსინგ ნორგეიმ და ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ დალაშქრეს. მაშინ, 1953 წელს, ეს წარმოუდგენელი გმირობა იყო და დუეტს “მსოფლიოს სახურავზე” ასვლაში 400-კაციანი გუნდი ეხმარებოდა. წლები გავიდა და ევერესტზე ამსვლელთა რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა. მხოლოდ ერთ ციფრს გეტყვით: 2012 წელს რეკორდი დამყარდა და ერთ დღეში მწვერვალზე 234 ადამიანი ავიდა. საქმე ის არის, რომ ტურისტული ბიზნესი ნეპალელთა...

ჩანაწერი

გარბის და არ უშვებენ

„მარკა” წერს, რომ სერხიო რამოსსა და ფლორენტინო პერესს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ „რეალის” კაპიტანს მეტის მოთმენა აღარ შეუძლია და კლუბიდან წასვლა უნდა. რა გამოთქმას აღარ ხმარობენ: პრეზიდენტისა და ვარსკვლავის კონფლიქტი უკან დაბრუნების წერტილს გაცდაო; მათ შორის ხიდები დაიწვაო… ესპანური რადიო Cope-ს გადაცემა El Partidazo-ში თქვეს: „ურთიერთობა საბოლოოდ წახდა. მათ ერთმანეთთან კავშირი აღარ აქვთ. კაცმა, რომელსაც...

ჩანაწერი

გატუზო წავიდა

ჯენარო გატუზო „მილანის” მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. მისი ხელმძღვანელობით „როსონერი” სერია A-ში მეხუთე ადგილზე გავიდა, ჩემპიონ „იუვენტუსს” 22 ქულით ჩამორჩა და ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილს მიღმა დარჩა. „ლა რეპუბლიკასთან” საუბარში გატუზომ თქვა: „ძნელია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. „მილანის” დატოვება მტკივნეულია, მაგრამ ეს იყო ნაბიჯი, რომელიც უნდა გადამედგა. გადაწყვეტილება რომელიმე ერთი კონკრეტული მომენტის გამო არ მიმიღია. ეს გახლდათ...

ჩანაწერი

გრილიშის თილისმა

სამწლიანი შესვენების შემდეგ “ასტონ ვილა” პრემიერლიგას დაუბრუნდა. გადამწყვეტ მატჩში ბირმინგემელებმა “დერბის” 2-1 სძლიეს უემბლიზე. რაღა თქმა უნდა, “ასტონ ვილას” ზეობა დიდწილად სტაბილურად ჩატარებულმა სეზონმა განაპირობა, თუმც გუნდის მთავარვარსკვლავი, ჯეკ გრილიში თვლის, რომ წარმატების საიდუმლო მის ძველ ბუცებშია. უკვე თითქმის ნაფლეთებად ქცეულ ბუცებს გრილიში მარტიდან მოყოლებული არ იცვლიდა, ერთგული ჯეკი მაშინ ტრავმამოშუშებული დაუბრუნდა გუნდს და და...

ჩანაწერი

ნეიმარს კაპიტნობა ჩამოართვეს

ნეიმარი კაპიტანი აღარ არის – ბრაზილიის ნაკრების დამრიგებელმა ტიტემ ამის შესახებ პირადად ნეიმარს შაბათს აცნობა, მეორე დღეს კი ნაკრების ახალ კაპიტნად დანი ალვეში გამოაცხადა. დანი ალვეშს ამერიკის თასზე გამოძახებულ ბრაზილიელთა შორის ნაკრებში ყველაზე მეტი უბურთავია – 138 მატჩი. მოსამზადებელ ამხანაგურ შეხვედრებში ყატართან და ჰონდურასთან, ასევე ამერიკის თასზე მოედანზე გუნდს სწორედ დანი შეუძღვება. ბრაზილიური “გლობო” წერს,...