წელი: 2019

Home 2019
სარი და ქალბატონი
ჩანაწერი

სარი და ქალბატონი

ბოლო ცნობა ასეთია: „ჩელსიმ” მაურიციო სარის „იუვენტუსში” გადასვლის ნება დართო. ამ ინფორმაციას ჯერ კიდევ სჭირდება ოფიციალური დადასტურება, მაგრამ ფაქტია, რომ სარის ტურინულ მისწრაფებებზე ევროლიგის ბაქოური ფინალის წინაც ლაპარაკობდნენ. „სპორტიტალიას” ტრანსფერების ექსპერტმა ალფრედო პედულამ დაწერა, რომ მწვრთნელის აგენტ ფალი რამადანის ამ დღეებში დასავლეთლონდონელთა კლუბის ხელმძღვანელობასთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. „სქაი იტალია” თავის მხრივ ამატებს, რომ თავად სარიმაც...

ჩანაწერი

ლიოვმა მკერდში ჰანტელი ჩაირტყა

გერმანული „ბილდი” იტყობინება, რომ გერმანიის ნაკრების თავკაცი იურგენ ლიოვი ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხვდა. მიზეზი: სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ლიოვი 59 წლისაა. ჯანმრთელობის პრობლემა მას ერთი კვირის წინ, ვარჯიშის დროს მიღებული დაზიანების გამო შეექმნა. ლიოვს მკერდში ჰანტელი მოხვდა, რასაც თავიდან ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც პრობლემამ იჩინა თავი, ექიმს მიაკითხა. კარგი ამბავი ის არის, რომ იოაჰიმ...

ჩანაწერი

ანტონიო კონტეს ახალი ამბიციური სამსახური

„ინტერის” ახალ მწვრთნელად დაინიშნა ანტონიო კონტე. „ჩელსის” ყოფილი თავკაცი ხუთშაბათს გაშვებული ლუჩანო სპალეტის ადგილს დაიკავებს. სპალეტიმ „ინტერს” სერია A-ს ცხრილში მეოთხე პოზიცია დააკავებინა და ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა, მაგრამ „ნეროაძური” მხოლოდ ამით კმაყოფილი ვერ იქნება. 49 წლის კონტე თითქმის წელიწადია უმუშევრადაა. ბოლოს ის „სტემფორდ ბრიჯზე” მუშაობდა. ახლა კონტე „სან სიროზე” გადაბარგდება და, როგორც ამბობენ, წელიწადში 10...

ჩანაწერი

უეინ რუნი გორილაა და კუდი აქვს

უეინ რუნის ჯონათან როსის რინგზე გაყვანა და ცემა უნდა. უეინ რუნი გასაგებია ვინც არის — „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 120 თამაში აქვს ჩატარებული; ახლა ის აშშ-ს „D.C. იუნაიტედში” თამაშობს — ჯონათან როსი კი ჩვენი მკითხველისთვის ნაკლებად უნდა იყოს ცნობილი. ის გახლავთ ინგლისელი ტელე და რადიო წამყვანი, კინოკრიტიკოსი, კომიკოსი და მსახიობი, რომელმაც ჯერ...

ჩანაწერი

ისევ ორხელისუფლებიანობა

ორნი და სხვები ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლებიანობა ისევ გრძელდება. ახლა „ბათუმი“ დადგა პირველ ადგილზე, რადგან ბურთების სხვაობა ერთით უკეთესი აქვს „საბურთალოზე“. „ბათუმი“ და „საბურთალო“ უკვე 7 ქულით დაშორდნენ კონკურენტებს, რაც მათ სოლიდურ უპირატესობას აძლევს. ბათუმში ისევ საფეხბურთო ზეიმი გაიმართა. ზღვისპირელებმა ბოლნისელებს ხუთი ბურთი გაუტანეს ერთის სანაცვლოდ. ლამაზი გოლები და ემოციური გულშემატკივარი – აი, ეს არის დღეს...

ჩანაწერი

კოუტინიოს სამიდან ერთი

ფელიპე კოუტინიომ სამეგობროში და მერე სამეგობრომ პრესაში თქვეს, რომ ამ ზაფხულს “ბარსადან” წასვლა უნდა. გაშვებაზე არც კლუბია უარს, თუ შეთავაზება 100 მილიონ ევროზე ნაკლები არ იქნება. შეძენის მსურველი სამია – პსჟ, “ჩელსი” და “მანჩესტერი”. ფელიპეს გული მას შემდეგ აუცრუვდა, რაც “კამპ ნოუმ” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “მანჩესტერთან” მატჩისას (3:0) უსტვინა. “ბარსას” მოგება ისიცაა, რომ წელს გაყიდვის...

ჩანაწერი

მესუთ განტევების ვაცი

„არსენალი” ევროპულ გამარჯვებას 25 წელი ელოდა და… სულ მცირე გაისამდე კიდევ მოუწევს ცდა. „მეთოფეებმა” ევროლიგის ფინალში, ბაქოში, „ჩელსისთან” 1:4 წააგეს. ჩრდილოლონდონელთა ფანებს განტევების ვაცის ძებნა დიდხანს არ დასჭირვებიათ. საამისოდ, საუკეთესო კანდიდატურა 30 წლის მესუთ იოზილი აღმოჩნდა, რომელიც უნაი ემერიმ 77-ე წუთზე შეცვალა და რომელსაც აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩასულმა ფანებმა უსტვინეს. იოზილს კრიტიკოსები არც სტადიონს მიღმა დაკლებია....

ჩანაწერი

ზეიმს ვიწყებთ ბაქოდან

„ჩელსის” ფეხბურთელებმა ევროლიგის ფინალში „არსენალს” 4:1 მოუგეს და დიდი ტაშ-ფანდური მოაწყვეს. ზეიმი გასახდელიდან დაიწყო და ავტობუსში გაგრძელდა. ბრაზილიური წარმოშობის იტალიელმა ნახევარმცველმა ჟორჟინიომ თავის ინსტაგრამზე ატვირთა ავტობუსის კადრები. როგორც ჩანს პარადი ოლივიე ჟირუს მიჰყავდა. უკანა სკამზე თასიც იმას ეჭირა და ბევრსაც გიჟმაჟობდა. ერთ ეპიზოდში ისმის როგორ ხუმრობს ჟირუ თავის ყოფილ კლუბზე, სადაც ექვსი წელი (2012-2018) გაატარა. „მადლობა,...

ჩანაწერი

თასი ჩელსის, პედრო ისტორიაში

ლონდონის “ჩელსი” ევროპა ლიგის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, „ჩელსიმ“ თანაქალაქელი „არსენალი“ 4:1 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან ბურთები ოლივიე ჟირუმ, პედრო როდრიგესმა და ედენ აზარმა გაიტანეს. აზარი, რომელმაც ამ მატჩში დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა, ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ოლივიე ჟირუ კი 11 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ფეხბურთის ისტორიაში შევიდა პედრო...

ჩანაწერი

ნული მაყურებელი ოთხ თამაშს

ტელეკომპანია „სქაიმ” გასულ სეზონში ბუნდესლიგის 266 თამაში გადასცა და ამ შეხვედრებიდან ოთხის გასწვრივ დაიწერა, რომ მას 0 მაყურებელი ჰყავდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ტელევიზორში ფეხბურთს გადასცემდნენ, მას კი პირდაპირი მნიშვნელობით არავინ უყურებდა. ცხადია, ასე არ ყოფილა. ლაპარაკია აღრიცხვის ტექნიკურ მხარეზე ანუ თუკი მატჩი 5 000 ადამიანზე ნაკლებმა ნახა, ითვლება, რომ მას 0 მაყურებელი ჰყავდა. კომერციის თვალსაზრისით...