„რეალმა” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურშიც უვარგისი ფეხბურთი ითამაშა, შინ წააგო „ბეტისთან” (0:2) და ზინედინ ზიდანმა გარეთ ბეილი ამ შეხვედრაშიც კი არ შეუშვა მოედანზე. ფაქტობრივად, ამ საქციელით მწვრთნელმა თქვა, რომ უელსელისთვის მის გუნდში ადგილი არ მოიძებნება და თავდამსხმელი, ბუნებრივია, ახალი კლუბის ძიებას განაგრძობს.
მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებმა ზიდანს 29 წლის ვარსკვლავის შესახებ საგანგებოდ ჰკითხეს, რაზეც მან ასე უპასუხა:
„ვნახოთ, დარჩება ის ჩვენთან თუ არა. გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი რა მოხდება მომავალში. ფაქტია, რომ ბოლო დროს სხვა ფეხბურთელებს ვეყრდნობოდი და უკან რომ დამაბრუნოთ, იმავეს გავიმეორებ. მე გადაწყვეტილებებს ყოველდღიურ დაკვირებებზე დაყრდნობით უნდა ვიღებდე და როდესაც რამე არ მომეწონება, დასკვნებიც შესაბამისი უნდა გავაკეთო. რასაკვირველია, ფეხბურთელისთვის, რომელსაც „რეალის” სახელით ბევრი რამ მოუგია, ასეთ რამესთან შეგუება ძნელია, მაგრამ ყოველდღიურობა ყოველდღიურობაა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/11/2026 | 10:05ბარკოლა: გამიჭირდა, მაგრამ პსჟ დროულად დავტოვე
აქეთურ-იქითური08/11/2026 | 08:38რეალში პსჟ-ს მეთოდი ინერგება
სიახლეები08/11/2026 | 06:40პსჟ-მ მოკრძალებული თამაშით მოიგო
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე