ანტონ ფეიქრიშვილსა და ვიქტორ კოლელიშვილს ახალი კლუბების მოძებნა მოუწევთ. გამოცდილ ბორჯღალოსნებს თავთავიანთ კლუბებთან კონტრაქტები ამ სეზონის ბოლომდე ჰქონდათ.
საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯმა ფეიქრიშვილმა ამ სეზონის დასკვნითი ნაწილი სამედიცინო ჯოკერის სტატუსით საფრანგეთის პრო D2-ის „მონ-დე-მარსანში“ გაატარა და გუნდს პლეი-ოფში გასვლაში დაეხმარა, საიდანაც მონტუაზელებმა უკვე გავარდნაც მოასწრეს, განადგურდნენ რა ნიკა ნეფარიძის „ვანთან“ 10:50.
31 წლის ბორჯღალოსანი გუნდს რეგულარული ჩემპიონატის ფინიშსა და პლეი-ოფის 5 მატჩში შეეშველა თუმცა ხელმძღვანელობამ ვეტერანთან თანამშრომლობის გახანგრძლივება აღარ ისურვა.
ცნობისთვის, ანტონს ნაკრებში გატარებულ 26 მატჩში 7 ლელო აქვს მითვლილი.
რაც შეეხება კოლელიშვილს 29 წლის მესამეხაზელს თავის ლამის მშობლიურად ქცეულ „კლერმონთან“ განშორება 8-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ მოუწევს. მიმდინარე სეზონში ვიტომ ტოპ 14-ის მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. ამასობაში კი „ყვითელმა არმიამ“ საჩემპიონო პლეი-ოფში მონაწილეობა გაინაღდა და კლუბის უფროსობამ ქართველთან კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ ისურვა.
ბორჯღალოსანს ნაკრებში 50 კეპი აქვს მოხვეჭილი, მის ანგარიშზე 5 ლელოა.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებენ საკლუბო კარიერას მრავალნაცადი ბორჯღალოსნები. იმედია ორივე მოძებნის შესაბამის კლუბს და ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგება.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 20:20სეზონი 37 ქართველით
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა