ჟოზე მოურინიუს მატჩისშემდგომი კომენტარები საქვეყნოდ ცნობილია — მწარედ თქმა იცის, გადაბრალებაც სჩვევია. ამჯერად, მანჩესტერულ დერბიში 1:3 დამარცხების შემდეგ მან თქვა, რომ წაგების თავი და თავი „სიტის” იოლი და „იუნაიტედის” გადატვირთული კალენდარი იყო. გადავხედოთ გუნდების ბოლო კვირას. „წითელმა ეშმაკებს” ორივე თამაში სტუმრად ჰქონდათ — პრემიერლიგაში „ბორნმუთთან” და ჩემპიონთა ლიგაში „იუვენტუსთან”; „ქალაქელებმა” კი შინ 6 გოლი გაუტანეს...
წელი: 2018
პრობლემა თავშია!
თბილისის „დინამომ“ 11 ნოემბერს 1:4 წააგო საჩხერის „ჩიხურასთან“, რაც კლუბის უფროსობისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. მოსალოდნელი იყო, რომ ეს მარცხი უბრალოდ არ ჩაივლიდა: კლუბის ხელმძღვანელობამ კახა კაჭარავა მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, ნაცვლად კი მისივე თანაშემწე, ზაურ სვანაძე დანიშნა. სვანაძეს წარდგენა არ სჭირდება. თბილისის „დინამოს“ ოქროს გუნდში 7 ნომერი გახლდათ, 1981 წელს თასების თასი მოიპოვა. სვანაძე რამდენიმე წლის...
ტამავაშიმ ტოჩის მავაში არ დაანება
წლის დამამთავრებელ, მეექვსე ბაშოს კუნძული კიუსიუ მასპინძლობს. კიუსიუ ბაშოს ჩვენი ლევან გორგაძე ერთ-ერთი ფავორიტის რანგში შეხვდა. არცაა გასაკვირი: ტრავმების გამო კიუსიუზე ერთბაშად ორი იოკოძუნა ვერ ჩავიდა. ჰაკუჰოს და კაკურიუს არყოფნაში ფავორიტი თითქოს კიდევ ერთი იოკოძუნა კისენოსატო იქცა, მაგრამ არც ისაა უძლეველი და ეს, პირველივე საშეჯიბრო დღემ დაამტკიცა. თუმცა რაა? ჩვენი გოლიათიც დამარცხდა… ლევან გორგაძის მეტოქე...
იტალიამ ბორჯღალი დაატრიალა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფლორენციაში იომა, მაგრამ ვერას გახდა. მოლოდინით, დიდი გამარჯვების მოლოდინით გაფართოებული თვალები ჩაუქრა ქომაგს, დავითიანი დროშები ჩამოიკეცა და ბარე ორი ქართველი ამაღამ ნერვიულობისგან ღამეს თეთრად გაათევს. არადა, მოგება შეიძლებოდა, რომ არა… აქ ჯობს მიზეზთა გრძელი სიის ჩამორაკრაკებას მოვერიდოთ, ოტიმალური შემადგენლობის არყოლაზე, ახალგაზრდების და გამოუცდელთა სიმრავლეზე, არდასაშვებ შეცდომებზე და მისთანა გარემოებებზე სიტყვა აღარ გავაგრძელოთ....
მსოფლიო ლაშას მხრებზე
ლაშა ტალახაძეს ძალოსნობაში საქმე აღარ დარჩა. გაურკვეველია, კიდევ რამდენი სიმძიმე უნდა ჩამოჰკიდონ მის შტანგას, რომ ბოლოს და ბოლოს მორიგ რეკორდზე ხელი აიღოს. ქართველმა გოლიათმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი ყველაზე მძიმე სპორტის ისტორიაში და მისგან მომავალში არაფერი გაგვიკვირდება. აშხაბადში, მსოფლიო პირველობაზე ლაშა ტალახაძემ სამმაგი ოქრო დაიმსახურა, აკვრაც დაინარჩუნა, ატაციც და ორჭიდიც. კილოგრამებზე დამშეული ქართველი თურქმენთა სატახტო ქალაქში...
სად იყო სანამ კუჭი აეშლებოდა?
„ბარსელონას” თავდამსხმელმა ოსმან დემბელემ ხუთშაბათს ვარჯიში გამოტოვა. ოფიციალური მიზეზი: გასტროენტერიტი. თუმცა, ფრანგის გაცდენა მაინც გარკვეულწილად სკანდალური გამოდგა. RAC1-ის ცნობით „ბარსას” საათნახევარი დასჭირდა სანამ რაიმეს დაადასტურებდა ან უარყოფდა. კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელს ეძებდნენ და ვერ პულობდნენ. ბოლოს, როგორც იქნა დაუკავშირდნენ. იმ დროისთვის, როდესაც დემბელემ სატელეფონო ზარს უპასუხა, ის შინ იყო და კუჭ-ნაწლავის უწესრიგობისგან იტანჯებოდა. RAC1 ამბობს, რომ „ბარსელონამ” სასწრაფოდ...
ველბეკის საშინელი ტრავმა
„არსენალის” ვარსკვლავი დენი ველბეკი კოჭის საშინელი ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში გააქანეს. თავდამსხმელი, რომელიც მოედნიდან საკაცით და ჟანგბადის ბალონის მიშველებით გაყივანეს, პირველი ტაიმის შუაში თავურის დასარტყმელად ახტა, მაგრამ საოცრად უიღბლოდ დაეშვა. ველბეკი, რომელსაც სავარაუდოდ ძვალი გაუტყდა, პიერ-ემერიკ ობემაიანგმა შეცვალა. „არსენალის” მოთამაშეები, განსაკუთრებით კი მატეო გენდუზი ინციდენტის გამო შეძრწუნებულები ჩანდნენ. როდესაც ველბეკი მოედნიდან გაჰყავდათ, „ემირეიტ სთედიუმი” ფეხზე წამოდგა...
“კ – კ” – ისტორიის გაგრძელება
დღეიდან ლონდონში დიდი საჭადრაკო ამბავია: ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი და იტალოამერიკელი ფაბიანო კარუანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს იწყებენ. “მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს კვლავ ის მოჭადრაკეები დაუპირისპირდებიან, რომელთა გვარები “კ”-ზე იწყება, აი ამაში ვხედავ საჭადრაკო მაგიას” – განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა კირსან ილუნჟინოვმა ბერლინში დასრულებული კანდიდატთა ტურნირის შემდეგ. შეგახსენებთ რომ შეჯიბრის გამარჯვებული სწორედ კარუანა...
იარონ, იყვირონ, მიაწვაააა, არიიიის!!!
2 საათში აეროპორტში უნდა ვიყო. მოვილიე ყველაფერი და ახლა დავწერ. აბდაუბდად გამომივა, ალბათ… ჰო, ეს 2 საათი მოვიმიზეზე. ისედაც აბდაუბდად გამომივიდოდა. მთელი კვირაა ვფიქრობ, როგორ დავწერო და ვერ დავლაგდი. მართლა ვერ დავლაგდი. ვერ გამოვდექი ისეთი ოსტატი, რომ ეს რაღაც მოლოდინი სიტყვებით გადმოვცე – სადღაც შორს, იტალიაში საქართველოს ჰიმნის მოლოდინი. ალბათ, ყველაზე მძლავრად შესრულებული ჰიმნის… აი, მარტო...
უეფა პრეზიდენტის უალტერნატივო არჩევნები
უეფას მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი ორგანიზაციის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იქნება. ინფორმაცია უეფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს, რომ ჩეფერინს ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნა 2023 წლამდე აქვს გარანტირებული. კანდიდატად დარეგისტრირების ვადა უკვე ამოიწირა. ალექსანდრ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს. მას კონკურენციას ჰოლანდიელი მიხაელ ვან პრაგი უწევდა. სლოვენიელმა საფეხბურთო ჩინოვნიკმა პოსტზე მიშელ პლატინი...









