წელი: 2018

Home 2018
პელე, მესი, მიულერი…
ჩანაწერი

პელე, მესი, მიულერი…

„ბეტისთან“ 3:4 წაგებულ შეხვედრაში ლეო მესიმ დუბლი შეასრულა და „ბარსას“ მაისურით გატანილი გოლების რაოდენობა 566-მდე გაზარდა. მატჩის ბოლო წუთზე გატანილი გოლით მან ლეგენდარულ გერმანელ გერდ მიულერს გადაასწრო, ვისაც „ბაიერნის“ სახელით 565 გოლი გაუტანია. მეოთხე-მეხუთე ადგილებს პორტუგალიელები იკავებენ: ეუსებიომ „ბენფიკა“ 473-ჯერ, კრიშტიანუ რონალდუმ კი “რეალი” 450-ჯერ ასახელა. ამ ხუთეულს კარგა ხანი ვერავინ გაეტოლება, რადგან ლივერპულელი მეექვსე...

ტოჩი მიოგირიუსაც მოერია
ჩანაწერი

ტოჩი მიოგირიუსაც მოერია

ცხადია, რომ კიუსიუ ბაშოს სასტარტო შეხვედრაში ლევან გორგაძის მარცხი შემთხვევითობა იყო. შემდეგ ტოჩინოშინად წოდებულმა ქართველმა ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად მან აღმოსავლეთის პირველი მაგაშირა მიოგირიუ გადათელა. არადა, გამოცდილ მიოგირიუს გუშინ იოკოძუნა კისენოსატო დაემარცხებინა. ამ გამარჯვებით ლევანის ბალანსი 2:1 გახდა. ჯერჯერობით ტურნირს სამი დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს. მათ შორის ერთი ოძეკია – ტაკაიასუ. დღეს ტაკაიასუმ სწორედ ის...

რატომ იკამათეს პიკემ და სუარესმა?
ჩანაწერი

რატომ იკამათეს პიკემ და სუარესმა?

კატალონიური გამოცემა „სპორტი” „კამპ ნოუზე” „ბარსელონას” „ბეტისთან” დამარცხების თემას უბრუნდება და ყურადღებას მასპინძელთა ორი წამყვანი ფეხბურთელის, ჟერარდ პიკესა და ლუის სუარესის მატჩისშემდგომ კამათზე ამახვილებს. მართალია, ორივე ცდილობდა პირზე ხელი აეფარებინა, რათა ვერავინ მიმხვდარიყო, თუ რაზე შელაპარაკდნენ, მაგრამ კამერებმა მაინც მოახერხეს მათი ტუჩების მოძრაობის დაფიქსირება და დადგინდა, რომ დავის საგანი უხეირო პასი გახლდათ. „სპორტი” წერს, რომ...

დემბელე პრობლემად იქცა
ჩანაწერი

დემბელე პრობლემად იქცა

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პრეს-კონფერენციაზე ოსმან დემბელეს დაგვიანებებზე ილაპარაკა — მოგეხსენებათ, დემბელეს რეგულარული დაგვიანება მის კლუბში, „ბარსელონაში”, უკვე პრობლემად იქცა. „კარგად ვიცი ყოველი დაგვიანების შემდეგ როგორც იმართლებს ხოლმე ოსმანი თავს, — თქვა მსოფლიოს ჩემპიონთა თავკაცმა, — როდესაც შენიშვნას აძლევ, ის გპასუხობს: კი მაგრამ, მარტო მე ხომ არ ვიგვიანებ. სამწუხაროდ, დემბელეს ეს ცუდი ჩვევა სისხლში...

გიჟი იყო!
ჩანაწერი

გიჟი იყო!

არგენტინელმა მცველმა მარტინ დემიჩელისმა 2003-2010 წლები „ბაიერნში” გაატარა. აქედან ორი სეზონის განმავლობაში მისი მწვრთნელი ჰოლანდიელი ლუის ვან გაალი გახლდათ, რომელიც დემიჩელსისს მთლად კარგად არ დაამახსოვრდა. „ის ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი არ ყოფილა, მაგრამ ალალი გიჟი იყო”, — თქვა 37 წლის ვეტერანმა არგენტინულ „ლა ნასიონთან” ინტერვიუში. დემიჩელისის ყვება, რომ ვან გაალი ექსცენტრული ადამიანია, რომლის საქციელი...

თქვენ რას იტყვით, ბატონო რომან?
ჩანაწერი

თქვენ რას იტყვით, ბატონო რომან?

ელიგის დამთავრებამდე 4 ტური რჩება და თუ ჩემპიონის ვინაობა, ფაქტობრივად, ეჭვს აღარ იწვევს. მთავარ ინტრიგას მესამე საპრიზო და ამავდროულად, საევროპალიგო ადგილის მფლობელის ვინაობის გარკვევა წარმოადგენს. ასევე, გასავარდნ ზონაშიცაა შემორჩენილი მცირე ინტრიგები. ბრინჯაოს პრეტენდენტი რეალურად ორია – „ტორპედო“ და „ჩიხურა,“ თუმცა გარკვეულ ვითარებაში, შესაძლოა, მათ დავაში „დილაც“ ჩაერთოს. ერთიც ვთქვათ, „ტორპედო“ ქვეყნის თასის ფინალშიცაა გასული და...

რეალი სოლარის ჩაბარდა
ჩანაწერი

რეალი სოლარის ჩაბარდა

არგენტინელმა სანტიაგო სოლარიმ სულ ორი კვირა გაატარა მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე. დროის ამ მონაკვეთში გუნდმა ოთხივე შეხვედრა მოიგო და თუმცა პრიმერაში ჯერაც მეექვსე საფეხურზეა, „ბარსელონასგან“ 4 ქულაღა აშორებს. დღეს კი სამეფო კლუბმა ესპანეთის სამეფო საფეხბურთო ფედერაციას შესაბამისი დოკუმენტაცია გადაუგზავნა და სოლარის სეზონის ბოლომდე სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებს. აქამდე სოლარი „რეალის“ ფარმკლუბს იმდენად წარმატებულად...

ეს ერთი!
ჩანაწერი

ეს ერთი!

აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა ნიშიკიგი ის ბარიერი იყო, რომელიც კიუსიუ ბაშოს ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ ტოჩინოშინს აუცილებლად უნდა გადაელახა და გადალახა კიდეც. ქართველმა გოლიათმა მეტოქე ძალისმიერი მიწოლით განდევნა ბზით შემოფარგლული წრიდან. ლევანი კვლავაც ფავორიტის რანგშია. რატომღაც, წლის დასკვნით ბაშოს ბევრი მოულოდნელობა ახლავს. თავად განსაჯეთ: ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია კიუსიუზე მოასპარეზე ერთადერთმა იოკოძუნა კისენოსატომ. ხვალ დილით ლევანი...

არასოდეს თქვა არასოდეს…
ჩანაწერი

არასოდეს თქვა არასოდეს…

ამ განთქმულ კინოსურათს მე ასე გადავაკეთებდი – არასოდეს სთქვა „მანჩესტერ იუნაიტედი“, გამორჩევით მაშინ, როცა ეს გუნდი კარგა მანძილით გასცდება იმ მოხდენილ „ოლდ ტრეფორდს“, ლა მანშს გადაცურავს და კონტინენტზე გადავა. როგორც კი ალექს ფერგიუსონის გუნდი ევროპის რომელიმე ქალაქში მოხვდება სათამაშოდ (გინდა ეს ქალაქი სტალინგრადი იყოს), იქ მთავრდება მანჩესტერული ფეხბურთი. გინდა თუ არა, უშველებელი ხმაურის, პომპეზურობის და...

სახეში გაარტყა!
ჩანაწერი

სახეში გაარტყა!

„ბაიერნი” კრიზისშია. კრიზისი შაბათს კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც „რეკორდმაისტერმა” პრინციპული თამაში წააგო ლიდერ „დორტმუნდთან”, თავად კი მე-5 ადგილზე დაქვეითდა. ბავარიელები დორტმუნდელებს უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან. არადა, „ვესტფალენშტადიონზე” იგებდნენ — პირველ ტაიმში 1:0-ს, მეორეში 2:1-ს, საბოლოოდ კი 2:3 დამარცხდნენ. თუმცა, ჩვენი ცნობა იმდენად ფეხბურთს არ ეხება, რამდენადაც ქცევას, რომელიც ისევ და ისევ ადასტურებს, რომ „ბაიერნში” ცუდი...