წელი: 2018

Home 2018
რუნი უემბლის გამოეთხოვა
ჩანაწერი

რუნი უემბლის გამოეთხოვა

როდესაც გარეთ საუთგეიტმა ინგლისისა და აშშ-ს ნაკრებების ამხანაგური შეხვედრის 58-ე წუთზე ჯესი ლინგარდი უეინ რუნით შეცვალა, „უემბლი” ფეხზე წამოდგა. ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ეს 33 წლის რუნისთვის 120-ე და ბოლო თამაში გახლდათ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. თამაშის დაწყების წინ ღვაწლმოსილი კაპიტანი ტრიბუნების წინაშე ოჯახთან ერთად წარსდგა. მას ახლდნენ მეუღლე კოლინი და ოთხივე შვილი: კაი, კლეი, კიტი და...

ლებრონ დიდი!
ჩანაწერი

ლებრონ დიდი!

ლებრონ ჯეიმსი NBA-ს იტორიაში ჩაგდებული ქულების რაოდენობით მეხუთე გახდა — მან თვით ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გადაუსწრო. ეს „ლეიკერსისა” და „პორტლენდის” შეხვედრაში მოხდა, რომელიც „ლეიკერსმა” 126:117 მოიგო. 33 წლის ჯეიმსმა ჩემბერლენს თამაშის მეოთხე მეოთხედში გადაასწრო. ჩემბერლენის მონაგარი კი თამაშიდან ნატყორცნი 31 419 ქულა გახლდათ. ლებრონის ანგარიშზე ახლა 31 425 ქულაა. მან „პორტლენდთან” სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა —...

რიგით მე-17 საჯუჯო
ჩანაწერი

რიგით მე-17 საჯუჯო

დღეს, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ანდორასთან სტუმრად აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. რადგან, ერთა D ლიგაში საუკეთესოობა სურს და ეს მხოლოდ პრესტიჟის ამბავი არ არის. მაქსიმალური ქულები შესაძლებლობას მოგვცემს, ტურნირის ნახევარფინალი შინ ვითამაშოთ. ეს კი, დიდი შეღავათია. თანაც რეიტინგშიც წავიწევთ წინ, რაც სამომავლოდ უფრო მაღალ კალათში მოგვახვედრებს. ქართველები უკვე მესამე დღეა ანდორაში არიან და...

სანჩესი არავის ელაპარაკება
ჩანაწერი

სანჩესი არავის ელაპარაკება

ალექსის სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედში” ცუდ ფორმაშია, რაც მის სანაკრებო ყოფაზეც აისახა. შეგახსენებთ, რომ სანჩესი „იუნაიტედში” „არსენალიდან” გადავიდა. იანვარში ის ჰენრიკ მხითარიანში გაცვალეს. მას მერე ჩილელი „ოლდ ტრეფორდზე” წვალობს და სახეირო არაფერი გამოსდის. თუ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში არაფერი შეიცვლება, მას „წითელი ეშმაკებიდან” წასვლა მოუწევს. არადა, მდგომარეობა რთულია. სანჩესმა მიმდინარე სეზონში ერთადერთი გოლი გაიტანა. ის ვერა...

ჩელსის ორი წლით მოკვეთავენო
ჩანაწერი

ჩელსის ორი წლით მოკვეთავენო

„ჩელსის” ორწლიანი სატრანსფერო დისკვალიფიკაცია ემუქრება. მიზეზი: უცხოელი ბავშვების გადაბირება. ასეთი მკაცრი სასჯელი დასავლეთ ლონდონელებს 18 თვის წინ გაყიდული ფეხბურთელის გამო ელით. „ფუტბოლ ლიკსის” ცნობით ფიფას შესაბამისი სამსახურები „სტემფორდ ბრიჯზე” კიდევ 19 ყმაწვილის უკანონოდ მიყვანის საქმეს იძიებენ. ძიება ჯარ არ დამთავრებულა. საბუთები, რომელთა თანახმად „ლურჯებს” ზემოთ ნახსენები ორწლიანი დისკვალიფიკაცია ელით, ამ ბოლო დროს გააქტიურებულმა „ფუტბოლ ლიკსმა”...

ლუჩო ალბას ალბათ შეურიგდა
ჩანაწერი

ლუჩო ალბას ალბათ შეურიგდა

ლას როზასში, ესპანეთის ნაკრების ბანაკში მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე ბარსელონელმა ჟორდი ალბამ ჟურნალისტებთან მისი და ეროვნული გუნდის თავკაცის ლუის ენრიკეს თითქოსდა დასრულებულ ცუდ ურთიერთობაზე ილაპარაკა. აქამდე ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის დაძაბულობას არა და არ უჩანდა ბოლო. მოგეხსენებათ, ლუის ენრიკე „ბარსელონას” ერნესტო ვალვერდემდე ედგა სათავეში, ასე რომ შავმა კატამ მასა და ალბას შორის თავდაპირველად „კამპ ნოუზე” გაირბინა. უფრო სწორად,...

ტოჩინოშინი გაბრაზდა!
ჩანაწერი

ტოჩინოშინი გაბრაზდა!

ქართველმა გოლიათმა ლევან გორგაძემ კიუსიუ ბაშოზე მეოთხე ბრძოლა გამართა და მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა. თუ გუშინ და გუშინწინ მისი მეტოქეები მაღალი რანგის, მაგრამ მაინც მაეგაშირები იყვნენ, ამჯერად ტოჩინოშინის პირისპირ კომუსუბი კაისეი იდგა. ბრაზილიელი ძალიან გამოცდილია და თუმცა ლევანთან აქამდე 10-ჯერ დამარცხებულა, 7-ჯერ თავადაც უმარჯვია. კაისეიმ შეცდომა დაუშვა. სუმოს სამყაროში ყველამ იცის: თუ ტოჩინოშინმა მარცხენა ხელი...

სუზანას პრემიერლიგა
ჩანაწერი

სუზანას პრემიერლიგა

გაიცანით სუზანა დინეიჯი – სიმპათიური ქალბატონი, რომელიც მომავალი წლიდან ინგლისურ პრემიერლიგას ჩაუდგება სათავეში. აქამომდელ ხელმძღვანელ რიჩარდ სკადემორს 19 წელი ეკავა პოსტი და ყველაზე ყურებადი ლიგა განვითარების ახალ ეტაპზე გაიყვანა. მას შემდეგ, რაც სკადემორის პოსტიდან წასვლის ამბავი გადაწყდა, ბევრი კანდიდატი დასახელდა, საბოლოოდ კი არჩევანი მის სუზანაზე შეჩერდა. ერთი მხრივ პარადოქსია, რადგან ფეხბურთთან უშუალო შეხება მას არასოდეს...

კლოპმა ჯიბეში ხელი ჩაიყო
ჩანაწერი

კლოპმა ჯიბეში ხელი ჩაიყო

დღე ისე არ გავა, 21 წლის ფრანგ თავდამსხმელზე ოსმან დემბელეზე რაიმე ახალი რომ არ ითქვას. ამჯერად, „სანმა” გამოაცხადა, რომ მისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი „ლივერპულის” მწვრთნელის იურგენ კლოპის ინტერესი ბარსელონელის მიმართ. კლოპი მზად ყოფილა მასში 85 მილიონი გირვანქა გადაიხადოს, რაც კლუბის რეკორდია. აქამდე ყველაზე დიდი თანხა, რომელიც გერმანელმა მწვრთნელმა ფეხბურთელში გადაიხადა 75 მილიონი გირვანქა გახლდათ. ამ...

უზნეობაა, მაგრამ თვითმფრინავი უნდა
ჩანაწერი

უზნეობაა, მაგრამ თვითმფრინავი უნდა

„პარი სენ ჟერმენმა” „მონაკოსგან” კილიან მბაპეს შეძენაში ჯამში 180 მილიონი ევრო დახარჯა. სულ რაღაც 18 წლის იყო ყმაწვილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სიძვირით მეორე ფეხბურთელი რომ გახდა. ეს რიცხვები კი, ბევრის აზრით, კიდევ ერთხელ ადასტურებს თანამედროვე საფეხბურთო ბაზრის ზღვარგადასულობას. მბაპემ შვეიცარიულ ტელეარხ RTS-თან ინტერვიუში თქვა, ყოველთვის ვიცოდი ძვირად რომ გავიყიდებოდიო, ოღონდ ეს მისი მხრიდან იმდენად ტრაბახი არ...