წელი: 2018

Home 2018
ლაშა ტალახაძის სახელობის ჩიხი
ჩანაწერი

ლაშა ტალახაძის სახელობის ჩიხი

უცნაურია ადამიანის ბუნება. სულ მინდოდა, ქართულ სპორტში გვყოლოდა ერთი ისეთი ფიგურა, მთელი კარიერის მანძილზე რომ მოსრავდა ყველას და ყველაფერს… განა ეგეთები არ გვყოლია?! ლევან თედიაშვილის ბიოგრაფია, ორად ორი მარცხით ლეგენდად შემორჩა არა მხოლოდ ქართულ საჭიდაო სამყაროს. ვიქტორ სანეევმა სამი ოლიმპიადა ხომ იფრინა და მეოთხეზე, სპორტსმენის კვალობაზე ლამის უკვე პენსიონერმა, სულ ბოლო ცდით ოლიმპიური ვერცხლი გამოღლიტა...

აზარი: მოდრიჩი ოქროს ბურთს აღარ იმსახურებს!
ჩანაწერი

აზარი: მოდრიჩი ოქროს ბურთს აღარ იმსახურებს!

ედენ აზარს ცოტა ხნის წინ თანაგუნდელმა ოლივიე ჟირუმ ჯადოქარი უწოდა, მაგრამ „ჩელსის” ბელგიელ ვარსკვლავს ამ ეტაპზე ქება-დიდების მოსმენა არ სურს. ის ამბობს, რომ წლეულს „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთს” არ იმსახურებს, თუმცა იმასაც პირდაპირ დასძენს, რომ ჯილდო არც ხორვატ ფავორიტს ლუკა მოდრიჩს ეკუთვნის. „ადრე რომ ეკითხათ ვიტყოდი, რომ ღირსეული გამარჯვებული მოდრიჩი იქნებოდა, მაგრამ აგვისტოდან მოყოლებული ოქტომბრის...

სტარიჯის კუზენის ფსონი და ნათესაური კონფლიქტი
ჩანაწერი

სტარიჯის კუზენის ფსონი და ნათესაური კონფლიქტი

დენიელ სტარიჯის ახლო ნათესავი 10 000 გირვანქიან ფსონს ჩავიდა, რომ ფეხბურთელი „ლივერპულს” დატოვებდა და „ინტერში” გადავიდოდა. ეს ამბავი წლეულს, 17 იანვარს მოხდა, როდესაც სტარიჯის სატრანსფერო მოლაპარაკებების შესახებ ჯერ არანაირი ცნობა არ არსებობდა. ფეხბურთელი მართლა „ინტერში” რომ გადასულიყო, კუზენი (ბიძაშვილი, მამიდაშვილი ან დეიდაშვილი) 27 000 გირვანქას მოიგებდა. დღეს ეს ეგრეთწოდებული ოჯახური ნიძლავი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში წამოწყებული...

ქართველებმა სივატაუ აგანდაგანეს
ჩანაწერი

ქართველებმა სივატაუ აგანდაგანეს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირწმინდად მოგებული მეორე ტაიმის წყალობით სამოა 27:19 (10:19) დაამარცხა და სიხარულის და დისკუსიისთვის იმდენი სივრცე დატოვა, ორი კვირა პრაიმტაიმების მასალა საძიებელი აღარ არის, საპრეზინდენტო არჩევნებს და სხვა ულამაზო მოვლენებს რომ არ ჰქონდეთ რაგინდარა ტელე- და ინტერნეტ-მაუწყებელთა ბადეები გადავსებული. იტალიასთან წინა კვირის წაგებამ, ალბათ სამართლიანად, ტიპიური ქართული ეიფორიისგან გამოგვიყვანა და ისევ მსოფლიო რაგბის...

შავი კვარცხლბეკზე
ჩანაწერი

შავი კვარცხლბეკზე

რა თქმა უნდა, გვეიმედებოდა, რომ ვაჟა მარგველაშვილის გუშინდელ ზღაპრულ გამოსვლას ჰოლანდიური ჰააგას ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი ესტაფეტად აიტაცებდა. განა ლაშა ცუდად გამოვიდა? გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მშვენიერი შედეგია, თუმცა ნახევარფინალში გადასასვლელ ბრძოლაში რაღაც დააკლო – არ არის ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა ლაშას ტოლსწორი ფალავანი. ბრაზილიელამდე ლაშამ ჯერ ამერიკელი ნიკოლას დელპოპოლო, მერე კი გაგერმანელებული ჩეჩენი შამილ ძავბატიროვი დაამარცხა....

მარგველაშვილის ოქროს შემოდგომა
ჩანაწერი

მარგველაშვილის ოქროს შემოდგომა

ჰოლანდიურ ჰააგაში დღეს დაწყებულ ძიუდოს გრანპრიზე ქართულ ყულაბაში პირველი ოქრო ჩაჩხრიალდა. ვაჟა მარგველაშვილი ზედიზედ მეორე ტურნირია, უშანსოდ ტოვებს მეტოქეებს. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჩვენმა ფალავანმა გზიდან ჯერ სამხრეთაფრიკელი დანიელ ლეგრანჟი ჩამოიცილა, შემდეგ ესპანელი დავიდ გარსია ტორნე, მეოთხედფინალში კი ბოსნიელი ჰაგე ზადრო. ნახევარფინალში ვაჟამ მოლდოველი დენის ვიერუც წინა მეტოქეთა გზას გაუყენა, სატიტულო ბრძოლაში კი ისრაელის...

გერმანია გავარდა! რა დაუშავდა ამით?
ჩანაწერი

გერმანია გავარდა! რა დაუშავდა ამით?

„ერთა ლიგის” A ლიგის პირველ ჯგუფში ჰოლანდიამ საფრანგეთს 2:0 მოუგო და… გერმანია B ლიგაში გააგდო. ახლა, ბოლო ტურში, ორშაბათს, გერმანელები ჰოლანდიელებს უმასპინძლებენ. ეს შეხვედრა გერმანელებისთვის ვეღარაფერს შეცვლის, ჰოლანდიელები კი ფრის შემთხვევაში პირველ ადგილზე გადავლენ და „ერთა ლიგიდანაც” გააგრძელებენ ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას. შეუქმნის თუ არა ახალი შეჯიბრების A ლიგიდან B ლიგაში გავარდნა გერმანელებს რაიმე პრობლემას?...

იუბილე და უსაჩუქროდ?
ჩანაწერი

იუბილე და უსაჩუქროდ?

21 ნოემბერს კატალონიური სუპერკლუბის ფანები მორიგ საჩუქარს მიიღებენ. თანამშრომლობის 20 წლისთავთან დაკავშირებით NIKE-მ „ბარსელონას“ საიუბილეო ფორმა გამოუშვა, რომელიც ამ 20 წლის მანძილზე „ბარსას“ ყველა საშინაო ფორმის ერთგვარი მიქსია. „გვსურდა, ჰარმონიულად შეგვერწყა ეს 20-წლიანი ისტორია და ფორმა უბრალოდ სხვადასხვა მაისურების ნაკუწებისგან შეკერილს არ დამსგავსებოდა“, – განაცხადა ამერიკული კომპანიის წარმომადგენელმა. საყელოზე მაისურს ჩამატებული აქვს არაგონის გერბის დეტალი...

მიწაზე დავეშვით
ჩანაწერი

მიწაზე დავეშვით

მიწაზე დავეშვით. თურმე მთლად ბაყბაყდევები არ ვართ ამ ლიგაში. ვინ იცის, ვერმოგება გარკვეულწილად სასარგებლოც იყოს. ისევ იმიტომ, რომ მიწაზე დავეშვით. ანდორა სუსტია და ერთადერთი, რაც გამოარჩევს, უხეშობაა. თუმცა ასეთ უხეშ ნაკრებსაც უნდა მოუგო, რომელსაც არანაირი საფეხბურთო კლასი და გამომგონებლობა არ გააჩნია. გოლიც გიორგი ლორიას შეცდომის ნაყოფი უფრო იყო, ვიდრე მარტინესის შემოქმედებისა. მოგვეჩვენა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის...

დიდი ბრძოლა კატალონიელი დანი ოლმოსთვის
ჩანაწერი

დიდი ბრძოლა კატალონიელი დანი ოლმოსთვის

„დიარიო სპორტი” 20 წლის კატალონიელი ფეხბურთელის დანი ოლმოს ბედით დაინტერესდა. დანი ოლმო, რომლის სრული სახელია დანიელ ოლმო კარვახალი, 2014 წელს ყველას გასაკვირად ზაგრების „დინამოში” გადავიდა და დღეს მისი გადაბირება ევროპის გრანდებს სურთ. გაზეთი წერს, რომ აქამდე ხსენებული გრანდები ნაკლებად აქტიურობდნენ, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ზაფხულამდე გარემარბის ხელში ჩაგდება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ახლა კი ისინი გააქტიურდნენ და...