ბრაზილიისა და კამერუნის ამხანაგურ შეხვედრაში ნეიმარი დაშავდა, ხოლო საფრანგეთისა და ურუგვაის მატჩში კილიან მბაპე. სხვა სიტყვებით, „პარი სენ ჟერმენს” ერთბაშად ორი მთავარი თავდამსხმელი გაუხდა საექიმო და ეს ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან” თამაშამდე ერთი კვირით ადრე. მეორე მხრივ, თუ ტრავმები სერიოზული არ არის, მათ დასაამებლად ერთი კვირა საკმარისი დროა. ბრაზილიამ კამერუნს, ხოლო საფრანგეთმა ურუგვაის ერთნაირი ანგარიშით მოუგეს...
წელი: 2018
მიზანი, რომელიც 100 მილიონზე მეტია
„სანის” ცნობით „რეალი” მარკუს რეშფორდისა და კრისტიან ერიკსენის შესაძენად ინგლისურ ბაზარზე აპირებს გასვლას. მადრიდელები 90 მილიონი გირვანქით ანუ 101 მილიონი ევროთი ყოფილან შეიარაღებულნი. გაზეთის ცნობით „რეალის” შეფებს ინგლისისა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრა უნახავთ და რეშფორდის თამაში მოსწონებიათ. მათ იმედი აქვთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი „სანტიაგო ბერნაბეუდან” კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ დარჩენილი სიცარიელის ნაწილს მაინც შეავსებს....
საქართველო ჯამშია!
ადრეც გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ: ერთა ლიგა ზედგამოჭრილი აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებისთვის. ამ ახალმა ტურნირმა ახალი სიცოცხლე შთაბერა ჩვენს ეროვნულ გუნდს. ყაზახეთთან გუშინდელი გამარჯვება კი ერთგვარად ისტორიულიც გამოდგა, „ჯვაროსნებმა“ არა მარტო ჯგუფში, არამედ მთლიანად D ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, პლეი ოფშიც გავიდნენ და ნახევარფინალის თბილისში გამართვის უფლებაც მოიპოვეს. სლოვაკი ვლადიმირ ვაისი კი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გახდა...
ჩასაკვნეტი ამბავი: საქართველომ D დახურა
საამსეზონო მისია შესრულებულია – საქართველოს ნაკრებმა ერთი ამოსუნთქვით ჩაათამაშა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და საგრძნობლად დაიახლოვა სრულიად ეროვნული მიზანი – მთავარ ევროფორუმზე მოხვედრა. ევროპის ჩემპიონატი ასე ახლოს არასდროს ყოფილა ქართველთათვის, მართლაც რომ ორ ნაბიჯშია, ღონივრად გადასადგმელ ორ ნაბიჯში… ყველაფერი დასრულდა ისე როგორც დაიწყო -ჩაკვეტაძის გოლით… სწორედ ქართული ფეხბურთის ახალმა თვალისმომჭრელმა ბრილიანტმა შეაგდო საერთალიგო ისტორიული პირველი...
საოცარი აცილება (ვიდეო)
გუშინ, აფრიკის ერთა თასის შესარჩევ შეხვედრაში ლესოტომ ტანზანიას უმასპინძლა და ნკაუ ლეროთოლის გოლით 1:0 მოუგო. ეს გახლდათ L ჯგუფის თამაში. 5 ტურის შემდეგ ლესოტო მეორე ადგილზეა, ტანზანია მესამეზე. ჯგუფს 13 ქულით ანუ მთელი 8 ქულიანი უპირატესობით უგანდა ლიდერობს. ხსენებულ შეხვედრაში ლესოტოს კიდევ ერთიგოლი უნდა გაეტანა, მაგრამ ტუმელო ხუტლანგმა აი, ასე ააცილა:
აჩუ-აჩუ ცხენო
„რეალისა” და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი ბედნიერია — მისი ცხენი, სახელად „იუკატანი” მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. რამოსმა „ლა როხას” ბანაკი ხორვატიასთან დამარცხების შემდეგ დატოვა. მან ისარგებლა იმ გარემოებით, რომ მცირე ტრავმა მიიღო და სევილიასკენ გაეშურა, სადაც SICAB ანუ ცხენების საერთაშრისო შოუ-გამოფენა ტარდებოდა. ხსენებულ შოუზე ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ამბავი გახლდათ ის, რომ ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავის ერთ-ერთმა ცხენმა ეგრეთწოდებულ...
დემბელეს შპანა ბარსელონაში
„ბარსელონას” ფრანგი თავდამსხმელის ოსმან დემბელეს შესახებ ბოლო დროს რამდენჯერმე მოგახსენეთ. მიზეზი: 21 წლის ფეხბურთელმა თავისი დაგვიანებებითა და უდისციპლინობით კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები შეაწუხა. ერთი ხნის წინ მსოფლიოს მოედო ამბავი, რომ დემბელე ავად გახდა, ენტეროვირუსი სჭირდა და ვარჯიში გააცდინა, მაგრამ ამ ისტორიაში მთავარი ის იყო, რომ სანამ ავადმყოფობის ამბავს შეიტყობდნენ, ბარსელონელები მას ვერაფრით უკავშირდებოდნენ. ახლა, ორიოდ კვირა...
დიდი მთხოვნელები და ერთგულება
„პარი სენ ჟერმენის” ყოფილმა პრეზიდენტმა შარლ ვილნევმა ინტერვიუში არსენ ვენგერისა და კარიერის გაგრძელების იმ ვარიენტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მის მეგობარს იმ პერიოდში ჰქონდა. მოგეხსენებათ, ფრანგმა მწვრთნელმა ლონდონის გუნდი 22 წლიანი ეპოქის შემდეგ, 2017-18 წლების სეზონის შემდეგ დატოვა. ვილნევი ამბობს, რომ მას გერმანიასა და ესპანეთში გადასვლის ვარიანტები ჰქონდა. „იყო ორი კლუბი, რომელთაც ყოველთვის უნდოდათ მისი გადაბირება,...
აუცილებლად მოსაგები თამაში
… ნუ იფიქრებთ, რომ საქართველო-ყაზახეთი მხოლოდ პრესტიჟის ამბავია. კი, საქართველო პირველ ადგილზეა და ყაზახები ჩვენებს გვერდით ვერ დადუდგებიან, მაგრამ კონკრეტულად ჩვენთვის ეს თამაში პრესტიჟს სცილდება, სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია და აი, რატომ: ერთა ლიგის D დივიზიონის ოთხი პირველადგილოსნიდან ორი საუკეთესო (ჯგუფში დაგროვილი ქულებით) ორ უარესი მაჩვენებლის მქონე გუნდს უმასპინძლებს. დავუშვათ, საქართველომ დააგროვა 16 ქულა, ბელარუსმა 14,...
ტოჩის ქართული კადობანი?
კიუსიუზე მიმდინარე წლის დამაგვირგვინებელ ბაშოს ორი ფავორიტი დაწყებამდევე გამოაკლდა. იოკოძუნებიდან მესამემ ოთხი დღე იჯახირა და ისიც ტრავმის მიზეზით დაემშვიდობა კუნძულს. ასეთ ვითარებაში ოძეკი ტოჩინოშინი ერთ-ერთ კი არა, ლამის უპირველეს ფავორიტად შეირაცხა. სწორედ მოჭარბებულმა ყურადღებამ გაუწია ქართველ გოლიათს დათვური სამსახური. სუმოს ელიტაში უკვე ყველამ იცის, ქართველი თუ მავაშიმდე მიუშვი, იოკოძუნასაც გაიტანს. ჰოდა, კონტრტაქტიკის შერჩევაც დაიწყეს. შედეგი?...









