წელი: 2018

Home 2018
სულ სხვადასხვა ამბები დროზე
ჩანაწერი

სულ სხვადასხვა ამბები დროზე

მოდით, ჭრელად ვილაპარაკოთ, მითუმეტეს, რომ გვარიანი ამბები ხდებოდა ამ კვირაში და თითო-ოროლა სიტყვა ყველაფერს გადავუგდოთ. დროზე წასვლა – აი, რა არის მეტად ლამაზი. ხალხით გაძეძგილ მედისონ სკვერ გარდენში, დიდი საჩოგბურთო ტურნირისას, კორტებს გამოეთხოვა არასაჩოგბურთო გარეგნობის ჩოგბურთელი გაბრიელა საბატინი. გაბრიელა 26 წლისაა და ერთ დროს ათეულის მუდმივი წევრი იყო. ტყუილად ჩოგნის ცემას მან წასვლა არჩია და...

არ ვიცნობ, მაგრამ მადლობელი ვარ
ჩანაწერი

არ ვიცნობ, მაგრამ მადლობელი ვარ

ამერიკელი კრისტიან პულიშიჩი „დორტმუნდის” ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა, არადა სულ 20 წლისა გახლავთ. ის გერმანიაში 2015 წელს გადმობარგდა, როდესაც ჯერ კიდევ საყმაწვილო გუნდის ფეხბურთელი იყო. მაშინ „დორტმუნდის” დიდ გუნდს იურგენ კლოპი წვრთნიდა და პულიშიჩი უკვე თვალში მოსდიოდა. „ჯერაც ყმაწვილთა გუნდში ვთამაშობდი, როდესაც კლოპმა პირველად მავარჯიშა პროფესიონალებში, — მოყვა ამერიკელმა „გოლთან” ინტერვიუში, — ამით მან დიდი...

გვარდიოლას ოცნება
ჩანაწერი

გვარდიოლას ოცნება

პეპ გვარდიოლა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. ის გახლავთ ესპანეთის, გერმანიისა და ინგლისის ჩემპიონი, „ბარსელონას” თავკაცობის წლებში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოც აღუმართავს, მაგრამ თურმე ნუ იტყვით და კიდევ დარჩენია ერთი დიდი ოცნება. „მინდა ნაკრებ გუნდს ჩავუდგე სათავეში და ვიცი, ადრე თუ გვიან ასეც მოხდება, — თქვა გვარდიოლამ ლივერპულის უნივერსიტეტში შეხვედრის...

რა წესები შეიძლება შეიცვალოს ფეხბურთში?
ჩანაწერი

რა წესები შეიძლება შეიცვალოს ფეხბურთში?

IFAB მოგეხსენებათ რაც არის: ეს გახლავთ ფეხბურთის საერთაშორისო საბჭო, რომელშიც შედიან ინგლისის, შოტლანდიის, ჩრდილო ირლანდიის, უელსის ფეხბურთის ასოციაციები და ფიფა. საბჭოს ოფისი მდებარეობს ციურიხში. საბჭო იგონებს, განიხილავს, ცვლის და ამტკიცებს ფეხბურთის წესებს. დღეს IFAB-ს მორიგი თათბირი აქვს. დღის წესრიგშია ათი საკითხის განხილვა. მართლა შეიცვლება თუ არა ფეხბურთის წესებში რამე, ამას 2019 წლის მარტში ხსენებული ორგანიზაციის ასამბლეა...

დენ ბოსხმა რვიანები მოხაზა
ჩანაწერი

დენ ბოსხმა რვიანები მოხაზა

კარგი ამბავი ჰოლანდიიდან: რვა ტურია კახი ჟორდანიას „დენ ბოსხს“ ქულაც არ დაუკარგავს. შედეგი? „დენ ბოსხი“ ერსტე დივიზიონში მეორე ადგილამდე აღზევდა და ლიდერ „იგლზს“ სულ ქულით ჩამორჩება. მე-15 ტურის მატჩს ჩვენიანი პრეზიდენტის გუნდი გიორგობას, შინ „კამბურთან“ ითამაშებს და მოსალოდნელია, რომ ზედიზედ (ხეზე სამჯერ ვაკაკუნებთ) მეცხრე გამარჯვებასაც მიითვლის. „დენ ბოსხის“ მოგებათა სერია 28 სექტემბერს ახალგაზრდული ალკმაარის 3:1...

ნიკლას ბენდტნერი ციხეში ჩაჯდება
ჩანაწერი

ნიკლას ბენდტნერი ციხეში ჩაჯდება

დანიელი ნიკლას ბენდტნერი, რომელმაც განაჩენი ვეღარ გაასაჩივრა და ახლა 50 დღით ციხეში მოუწევს ჩაჯდომა, ყველაზე მეტად „არსენალში” თამაშით იყო ცნობილი. ლონდონის კლუბიდან ის გაქირავებული იყო „ბირმინგემ სიტიში”, „სანდერლენდში”, თვით „იუვენტუსშიც” კი, შემდეგ თამაშობდა „ვოლფსბურგსა” და „ნოტინგემ ფორესტში”, ახლა „რუსენბორგშია”; დანიის ნაკრებში 81 შეხვედრაში 30 გოლი აქვს გატანილი. და უცბათ ციხე. მიზეზი: 30 წლის თავდამსხმელმა 9...

ალათასა, ბალათასა, საქართველოს კალათასა…
ჩანაწერი

ალათასა, ბალათასა, საქართველოს კალათასა…

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ვიღაც დაწინაურდა, ვიღაც დაქვეითდა, უეფამ კი ქულები და გოლები მისხალ-მისხალ დათვალა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წინ ყველა ნაკრები შესაბამის კალათებში განთესა. საქართველოს ნაკრებმა წარმატებული გამოსვლით, შეიძლება ითქვას, ბოლო ვაგონს მიუსწრო და მეოთხე კალათში განითესა. ზოგადად კალათები ასე გამოიყურება: 1 კალათა: შვეიცარია, პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია,...

თეთრი რუსი მოდის…
ჩანაწერი

თეთრი რუსი მოდის…

ერთა ლიგი ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველოს ნაკრები უკეთეს შედეგს ვერც ინატრებდა. ჩვენებმა ხომ ჯგუფი ათქულიანი უპირატესობით მოიგეს და ამასთან, D დივიზიონის ოთხ ჯგუფის საუკეთესო პირველადგილოსანი გახდა. ამ შედეგეით შედგა კიდეც ნახევარფინალური წყვილები: საქართველო შინ ბელარუსს შეხვდება, მაკედონია – კოსოვოს. ეს მატჩები და ფინალიც 2020 წლის მარტში გაიმართება. 16 თვის მერე როგორი იქნება ბელარუსის ნაკრები, არავინ...

ლივერპულის და ბარსას პირობა
ჩანაწერი

ლივერპულის და ბარსას პირობა

„მირორი” წერს, რომ „ლივერპულს” და „ბარსელონას” გარიგება აქვთ. წინაისტორია ასეთია: გასულ იანვარს მერსისაიდელებმა კატალონიელებს 142 მილიონ გირვანქად ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიუ მიჰყიდეს. თავდამსხმელს „კამპ ნოუზე” გადასვლა კიდევ უფრო ადრე, 2017 წლის ზაფხულში უნდოდა, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა კატეგორიული უარი განაცხადა და როდესაც ნაახალწლევს ტრანსფერი მაინც შედგა, Cadena Ser-ისა და AS-ის ინფორმაციით „წითლებმა” „ბარსელონას” პირობა დაადებინეს, რომ კოუტინიუს შეძენიდან სამი...

ჰიონესი კანს აძრობს?
ჩანაწერი

ჰიონესი კანს აძრობს?

66 წლის ული ჰიონესმა განაცხადა, რომ უახლოეს ორ-სამ წელიწადში „ბაიერნის” პრეზიდენტისა და სადამკვირვებლო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგება, ოღონდ დასძინა — რომ ვიცოდე იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც ჩემს შეცვლას შეძლებს, გაისადვე წავიდოდიო. ჰიონესი ვალდებულია 2019 წლის ბოლოსთვის გადაწყვიტოს რას აპირებს. გაისად ამ დროს „ბაიერნს” ყოველწლიური კონგრესის გარდა არჩევნებიც უწევს და ის ან თავად უნდა დარჩეს თანამდებობაზე...