უეფა პრეზიდენტის უალტერნატივო არჩევნები

Home კატეგორიის გარეშე უეფა პრეზიდენტის უალტერნატივო არჩევნები
უეფა პრეზიდენტის უალტერნატივო არჩევნები

უეფას მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი ორგანიზაციის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იქნება. ინფორმაცია უეფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს, რომ ჩეფერინს ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნა 2023 წლამდე აქვს გარანტირებული. კანდიდატად დარეგისტრირების ვადა უკვე ამოიწირა.

ალექსანდრ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს. მას კონკურენციას ჰოლანდიელი მიხაელ ვან პრაგი უწევდა. სლოვენიელმა საფეხბურთო ჩინოვნიკმა პოსტზე მიშელ პლატინი შეცვალა, რომელიც თავის მხრივ კორუფციული სკანდალის ფიგურანტი გახდა. უეფას პრეზიდენტის უალტერნატივო არჩევნები ორგანიზაციის კონგრესზე 7 თებერვალს რომში ჩატარდება.

ავტორის პროფილი

გიორგი დარჯანია
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.