არაფერია იმაზე ცუდი, როცა ვერმოთოკილი ემოციის გამო სპორტული სანახაობა მუშტიკრივში გადაიზრდება. ამჯერად ქომაგებზეა საუბარი. ბოლო წლებში ჩვეულებრივი ფანკლუბების გარდა ყველა “თავმოყვარე” კლუბს გაუჩნდა ულტრასები – მოხულიგნო ჯგუფები, რომლებსაც ტრიბუნაზე სიტუაციის დაძაბვისკენ გაურბით თვალი. თავად ულტრასები, ჰა და ჰა, სტადიონზე არშეშვებით დასაჯონ, კლუბები კი სერიოზულად ზარალდებიან. საკუთარივე ქომაგების მორიგი მსხვერპლი ფრანგული „ლიონია“. შარშან „ბეშიქთაშთან“ მატჩისას არეულობების...
წელი: 2018
საუკეთესო და ჩინეთი
ლუიშ ფელიპე სკოლარი „გუანგჟუ ევერგრანდეს” მწვრთნელია, რომელმაც ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მას ჩინეთში ცხოვრების თავისებურებები გამოჰკითხა. ბრაზილიისა და პორტუგალიის ნაკრებების ყოფილმა თავკაცმა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს უთხრა, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც დასახლება და ბურთაობა ღირს. „კრიშტიანუმ ჩინეთში ცხოვრების შესახებ არაერთხელ მკითხა, — თქვა სკოლარიმ, — მე მას ყველაფერი ვუამბე და ისიც ვუთხარი, რომ...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
მისმინე, ამიგო, რას იზამდი, რონალდო რომ იყო? რა უნდა მექნა, ვივარჯიშებდი და მერე ვითამაშებდი. კიდევ? კიდევ? კიდევ,სუზანასთან ერთად შევიქცევდი თავს. სუზანა ვინ არის? სუზანა, რონალდოს გოგოამხანაგია. ა, ჰო, ვიცი, ტელევიზორში რო იცინოდა ხოლმე. აი, ეგ. მერე მოგწონს? მე რატომ უნდა მომწონედს, ჩემი გოგო ხომ არ არის? იმას მოწონს და ჩაიც იმან მიირთოს. კარგი, და კიდევ...
ნეიმარმა მოისხა?
უქემეებზე პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰალეფი ბრაზილიაში ჩაფრინდა. ოფიციალური საბაბი ნეიმარის საქველმოქმედო ორგანიზაციის გახსნაში მონაწილეობაა, თუმც კი კულუარულად ითქვა- პრეზიდენტი ეცდება ნეიმარი პსჟ-ში დარჩენაზე დაიყოლიოსო. აი, რამდენიმე მიზეზი, რატომაც არ მოსწონს ნეიმარს საფრანგეთი: – აქაური ფეხბურთი უხეშიაო. – ბალახი მეტისმეტად მაღალიაო. – გასვლით მატჩებზე ავტობუსით დავდივართო. და ამგვარები… ფეხბურთელის აგენტებმა უკვე ამცნეს არაბ ბოსებს, თუ ჩვენს...
უხარაიშვილოდ…
… როცა გიორგი ხარაიშვილი შვედურ „გიოტებორგში“ მიდიოდა, ბევრს ეგონა, რომ წლეულს „საბურთალოს“ ძალიან გაუჭირდებოდა. ამის მიზეზიც არსებობდა. გავიხსენოთ შარშანდელი სეზონი, როცა მათმა კაპიტანმა ტრავმა მიიღო, გუნდი ერთი მეორის მიყოლებით აგებდა მატჩებს. მაშინ საბურთალოელებს ერთდროულად კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუშავდათ და უსუსურ თამაშს ესეც განაპირობებდა, მაგრამ ხარაიშვილი „საბურთალოსთვის“ მაინც სხვა იყო. მარნეულელი ბიჭი, რომელის გაზრდაშიც საბურთალომ...
საქართველოს დევები სჭირდება!
საქართველოს დევებმა საქართველოს გამარჯვება აჩუქეს! საქართველოს დევების ქვეყანა არცთუ დიდია, სულ ერთი მუჭაა, სულ ერთი წვეთი ცრემლია, ერთი მფეთქავი გულია და ერთი განწირული, ჩახრინწული ამოთქმაა. ღრიალია და სიყვარულია, დარდია და იმედია, ის არის, რომ ოდესმე, სადღაც, ერთ რომელიმე ადგილას, სადაც ეს ყველაფერი ერთად მოიყრის თავს, დევები გაიმარჯვებენ. საქართველოს სჭირდება დევები. ისინი ალალები, პირდაპირები, თავდაუზოგავები,...
მილიონი ერთ ღამეში
როცა ბადის მეორე მხარეს ხუან მარტინ დელ პოტრო დგას, სენსაციად თვით როჯერ ფედერერის მარცხიც არ აღიქმება. აყლაყუდა არგენტინელს არც ტიტულები აკლია და გამოცდილებას ხომ ნუღა იტყვით. ამერიკული ინდიან უელსის ტურნირის ფინალამდე ფედერერი ზედიზედ 16 მოგებით მივიდა, სეზონის ასეთი სტარტი კი შვეიცარელ მაესტროს წინა ათწლეულის შემდეგ არ ჰქონია. ამიტომ იყო, როჯერი ლამის უპირობო ფავორიტად რომ შერაცხეს....
ბედნიერება
მზიანი დარი ბედნიერებაა. ბედნიერებაა, როდესაც სიცივე უკან იხევს, თხელ ქურთუკს იცვამ და გაზაფხულს სუნთქავ. ბედნიერებაა, როდესაც სტადიონი ივსება. ბედნიერებაა, როდესაც ტრიბუნაზე მრავალი ქალია, მრავალი ბავშვი. ხედავ ოჯახებს, შეყვარებულებს, ლოყებზე დახატულ დროშებს, ფერად ტანსაცმელს, ბაირაღებს, ტალღებს. ისმის სიცილი. ბედნიერებაა, როდესაც მოედანზე ჩვენს ბიჭებს ხედავ. ჩვენს მორაგბეებს. ერთ მათგანსაც არ ვიცნობ და შორიდან რომ ვუყურებ, ასე მგონია,...
ყველაფერს ფულით ვერ იყიდი
რუსთავში „მეტეორები“ ბობოქრობენ, სამართლიანად ბობოქრობენ…. „მეტეორები“ რუსთავული საფეხბურთო კლუბის ერთგულ ქომაგთა გაერთიანებაა, ერთობ მომთხოვნი და რადიკალური. რუსულ რელსებზე შემდგარმა „რუსთავმა“ პირველ ტურში „დინამო“ კი დაამარცხა სენსაციურად, თუმც, შემდეგ მიჯრით ორი მარცხი იწვნია. თანაც ორივე მატჩი სრულიად უსახური თამაშით წააგო, რაშიც ქომაგები ფრიად საეჭვო სამწვრთნელო გამოცდილების ვლადიმერ ვალერის ძე გაზაევის ბრალეულობას ხედავენ და უკვე ღიად ითხოვენ...
კონფლიქტი: მოუ vs შოუ
ლუკ შოუს მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა მოხვედრა, რისთვისაც საჭიროა „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ხშირად ითამაშოს. სწორედ ამ საკითხის გასარკვევად სთხოვა 22 წლის მარცხენა მცველმა ინგლისური გუნდის პორტუგალელ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს შეხვედრა. პასუხად მწვრთნელმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც შოუსთვის ნათელი გახდა, რომ პორტუგალიელთან აღარ დაედგომება. შოუმ მოურინიუსთან ლაპარაკი „კრისტალ პალასთან” თამაშის შემდეგ სცადა. გეხსომებათ, „იუნაიტედი” 0:2-ს აგებდა, მაგრამ 3:2...









