
მზიანი დარი ბედნიერებაა.
ბედნიერებაა, როდესაც სიცივე უკან იხევს, თხელ ქურთუკს იცვამ და გაზაფხულს სუნთქავ.
ბედნიერებაა, როდესაც სტადიონი ივსება.
ბედნიერებაა, როდესაც ტრიბუნაზე მრავალი ქალია, მრავალი ბავშვი. ხედავ ოჯახებს, შეყვარებულებს, ლოყებზე დახატულ დროშებს, ფერად ტანსაცმელს, ბაირაღებს, ტალღებს. ისმის სიცილი.
ბედნიერებაა, როდესაც მოედანზე ჩვენს ბიჭებს ხედავ. ჩვენს მორაგბეებს. ერთ მათგანსაც არ ვიცნობ და შორიდან რომ ვუყურებ, ასე მგონია, ძველი ქართულით ლაპარაკობენ. თითქოს რომელიღაც ლეგენდიდან არიან.
ბედნიერებაა, როდესაც ისინი კვლავ იმარჯვებენ.
და ეს ყველაფერი — მზე, ხალხი, ტალღები, ბიჭები — ქართული რაგბია!
დღეს ქართული რაგბი ბედნიერებაა!
ასეთ დროს ფიქრობ, რომ საქართველო ბედნიერი ქვეყანაა.
და იმ წუთებში მართლაც ასეა!!!
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 08:51ჟოაო ფელიქსი: რა თქმა უნდა იამალი
სიახლეები28/09/2026 | 07:55ზუბკოვი: მწვრთნელის შეცვლამ გუნდზე შეიძლება კარგადაც იმოქმედოს და ცუდადაც
მთავარი ამბავი28/09/2026 | 07:19ანდრეა მალდერა: მოწინააღმდეგეზე ფიქრში ენერგია არ უნდა დავხარჯოთ
მთავარი ამბავი27/09/2026 | 09:57სანიოლი: 25 – 10 – 23
