მარტის დასაწყისში, „შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა თქვა: „ბავარიელთა თავკაცობას იმიტომ დავთანხმდი, რომ კლუბი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, შესაფერის მწვრთნელს ვერ პოულობდა. მაშინ ვთქვი, რომ „ალიანს არენაზე” სეზონის ბოლომდე დავრჩებოდი, ამასობაში კი გამოჩნდებოდა, როგორ წავიდოდა საქმეები. ასეთი შეთანხმება პატიოსან ურთიერთობას განაპირობებს”. ამჯერად, ჰაინკესის „ბაიერნიდან” წასვლის საკითხზე გერმანული ტაბლოიდის TZ-ს ფურცლებიდან „რეკორდმაისტერის” ყოფილმა...
წელი: 2018
უილშერი არსადაც არ გადავიდა
დღეს ჯეკ უილშერი აღარ მალავს, რომ არსენ ვენგერი მას გუნდიდან წასვლას ურჩევდა. თურმე ეს სეზონის დასაწყისში მოხდა, როდესაც ფეხბურთელი ჯერ კიდევ დარბაზში ტრენაჟორებთან ვარჯიშობდა. უილშერი მწვრთნელის სიტყვებს იგონებს: „მსურს გულწრფელი ვიყო. ამ ეტაპზე შენთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვაპირებთ. ასე რომ, თუ სადმე გადასვლის ვარიანტი გაქვს, ხელიდან არ გაუშვა, — მითხრა ბოსმა. დარბაზში ველოსიპედის ბორბლებს ვატრიალებდი....
გადარჩნენ!
გორთან, ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ფოთის „კოლხეთის“ ხუთი ფეხბურთელი დაშავდა. საბედნიეროდ, ფეხბურთელები, რომლებიც გორის საავადმყოფოში ოპერატიულად გადაიყვანეს, გადარჩნენ. ავტომანქანის მძღოლი სამწუხაროდ, დაიღუპა – თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა… „სარბიელი“ „კოლხეთის“ პრეს-სამსახურის უფროსს, გია ეჯიბიას დაუკავშირდა: – ფაქტია, გადავრჩით, ფეხბურთელები უვნებელნი არიან, ერთადერთი, თუ არ ვცდები გიორგი არქანიას აქვს...
წითელ-ყვითელი ფრე
პოლონეთში დაწყებულ ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ ტურში ჩვენმა ჭაბუკებმა მასპინძელ თანატოლებს ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს, თუმც ოდენ ფრეს გამორჩნენ… გია ნემსაძის შეგირდებმა თითქმის ნახევარი საათი კაცნაკლულებმა ითამაშეს. მსაჯმა ორი ყვითელი ბარათით 52 წუთზე მოედანი ივა გელაშვილს დაატოვებინა… არადა გაძევებამდე ჩვენები 2:1 იგებდნენ. ანგარიში პენალტით ზურაბ დავითაშვილმა გახსნა, რასაც პოლონელებმა მალევე საპასუხო გოლით უპასუხეს. მერე...
ბრაზილია და მსოფლიო
დიდი სადილის მაგიდა; სპორტული წიგნი, ბესტსელერი — შთაგონების წყარო და სამბა… აი, ჯერჯერობით ეს არის ბრაზილიის ნაკრების საიდუმლო იარაღი, რომლის მეშვეობითაც ხუთგზის ჩემპიონი ზაფხულისთვის ემზადება. სელესაო მოსკოვშია, შეკრებაზე. აქ ის ორი ამხანაგური თამაშისთვის ემზადება: პარასკევს, 23 მარტს რუსეთს ხვდება, სამშაბათს, 27 მარტს კი ბერლინში გერმანიას. ფაქტია, გუნდი შესანიშნავ განწყობაზეა. მაგიდასთან ყველანი ერთად სხედან, დაჯგუფებები არ...
მოგების დროა…
თვის ბოლომდე სანაკრებო ამბები გვაქვს. ქვეყნების ბრძოლა მაინც სხვაა, მთავარი გუნდი როცა თამაშობს, ჩვენთან საფეხბურთო ინტერესიც მატულობს ხოლმე. ნაკრების თამაშებზე სტადიონზე ხალხი მოდის და ზოგჯერ ივსება კიდეც. საქართველო VS ბალტიისპირელები სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ბოლო უქმეებზე ქართველმა ლეგიონერებმა შედეგიანად ითამაშეს. რამდენად გადმოიტანენ ამ შედეგს ნაკრებში, ეს გამოჩნდება. ვაკეში, „მიხეილ მესხზე“ 24 და 27 მარტს...
ქართველის დაბრუნება
რუმინეთთან თამაშის წინ ჩვენმა ძველმა მკითხველმა გაიხსენა და გაგვახსენა გიო ახვლედიანის წერილი, ამ 17 წლის წინ დაწერილი. მაშინაც რაგბი და მაშინაც რუმინეთი იყო. ოღონდ ბიჭები იყვნენ სხვები. იმ გუნდში, ნურავის ეწყინება და, სრულიად გამორჩეული მორაგბე იყო ლევან ცაბაძე, ლეონსიოდ წოდებული… იმ ძველი წერილის ხელახლა გამოქვეყნებით კი იმ მკითხველის სურვილსაც ავასრულებთ და ახალი თაობის ქომაგებსაც ვაჩვენებთ,...
რაიოლას პატრიოტიზმი
სუპერაგენტი მინო რაიოლა ჰოლანდიელია, მაგრამ იტალიელია, რაც მისი პროფესიის კაცისგან გასაკვირი არ უნდა იყოს. გავამარტივოთ: რაიოლა იტალიაშია დაბადებული და გული ფულის გარდა „სკუადრა აძურაზე” შესტკივა, მაგრამ „სკუადრა აძურა” მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. ამიტომაც, რაიოლა თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას არ მალავს. თუმცა, ეს დამოკიდებულება მაინც ბიზნეთნან არის დაკავშირებული. „დღეს იტალიის ნაკრები საშინელებაა, — თქვა რაიოლამ Radio 24-თვის...
რა უნდათ გიოტცეს და შურლეს ნაკრებში?
გერმანელმა მსოფლიოს ჩემპიონმა, „იუვენტუსის” ნახევარმცველმა სამი ხედირამ მონდიალზე წასაყვანი 23 კაცის შერჩევისა და ამ სიაში მოხვედრის სირთულეებზე ილაპარაკა. „ამოცანა მხოლოდ 23 საუკეთესო მოთამაშის შერჩევა კი არ არის, ასევე მნიშვნელოვანია ერთმანეთს მათი ხასიათები და ამპლუები შეუხამო. დღეს გერმანელებს შეგვიძლია მაღალი დონის ფეხბურთელების ფართო სია ჩამოვწეროთ, მაგრამ ამ სიიდან რამდენიმე ღირსეულს ბოლოს აუცილებლად დაწყდება გული. ოთხი წელიწადი ფეხბურთში...
კატასტროფა: გიბრალტარი!
კაცმა მალა მალაო და ჭირმა თავი არ დამალაო, უთქვამს ქართველს. ჩვენი საკლუბო ფეხბურთის პრობლემებზე საუბრისგან ხშირად თავს ვიკავებთ. მერე მოდის მორიგი ევროსეზონი და ჩვენი საფეხბურთო წარსულისთვის დამამცირებელ სტატისტიკას მწარე ალიყურივით გაგვაწნავს. რამდენიც არ უნდა ვეძახოთ ქართულ გუნდებს „სეზონის აღმოჩენა“, „ტალანტების სამჭედლო“, „ავტორიტეტთა რისხვა“, ევროპის 55 ასოციაციას შორის საკლუბო კოეფიციენტით 45-ე ადგილზე ვართ. ეს დროებით. უკანდახევა...









