შაბათის საქართველო – ლიტვის ამხანაგური შეხვედრის მსაჯთა ვინაობა რომ შევიტყე, ცოტა არ იყოს, გაოცებული დავრჩი. ალექსანდრ ტუანს ვიქტორ მარდავი და ვლადისლავ ლისიუ დაეხმარებიან და სამივე მოლდოვადან არიან. ჩვენი ძმა სომეხი მსაჯები მოვისაკლისე, საქართველოს საშინაო ამხანაგურ შეხვედრებს განუხრელად რომ მსაჯობენ. განსაკუთრებით, სურენ ბალიანი მომაკლდა თვალში – მარტო შარშან სამჯერ რომ მოიწვია ჩვენმა ფედერაციამ. ისე კი ჰქონდა...
წელი: 2018
ქუსლიანი 1:0
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის მე-3 შესარჩევ ჯგუფში მესამე გამარჯვება მოიპოვა და ცხრილშიც მესამე ადგილზე გამაგრდა – გია ცეცაძის გაწვრთნილებმა გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ფარერელი თანატოლები ლუკა ზარანდიას ერთადერთი გოლით დაამარცხეს. გია ცეცაძის თავკაცობით 21-წლამდელებმა პირველად მოიგეს. შარშან, ფარერებზე განცდილი სამარცხვინო 1:3 წაგება ყველას გვახსოვს, დღეს კი იგივე გუნდს ჩვენებმა მხოლოდ 1:0 მოუგეს. ეს...
გაზაფხული ჩვენს ქუჩაზე…
ასტრონომიული გაზაფხული უკვე დადგა და არც მეტეოროლოგიურს ვუჩივით. ამჯერად საფეხბურთო გაზაფხულს ველოდებით. 24 მარტს ლიტველთა ეროვნულ გუნდს ვეთამაშებით ამხანაგურად, სამშაბათსკი ესტონელებს ვმასპინძლობთ. სხვისას ვერ გეტყვით და ჟურნალისტები ჩვენი ნაკრების ყველა შეხვედრას ემოციურად სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ, თითქოს არასოდეს გაგვცრუებოდეს იმედი, არასოდეს გაგვჩენოდეს წყენის ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, არასოდეს დაგვეწეროს რამე კრიტიკული… საკმარისია ერთი კარგი, ჯიგრიანი და რაც...
იყო სიცილიანი და დიდი მოკრივე
ჰოსპიტალში მაიამი ბიჩის ერთ-ერთ ჰოსპიტალში რომ კვდებოდა, ჭაღარა, კეთილთვალება ზანგი, ცალი თირკმელი სულ არ ჰქონდა, მეორე კი ვეღარაფერში ეხმარებოდა. მერე ზანგი აღესრულა. ეს იყო ზუსტად ორი წლის წინათ, განსვენებული 59 წლისა იყო და მაიამურმა ტაბლოიდებმა ნახევარსვეტიანი ნეკროლოგები მიუძღვნეს მის განვლილ ცხოვრებას. სპორტში ხშირად ხდება ხოლმე ასე და არც კრივია გამონაკლისი: ჩვენს გვერდით დიდი კაცი გაჩნდება...
ბოლტი დორტმუნდში
ლეგენდარულმა მძლეოსანმა უსაინ ბოლტმა „დორტმუნდთან” ივარჯიშა. თვითმხილველები ამბობენ, ვერ მიხვდებოდით იამაიკელი ფეხბურთელი რომ არ იყოო. 31 წლის სპრინტის გადამდგარი მეფე „მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი გულშემატკივარია, მაგრამ თავს დორტმუნდელთა საწვრთნელ ბაზაზეც შესანიშნავად გრძნობდა. კვირის დასაწყისში ბოლტის ვარჯიშს „იუნაიტედის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ უყურა, მაგრამ როგორც ამბობენ, ამჯერად მის გერმანულ კლუბში აყვანაზეა ლაპარაკი. ბოლტი დარწმუნებულია, რომ თავის არაბუნებრივ სისწრაფეს,...
ბასილაშვილის მაიამური ტაიმბოლი
მაიამის მასტერსზე საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასტარტო შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. სპეციალისტები და ბუკმეკერები ცალსახა ფავორიტად ტომას ფაბიანოს მიიჩნევდნენ, რომელმაც პირველი სეტი ერთი ამოსუნთქვით მოიგო-6:1. მეორე სეტში ქართველმა სრულფასოვანი რევანში ორი ბრეიკით აიღო – 6:2. ნიკოლოზის სასახელოდ უნდა ითქვას, მესამე სეტში 5:5 – ზე გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა, მერე საკუთარ მოწოდებაზე ორი მატჩბოლის უფლება მიიღო და...
მარადონამ მესი არც ახსენა
რაც უფრო ახლოსაა მსოფლიო ჩემპიონატის სტარტი, მით უფრო მოხშირდა პროგნოზები საფეხბურთო ავტორიტეტების მხრიდან. მარადონა რისი მარადონა იქნებოდა, საკუთარი აზრი არ დაეფიქსირებინა, რომელმაც სრულიად არგენტინას დაწყვიტა გული. ლეო მესი მსოფლიო თასს სიზმრებში ხედავს, მთელი ქვეყანა ტრიუმფის მოლოდინშია, დიეგომ კი არგენტინა არც ახსენა: „საფრანგეთს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს ჩინებული ფეხბურთელებით. თუნდაც პოგბა, მაგრამ რიბერი რომ დამატებოდათ, უფრო...
შენ ხომ მაინც ითამაშებ…
ოლეგ ბლოხინი მეორე საბჭოთა ფეხბურთელია, ვისაც ევროპის უმთავრესი საფეხბურთო ჯილდო, „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ ერგო. ბლოხინზე ამბებს წალეკილი ჰქონდა საბჭოთა სპორტული პრესა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ის ძველი სტატიები ძალიან მოსაწყენი სტატიებია, მართლა საინტერესო ამბავს ვერ ამოიკითხავ. დრო იყო ეგეთი, როცა ყველაფერი ერთ თარგზე უნდა ყოფილიყო გამოჭრილი და რაიმე პირადული ამბების ხსენება არ შეიძლებოდა… ამ ბოლო...
რონალდინიო აბორტების წინააღმდეგ
ორი დღის წინ „ბარსელონას“ ყოფილ ვარსკვლავ რონალდინიოს 38 წელი შეუსრულდა. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებების დროა და ბრაზილიის რესპუბლიკურ პარტიაში გაწევრიანდა. პარტია ულტრაკონსერვატიული მიმართულებისაა და სარჩულად ევანგელისტური მოძღვრება აქვს. ძირითადი პრინციპი ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვა გახლავთ და მომავალ არჩევნებში ორი ძირითადი იდეით აპირებს ამომრაჩეველთა ყურადღების მიქცევას: ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა და აბორტების წინააღმდეგ...
სალაჰმა ეგვიპტეს ჩაურიცხა
ინგლისური “ლივერპულის” ეგვიპტელი ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი სუპერსეზონს ატარებს და რაგიგინდარა კალიბრის მეტოქეთა კარში გოლები პანტაპუნტით გააქვს. ფეხბურთელი ბედნიერია… კლუბიც… ქომაგებიც… ერთადერთი – სატელეკომუნიკაციო გიგანტი Vodafone -ს ეგვიპტური შვილობილი კომპანიაა შავ დღეში. ზამთარში, როცა სალაჰთან სარეკლამო კონტრაქტს აფორმებდა, კომპანიამ პირობა დადო – სალაჰის ყოველ გოლზე ჩვენს თითოეულ აბონენტს 11 (სალაჰის ნომერია) წუთს უფასო სალაპარაკო დროს დავურიცხავთო....









