კრივზე წაგიკითხავს, გინახავს და გიქომაგია? თვალდალურჯებულ ლოპიანადან ფლოიდ მეივეზერამდე მუშტის ბარაქიანად მოქნევის ყველა ოსტატი იცი? “სარბიელის” კრივის რუბრიკას ერთგულობდი და ერთგულობ? ეს ვიქტორინა საშენო ყოფილა… [interaction id=”5ab7567e6a3baa3820465411″]
წელი: 2018
ტუხელმა არაო
თომას ტუხელთან დაკავშირებულმა ბოლო ცნობამ ბუნდესლიგა გააოცა: 44 წლის მწვრთნელი მომავალ სეზონში „ბაიერნის” გაძღოლაზე უარს ამბობს. მოგეხსენებათ, 72 წლის იუპ ჰაინკესი სეზონის დამთავრების შემდეგ „რეკორდმაისტერიდან” მიდის. ბავარიელები ახალი თავკაცის ძებნაში არიან. კანდიდატთა შორის ერთ-ერთი ფავორიტი სწორედ თომას ტუხელი გახლდათ, მაგრამ ვითარება უცებ და რადიკალურად შეიცვალა: როდესაც „ბაიერნის” ოფისიდან „დორტმუნდის” ყოფილ მწვრთნელს შეეხმიანენ, პასუხად მიიღეს, რომ...
რაიოლა: გვარდიოლა ლაჩარი და ძაღლია
„გვარდიოლა ლაჩარი და ძაღლია” — თქვა საჯაროდ სუპერაგენტმა მინო რაიოლამ. თანამედროვე ფეხბურთის ორ გავლენიან ფიგურას შორის რომ ცუდი ურთიერთობაა, დიდი ხანია ცნობილია. მდგომარეობა პერიოდულად მწვავდება ხოლმე. რაიოლა ამბობს, რომ თავის ფეხბურთელებს ნებისმიერ გუნდში მოაწყობს, ოღონდ გვარდიოლასა და მის კლუბს (ამჯერად „მანჩესტერ სიტის”) სარგებელს არ ანახებს. „პეპ გვარდიოლა როგორც მწვრთნელი ფანტასტიკურია, მაგრამ როგორც ადამიანი ნულია, ლაჩარი...
პრობლემა სახელად პოგბა
ჟოზე მოურინიუ და პოლ პოგბა ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან. ამბობენ, რომ უფრო პოგბაა გაბუტული. ფრანგი ნაწყენია, რადგან პორტუგალიელი ინგლისურ გუნდში რეგულარულად აღარ ათამაშებს. თურმე, როდესაც პოგბას ხელმძღვანელებთან რამე საქმე აქვს, მწვრთნელის ასისტენტ რუი ფარიას მიმართავს ხოლმე. პოგბას აგენტი მინო რაიოლა მზად არის საქმეში ჩაერთოს. ის ხედავს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცისა და ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ურთიერთობა ვეღარ...
ჩვენ ერთი მტერი გვყავს!
შარშანდელივით იღბლიანი გამოდგა მარტის ბოლო საქართველოს ნაკრებისთვის – შარშანდელივით ბალტიისპირელებს უმასპინძლა ვაისის გუნდმა და მაშინდელივით დიდი ანგარიშით იმარჯვა. ერთი წლის წინ ლატვიელთა 5:0 ძლევა, მართლაც რომ ფეერული იყო, ისევე როგორც დღევანდელი პირველი ტაიმი ლიტვასთან, სადაც ქართველებმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს სტუმრებს… მატჩს კი სამწუხარო ელფერი ახლდა, ჩვენები შავი სამკლავურებით გავიდნენ მოედანზე,რაკიღა დღეს სრულიად საქართველო იყო...
ირლანდიამ საქართველო არც პატარებში დაინდო
გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა 17-წლამდელთა ნაკრებმა ირლანდიასთან 0:2 წააგო და თითქმის გადაიწურა ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი. იმისთვის, რომ საქართველო მეორე ადგილზე გავიდეს, 27 მარტს უმოტივაციო ირლანდიამ ბოლო ტურში მასპინძელ პოლონეთს უნდა მოუგოს, ხოლო ნემსაძის ბიჭებმა მაკედონია დიდი ანგარიშით უნდა დავამარცხონ. ეს ზღაპარს ჰგავს. მთავარი თამაში დღეს იყო, ჩვენებს ირლანდიასთან არ უნდა წაეგოთ… თავიდანვე ცუდად წავიდა საქმე:...
პიკე: პეპი რომ ბარსაში დარჩენილიყო, მე ახლა სხვაგან ვითამაშებდი
ჟერარდ პიკემ 2012 წელი და პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობა ინტერნეტ პორტალ The Players Tribune-ში მოიგონა. უფრო სწორედ, ის, რასაც ხსენებულ პორტალში ვკითხულობთ, უფრო 31 წლის მცველის მემუარული ჟანრის ნაშრომია სახელწოდებით The long story (გრძელი ამბავი), სადაც „ბარსას” ლეგენდარულ მწვრთნელთან დაკავშირებული ნაწილი ცოტა არ იყოს გაკვირვებას იწვევს. ჟერარდ პიკე 2012 წლის სეზონს კარიერაში ყველაზე ცუდს უწოდებს. თითქოს...
ღმერთი, ბურთი და ოჯახი
ფეხბურთს თუ უყურებ, რივალდოც იცი. იცი კი არა, აუცილებლად იცი და ეგებ არც მოგწონდეს ის გუნდები, რომლებშიაც მას უთამაშია, მაგრამ ეს უმნიშვნელოა. ყოველთვის ასეა, როცა ფეხბურთის ჯადოქრებზე მიდგება საქმე. ხმელი, ფეხებდაგრეხილი, თითქოს ზოზინა, თითქოს ზარმაცი… მოხერხებული, არაადამიანურად მოქნილი, ღრუბელივით რბილი და მოედანზე ვითმდა უდარდელი. აი, როგორია რივალდო… ის კიდევ ასეთია: მისი დარტყმა მხოლოდ დარტყმაა, ასე...
მესის არგენტინა, რონალდუს პორტუგალია და სხვა
რაკი თანამედროვე ფეხბურთი დიდწილად ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გარშემო ტრიალებს, ამ ორი დიდი ვარსკვლავის ნაკრები გუნდების ამხანაგური შეხვედრები ცალკე გამოვყოთ. საინტერესოა, რომ როგორც არგენტინამ, ასევე ევროპის ჩემპიონმა პორტუგალიამ ნეიტრალურ მოედანზე ითამაშა. არგენტინელებმა მანჩესტერში, „ეტიჰედ სთედუმზე” მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენილ იტალიას 2:0 მოუგეს. გოლები შეხვედრის ბოლო 11 წუთში გაიტანეს ევერ ბანეგამ და მანუელ ბანსინიმ. ლეო...
ინგლისელებს სცემენ!
ამსტერდამში, ამხანაგურ შეხვედრაში, ჯესი ლინგარდის გოლით ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩენილ ჰოლანდიას 1:0 მოუგო, მაგრამ იქ სადაც ინგლისელები არიან მოვლენები მარტო ფეხბურთის მოედანზე არ ვითარდება. თამაშამდე, ამსტერდამის პოლიციამ ინგლისელი ფანები ხელკეტებით სცემა. „სანი” წერს, რომ სტუმარი გულშემატკივრების რბევაში თექვსმეტი ქვეითი და ექვსი ცხენოსანი პოლიციელი მონაწილეობდა. იმის შესახებ, თუ რატომ ჩაერია საქმეში სამართალდამცველთა საგანგებო რაზმი,...









