ჟერარდ პიკემ 2012 წელი და პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობა ინტერნეტ პორტალ The Players Tribune-ში მოიგონა. უფრო სწორედ, ის, რასაც ხსენებულ პორტალში ვკითხულობთ, უფრო 31 წლის მცველის მემუარული ჟანრის ნაშრომია სახელწოდებით The long story (გრძელი ამბავი), სადაც „ბარსას” ლეგენდარულ მწვრთნელთან დაკავშირებული ნაწილი ცოტა არ იყოს გაკვირვებას იწვევს.
ჟერარდ პიკე 2012 წლის სეზონს კარიერაში ყველაზე ცუდს უწოდებს. თითქოს ყველაფერი ნაწილებად იშლებოდაო, ამბობს ფეხბურთელი.
არადა, მცველისა და მწვრთნელის ურთიერთობა თავიდან იდეალური იყო, მაგრამ ის, რასაც სამი წლის მანძილზე ხინჯი არ მოეძებნებოდა, მეოთხე წელიწადს წახდა.
„სეზონის მსვლელობისას პეპმა ჩემი რწმენა დაკარგა. მას უნდოდა, რომ 24 საათი ფეხბურთზე გვეფიქრა, მაგრამ ჩემი ცხოვრების იმ პერიოდში ამისთვის მზად არ ვიყავი. მაშინ ასეთ ფილოსოფიას ვერაფრით გავიზიარებდი.
ერთი სიტყვით, პეპი აღარ მენდობოდა და ეს ყველაზე მძაფრად „რეალთან” შეხვედრაში გამოჩნდა, როდესაც მან არ მათამაშა. ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო. ნუთუ „ბარსელონაში” თამაშის ოცნება ასე მალე დასრულდა? — ვფიქრობდი გაწბილებული”.
2012 წელს „ბარსა” ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალში გამოეთიშა. ეს სწორედ ის დროა, როდესაც კლუბმა მწვრთნელის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა: პეპ გვარდიოლა „კამპ ნოუდან” მიდიოდა.
„ხანდახან ვფიქრობ რა მოხდებოდა იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგა რომ მოგვეგო, — ამბობს ჟერარდ პიკე — პეპი ალბათ „ბარსაში” დარჩებოდა და აღარასოდეს მენდობოდა. ახლა ალბათ სხვა კლუბის ფეხბურთელი ვიქნებოდი. ჩემდა საბედნიეროდ, შემდგომ სეზონში ტიტო ვილანოვამ ძირითად შემადგენლობაში დამაბრუნა.
პეპს დღემდე ვეთაყვანებდი, მაგრამ რაც მაშინ მოხდა ჩემთვის ძალიან ძნელი გადასატანი იყო“.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
