არგენტინის მეორე ლიგაში, რომელსაც „პრიმერა B ნასიონალი” ეწოდება, „ლოს ანდესის” და „ბრაუნის” შეხვედრა მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. შედეგად, პოლიციამ ტრიბუნაზე ჩხუბისთვის ასამდე გულშემატკივარი დააკავა. თამაში სულ 15 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მსაჯს მისი შეჩერება მოუხდა. მზეზი: ორ ბანაკად დაყოფილმა მაყურებელმა ერთმანეთში მასობრივი ჩხუბი წამოიწყო. მეტოქე გუნდების „ბრავასებმა” (ასე ეძახიან არგენტინელები „ულტრასებს”) ერთმანეთს ბოთლები და სადღაც ნაშოვნი...
წელი: 2018
ალეხანდრო ძე სერხიოსი
სერხიო რამოსს და პილარ რუბიოს მესამე შვილი შეეძინათ. „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების 31 წლის მცველის ოჯახს პატარა ალეხანდრო შეემატა. ვაჟის დაბადება რამოსმა გულშემატკივარს ინსტაგრამით ამცნო. „ბედნიერი ვარ, რომ დღეს ალეხანდროს გაცნობთ. ის გამთენიისას 6 საათსა და 40 წუთზე დაიბადა. მისი წონაა 3,1 კილოგრამი. გმადლობთ ჩვენს სიხარულს რომ იზიარებთ. პილარ რუბიო, მე შენ მიყვარხარ” — დაპოსტა ვარსკვლავმა....
… თუ დაიკვეხნით, ჩვენების ბიჭობაცა თქვით
ორი დღის წინ სხვა ნაკრებებთან ერთად რუსეთისა და ბრაზილიის ეროვნულმა გუნდებმაც იამხანაგეს. სამხრეთამერიკელებმა 3:0 იმარჯვეს, თუმცა ახლა ეს არაა მთავარი. მატჩამდე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა ბრაზილიელებთან დაპირისპირებების სტატისტიკა ამოქექეს და განსაკუთრებით „მარაკანაზე“ მოპოვებული გამარჯვება გამოარჩიეს – რუსული ფეხბურთის ერთ-ერთი სახელოვანი ფურცელიაო. გული დამწყდა. თითქოს ჩემიანები დამიჩაგრეს და კიდევ რაღაცას გვართმევენ… 1980-ში სულ რაღაც 9 წლის ვიყავი,...
სადილის პრობლემა გადაჭრილია
ალექსის სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედის” ბაზაზე, სასადილოში, თანაგუნდელებთან ერთად არ ჭამს, მარტო ყოფნა ურჩევნიაო, ატყდა მითქმა-მოთქმა. „დეილი სტარმა” ჩილელი ვარსკვლავის გამართლება სცადა. გაზეთმა დაწერა, სანჩესი სასადილოში მარტო იმიტომ შედის, რომ მოედანზე სხვებზე დიდხანს რჩება და დამატებით ვარჯიშობსო. „დეილი სტარის” ინფორმაციით ეს ამბავი კლუბის მავანმა თანამშრომელმა გამოიტანა, რითაც „არსენალიდან” ახალი გადასული ფორვარდის ამბავს ნათელი მოჰფინა. არადა ამბობდნენ,...
ტუხელი, ლონდონი, მიუნხენი
დიდხანს იმედოვნებდა „ბაიერნის” პრეზიდენტი ული ჰიონესი, რომ 72 წლის მწვრთნელს იუპ ჰაინკესს კიდევ ერთი წლით დატოვებდა „ბაიერნის” სათავეში. ამაოდ. და როდესაც ის ბოლოს და ბოლოს სათადარიგო ვარიანტად შეგულებულ 44 წლის თომას ტუხელს მიუტრიალდა, „დორტმუნდის” ყოფილი თავკაცი უკვე სხვასთან მორიგებული დაუხვდა. ვინ არის ეს სხვა? როგორც 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და გერმანიის ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი...
ავსტარლია ფეტელისაა
სებასტიან ფეტელი „ფერარის“ საჯინიბოდან ფორმულა 1-ს სეზონის პირველი გრან პრის გამარჯვებული გახდა. სეზონის პირველ ეტაპს ავსტრალიამ უმასპინძლა. ავტორბოლაში მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა ფეტელმა ავსტრალიის დიდი პრიზი შარშანაც მოიგო, ჯამში კი ეს მის კარიერაში სამეფო რბილაში 48-ე მოგებული ეტაპია. ფინიშთან მეორე მივიდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, „მერსედესის“ ბრიტანელი პილოტი ლუის ჰემილტონი. პოდიუმის მესამე საფეხურზე „ფერარის“ მეორე პილოტი ფინელი...
ეჰ, ჯანო…
შაბათს, ლიტვასთან ამხანაგური მატჩის მე-6 წუთზე ჯანო ანანიძე ბურთის მეტოქის საჯარიმოში ჩაკიდებას ცდილობდა, როცა უხერხულად დაეცა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ჯანოს მუხლის ჯვარედინი იოგები დაუზიანდა და მინიმუმ ექვსი თვე ვერ ითამაშებს. დიდი ალბათობით, მას რომის „ვილა სტიუარტის“ ჰოსპიტალში გაუკეთებენ ოპერაციას, რომელთანაც მოსკოვის „სპარტაკს“ ხელშეკრულება აკავშირებს. წესით, ჯანოს მკურნალობის ხარჯები საქართველოს...
ტოჩინოშინის ორი მილიონი
ოსაკას ბაშოზე ბოლოსწინა საშეჯიბრო დღე იყო და ლევან გორგაძემ მორიგი, უკვე მეათე გამარჯვება მოიპოვა. მიმდინარე ტურნირი ქართველისთვის ისედაც წარმატებული იყო, ორგანიზატორებმა კი სამიდან ერთი სპეციალური პრიზით კიდევ უფრო გაულამაზეს. სიუკონსიო (ასე ჰქვია პრიზს) იმ ფალავანს გადაეცემა, რომელიც „დიად ჩემპიონს“ (იოკოძუნას). დაამარცხებს. ტოჩინოშინმა ეს შეძლო და 2 000 000 იაპონური იენითაც (დაახლოებით 20 000 დოლარი) შეივსო...
აიწონა-დაიწონა ბერლინში
ბერლინში მიმდინარე საჭადრაკო მსოფლიო ჩემპიონობის კანდიდატთა ტურნირზე, მეთორმეტე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში დიდი გადანაცვლებები ჩანს. პრედენდენტთა წინა ტურნირის მომგებმა რუსმა სერგეი კარიაკინმა, რომელსაც მე-7 ტურამდე გამარჯვება არ ჰქონდა და ბოლო ადგილზე მიხოხავდა, სადღაც ჟანგბადის დიდი მარაგი გამოძებნა და მძლავრი ამოსუნთქვებით ოთხი პარტიის მოგება მოახერხა, რამაც იგი იტალოამერიკელ ფაბიანო კარუანასთან ერთად ცხრილის თანალიდერიც გახდა. კარუნას აღმასვლაც...
ფედერერი ზაფხულამდე წავიდა
როჯერ ფედერერი ზაფხულამდე დაგვემშვიდობა. წუხელ შვეიცარიელმა მაიამის მასტერსის მეორე წრეში ბერძნული წარმოშობის ავსტრალიელ ტანასი კოკინაკისთან სამ სეტში, სენსაციურად 6:3 3:6 6:7 წააგო. ფედერერი მატჩის წინ მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო, მისი მეტოქე კი რეიტინგის 175-ე ნომერი, რომელიც ტურნირის ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით გავიდა. დამარცხების შემდეგ ფედერერმა განაცხადა, რომ გაზაფხულის თიხნარის ტურნირებს (მათ შორის როლან გაროსს) გამოტოვებს...









