ლუკ შოუს მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა მოხვედრა, რისთვისაც საჭიროა „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ხშირად ითამაშოს. სწორედ ამ საკითხის გასარკვევად სთხოვა 22 წლის მარცხენა მცველმა ინგლისური გუნდის პორტუგალელ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს შეხვედრა. პასუხად მწვრთნელმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც შოუსთვის ნათელი გახდა, რომ პორტუგალიელთან აღარ დაედგომება.
შოუმ მოურინიუსთან ლაპარაკი „კრისტალ პალასთან” თამაშის შემდეგ სცადა. გეხსომებათ, „იუნაიტედი” 0:2-ს აგებდა, მაგრამ 3:2 მოიგო. ეს 6 მარტს იყო. იმ შეხვედრაში მწვრთნელმა შოუ 23 წუთით შეუშვა მოედანზე, მაგრამ მას მერე არც „ლივერპულთან” ათამაშა და არც ჩემპიონთა ლიგაში „სევილიასთან”. უფრო სწორედ, „სევილიასთან” მოურინიუმ შოუ საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში.
ამის შემდეგ, „განსაკუთრებული” გაწბილებულ ფეხბურთელს ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ბრაიტონთან” თამაშს დაჰპირდა, მაგრამ ეს შოუს გუნდიდან გაშვების წინ გამოფენა-გაყიდვის აქცია უფრო იყო. შოუს სავალალოდ აქციამაც არ ივარგა — მოურინიუს მისი თამაში არ მოეწონა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.
„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ბრაიტონს” 2:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე „ტოტენჰემ ჰოთსპური” იქნება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „ჩელსი” და „საუთჰემპტონი” შეხვდებიან.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
