წელი: 2018

Home 2018
გორგაძემ ერთიც გადათელა
ჩანაწერი

გორგაძემ ერთიც გადათელა

რის ფასად უჯდება ტოჩინოშინად მონათლულ ქართველს ტრავმით ასპარეზობა, მხოლოდ თავად უწყის, თუმცა, ლევან გორგაძეს ეს ხელს არ უშლის საუკეთესო სეკიტორები დოჰიოდან მხოლოდ კი არ განდევნოს, ძირს პანტაპუნტით ახეთქოს. დღეს ტოჩინოშინმა მიტაკუემის ჯერ დაახევინა და დოჰიოს კიდეზე სულაც გადათელა. ეს მისი მეექვსე გამარჯვებაა ორად ორი მარცხის წილ. ხვალ ლევანის მეტოქე სიოხოძანი იქნება, რომელთანაც აქამომდელ 13 შეჯახებაში...

თასი და ღირსება
ჩანაწერი

თასი და ღირსება

მზიანი დარი, თითქმის გადავსებული ტრიბუნები, გულიანი მიძალება და: ლელო-ევროპის ჩემპიონების თასი! ლელო-ანთიმოზ ივერიელის თასი! ლელო – „დიდი სლემი“, ანუ ყველა მატჩში გამარჯვება! ლელო – ჯერ კიდევ მსოფლიო თასის წინა გათამაშებისას მოპოვებული მსოფლიოს მომავალი თასის საგზური! სხვა რაღა ქნან ამ ბიჭებმა, საქართველოსთვის რომ აქვთ გადადებული თავი და თითოეული ძვალ-სახსარი? ჩვენი ბორჯღალოსნების მიერ შემოთავაზებულმა სანახაობამ ეროვნული სიამაყის...

ჯანდაბას, მოსწიოს…
ჩანაწერი

ჯანდაბას, მოსწიოს…

მთელი ცხოვრება არ ასვენებდა ერთი შიში – შიში ნაადრევად გარდაცვალების. 12 წლისამ დაკარგა მამა, რომელიც სულ 45 წლის იყო. მამისგან მემკვიდრეობით გულის დაავადება ერგო, რაც მოგვიანებით გამოვლინდა. 16 წლისა „აიაქსის“ ახალგაზრდულ გუნდში მიიღეს,მაგრამ მისი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს სიყვარულს მაინც ვერ შეელია. ეს სიყვარული სიგარეტი იყო… თავად იოჰანი ამბობდა, სიგარეტი უფროსმა თანაგუნდელმა პიტ კაიზერმა შემაყვარაო. ეწეოდა...

სერგეი, მოგება?
ჩანაწერი

სერგეი, მოგება?

ბერლინში მიმდინარე მსოფლიოს საჭადრაკო ჩემპიონატის კანდიდატთა ტურნირზე, მეექვსე ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში ორხელისუფლიანობა დამყარდა. აზერბაიჯანელმა შაჰრიარ მამედიაროვმა ვლადიმირ კრამნიკს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო და ამერიკელ ფაბიანუ კარუანას გვერდით მიუჯდა. მესამე ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერობა კრამნიკმა მოიპოვა, თუმც მეოთხეში თეთრი ფიგურებით კარუანასთან წააგო და პირველი ადგილიც გადაულოცა. მომდევნო ტურში ყველა პარტია ყაიმით დასრულდა და ცხრილში ადგილები უცვლელი...

სენსაცია პირველი
ჩანაწერი

სენსაცია პირველი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ფეისბუქ-გვერდის ცნობით, ბათუმში დაწყებული ევროპის პირადი ჩემპიონატის პირველი სენსაცია ქართველმა ოსტატმა ირაკლი ბერაძემ გამოაცხო, რომელ მაც მოვლენებით დატვირთული პარტია უკრაინელ რუსლან პონომარიოვს მოუგო. პარტიის დაკვნით პოზიციაზე კარგად ჩანს, რომ უკრაინელი დიდოსტატის დანებება დროულზე გვიანიც იყო. პონომარიოვი ის პონომარიოვი კი აღარ არის, ვუნდერკინდულ ასაკში მსოფლიო ჩემპიონობა რომ მოიპოვა, მაგრამ ფიდეს რეიტინგ-ლისტში საპატიო 50-ე...

ფეხიმტვრევია ფრანგები
ჩანაწერი

ფეხიმტვრევია ფრანგები

„პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი სამშობლოში მზეს ეფიცხება და ტრავმას იშუშებს. მოგეხსენებათ, 26 წლის თავდამსხმელმა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა. „ესპორტე ინტერატივოსთვის” მიცემულ ინტერვიუში მან საფრანგეთში თამაშზე დაიჩივლა. როგორც ჩანს, ყოფილ ბარსელონელს ერთი სული აქვს, როდის დააღწევს თავს ლიგა 1-ს. „საფრანგეთში გატარებული ხუთი კვირა ხუთი თვესავით იყო. ვფიქრობ, იქ ძალიან ხშირად არღვევენ თამაშის წესებს. უსამართლობაა. ნებისმიერ...

პერესმა უთხრა რუმენიგეს
ჩანაწერი

პერესმა უთხრა რუმენიგეს

გერმანული „მიუნხნერ მერკურის” ცნობით, შაბათს „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ბაიერნელ კოლეგას კარლ-ჰაინც რუმენიგეს დაუკავშირდა. რუმენიგემ პერესი დაარწმუნა, რომ „რეკორდმაისტერის” წარმომადგენლები პოლონელი თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის ახალ აგენტ პინი ზაჰავის არ შეხვედრიან და ყველაფერი ისევ ისეა, როგორც პერესის მარჯვენა ხელმა ხოსე ანხელ სანჩესმა იცის. 29 წლის ლევანდოვსკის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება. ალბათ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი ოფიციალური...

ვინ არის მეოთხე?
ჩანაწერი

ვინ არის მეოთხე?

ფიფამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო: რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდებს მეოთხე შეცვლის განხორციელების უფლება მიეცათ, თუმცა მხოლოდ ფლეი-ოფის სტადიაზე და ისიც დამატებულ დროში. თანამედროვე ფეხბურთში დატვირთვები ლამის კოსმონავტებისას უთანაბრდება და თუნდაც ეს მცირედი შეღავათი ფიზიკური შვების გარდა მატჩების სანახაობრივ მხარეზეც უნდა აისახოს – მწვრთნელებს დამატებულ დროში თამაშის გადაწყობის საშუალება მიეცემათ. კიდევ ერთი სიახლე: მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალურად დაუშვეს...

89 დღით ადრე
ჩანაწერი

89 დღით ადრე

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხმოცდაცხრა დღე დარჩა, რაში უნდა გამოიყენოს გულშემატკივარმა ეს დრო? მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ფეხბურთის მთავარი ზეიმია, ყველამ იცის. მერე რა, რომ ვერ გაგვიმართლებს ხოლმე და ბოლო დროა, ფინალისთვის გოლები ენანება? ზეიმი მაინც ზეიმია ხოლმე. წინა მსოფლიოს ჩემპმიონატი ყველას გვახსოვს და იქედან ერთი ფიქრი გამომყვა: ძველ დროში, მსოფლიოს პირველობა საფეხბურთო მოდების, სტილების, ოსტატობის უპირველეს...

„ლივერპული” გერმანული გუნდია
ჩანაწერი

„ლივერპული” გერმანული გუნდია

მოჰამედ სალაჰთან და რობერტო ფირმინოსთან ერთად, სენეგალელი საიდო მანე „ლივერპულის” „ჯადოსნური ტრიოს” წევრია. ამ ტრიოს ჩამოყალიბებაში დიდი როლი მერსისაიდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შეასრულა და მანეც სწორედ ამაზე ელაპარაკა გერმანულ „შპორტ ბილდს”. „დარწმუნებული ვარ, რომ კლოპის სისტემა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოშია  ცნობილი. ის ფეხბურთი, რომელიც მან „დორტმუნდს” ათამაშა ყველას მოსწონდა. დღეს, „ლივერპულის” სტილში იმ ფეხბურთის...