წელი: 2018

Home 2018
ვარიაციები ფეხებგაჩაჩხული კურტუას თემაზე
ჩანაწერი

ვარიაციები ფეხებგაჩაჩხული კურტუას თემაზე

„ჩელსის” გულშემატკივრებს „ბარსელონასთან” 0:3 დამარცხება ვერ მოუნელებიათ. ისინი განსაკუთრებით ბელგიელ მეკარეზე ტიბო კურტუაზე გაბრაზდნენ, რომელსაც ლეო მესიმ ორჯერ ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი. სწორედ ბურთის ფეხებს შორის გაძვრენის თემა გახდა ფანების მიერ კურტუას დაცინვისა და დატროლვის მიზეზი. პრესაშიც ეწერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის მონაწილე ინგლისური გუნდების მეკარეებს შორის ყველაზე ცუდად ბელგიელმა ითამაშა. გთავაზობთ გულშემატკივართა მიერ სოციალურ...

არ ენდო ენდოს
ჩანაწერი

არ ენდო ენდოს

იაპონურ ოსაკაში შეკრებილმა სუმოს ელიტამ მეექვსე საშეჯიბრო დღე მოილია. ჩვენ ჩვენი ფალავანი გვყავს და ტოჩინოშინად სახელდებულმა ლევან გორგაძემ მორიგი გამარჯვება მიითვალა. აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ენდოსთან ქართველს სასტარტო შეტევა კი გაეპარა, მაგრამ მეტოქის მიძალებას გდებით დაუსვა წერტილი. ტოჩინოშინს ორი მარცხის წილ ოთხი გამარჯვება აქვს. მიზანი დადებითი ბალანსი, ანუ დარჩენილ 9 შერკინებაში კიდევ 4 გამარჯვების მოპოვებაა. ხვალ...

ევრო ბათუმში
ჩანაწერი

ევრო ბათუმში

16-29 მარტს ბათუმი ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრში 34 ქვეყნის 311 მონაწილე გამოვა, სადაც 32 ჩვენებურიც იქნება. ქართველთაგან ფავორიტად ბაადურ ჯობავა (2685) გვესახება, რომელიც გათამაშების რეიტინგში მე-14 ადგილზეა, თუმც ეს მხოლოდ რეიტინგით. საქართველოს ვაჟთა ოლიმპიური ნაკრების ლიდერმა შარშან ანალოგიურ პირველობაზე ვეცხლის მედალი მოიგო, სულ კი ევროპირველობებზე წყვილ-წყვილი ვერცხლ-ბრინჯაო აქვს მოგებული და შინაურ კედლებშიც პირველი...

ევროპის ლიგაც დალაგდა
ჩანაწერი

ევროპის ლიგაც დალაგდა

ცოტა ძნელია, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრიდან ევროპის ლიგის იმავე პროცედურაზე მთელი ემოციით გადაერთო, მაგრამ საპენსიოდ გახაზირებული არსენ ვენგერის „არსენალისა“ და რუსული ცსკა-ს ჭიდილი ურიგო საცქერი ნამდვილად ვერ იქნება. არც „ატლეტიკო“ და „სპორტინგია“ ის გუნდები, ძვლების ჭახაჭუხის გარეშე ვინმეს მოგება დაანებონ. გაყოყოჩებული „ლაიფციგი“ წმინდა წყლის გერმანული პროდუქტია და „მარსელს“ იოლად როგორ დანებდება?! ერთი შეხედვით ფავორიტ „ლაციოსაც“ არ...

ცამ ქუხილი დაიწყოს…
ჩანაწერი

ცამ ქუხილი დაიწყოს…

ეს ნამდვილი საფეხბურთო კლასიკაა: მადრიდის „რეალი“ ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ. ორი სუპერგრანდისა და ორი საფეხბურთო ფილოსოფიის ჭიდილი, ფინალსაც რომ დაამშვენებდა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შედგება! არანაკლები ნაპერწკლები გასცვივა „ლივერპულისა“ და „სიტის“ შიდაალბიონურ გარჩევას და თუ არ გვიწყენთ, სხვა ორ წყვილს ოდნავ გამორჩეული, მაგრამ ფავორიტი მაინც ჰყავს. „ბარსელონა“ ისეა ამოქოქილი, „რომა“, ალბათ, ჩირად უღირს და „ბაიერნიც“ არ უნდა...

 საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

 საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

  ხო, ხო, ხო, რა თამაშები, რა გუნდები, რა სტადიონები… არა, ძმაო, ჩვენ მაგთთან რას მივალთ? ვისთან? ემაგათთან, გიგზრივალდოებთან. რათა? ჩვენთანაც შეინიშნება. რა? სწრაფვა მომავლისკენ. შენ რა, პარტიის კრებაზე იყავი? პარტიის კრებაზე კი არა, ბორჯომში ვიყავი. აბა, რა სწრაფვა შეინიშნება? რო უკეთესობა იყოს. კაცო, მე ფეხბურთზე გელაპარაკები, ნავთობზე კი არა. მეც ნავთობზე გელაპარაკები. არა, არა,...

პოჩეტინიოს „ბაიერნი” დაუკავშირდა
ჩანაწერი

პოჩეტინიოს „ბაიერნი” დაუკავშირდა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დიტმარ ჰამანმა თქვა, რომ „ბაიერნი” მწვრთნელის ძიებაში „ტოტენჰემის” არგენტინელ თავკაცს მაურისიო პოჩეტინიოს კანდიდატურას მიადგა. „ვიცი, რომ „ბაიერნი” პოჩეტინიოს უკვე დაუკავშირდა. ვიცი, რომ მის ვარიანტს მიუნხეში აქტიურად განიხილავდნენ და შესაძლოა დღესაც განიხილავენ” — თქვა ჰამანმა, რომელიც „სკაისპორტის” გერმანულ საიტზე მესვეტეა. მაურისიო პოჩეტინიო 46 წლისაა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მწვრთნელად ითვლება. მისი...

ინგლისური გუნდები არ ვარგა
ჩანაწერი

ინგლისური გუნდები არ ვარგა

ცხრა დღის წინ წელში გამართულ პრემიერლიგას თავი კვლავ ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე  ეგონა, რადგან ჩემპიონთა ლიგაში ხუთწლიანი ხელმოცარვის შემდეგ, წლევანდელი გათამაშების მერვედფინალში გასული 16 გუნდიდან ხუთი მისი იყოო, წერს ინგლისელი ჟურნალისტი დეივ კიდი და ასეთ შეკითხვას სვამს: შეეძლო მსოფლიოს უმდიდრეს ლიგას ისევ გამხდარიყო საუკეთესო? თავად კიდი კითხვას იქვე პასუხობს: არა, არ შეეძლო, რადგან საპასუხო შეხვედრებში პრემიერლიგის ხუთი...

ოთხი პარტიის ისტორია
ჩანაწერი

ოთხი პარტიის ისტორია

ტალმა ასწავლა, ფიშერმა ისწავლა დავიწყოთ იუგოსლავიით, რომელსაც არაერთი მოჭადრაკე (მაგალითად, ნონა გაფრინდაშვილი) მეორე სამშობლოს უწოდებს. მაშინაც კი, როცა ბალკანურ ქვეყანას ეთნოკონფლიქტები და ნატოს რაკეტები არყევდენ და ნაწილებად შლიდნენ, იუგოსლავია საჭადრაკო სახელმწიფოდ რჩებოდა. ხოლო ნახევარი საუკუნის წინ, პათეტიკურად თუ ვიტყვით, ქვეყანა ჭადრაკით ცხოვრობდა. უფრო კურორტებზე, ქალაქებში და თვით დედაქალაქ ბელგრადში წამდაუწუმ იმართებოდა ტურნირები, რომლებზეც მთელი მსოფლიოს...

ბრწყინვალე სალომე !
ჩანაწერი

ბრწყინვალე სალომე !

მერე რა, რომ არც მსოფლიო ჩემპიონატია და არც ოლიმპიური თამაშები. კიევი მხატვრული ტანვარჯიშის დედოფლის – ირინა დერიუგინას (ოლეგ ბლოხინის მეუღლე) სახელობის 23-ე გრან-პრის მასპინძლობს, სადაც თავი 27 ქვეყნის წარმომადგენლებს მოუყრიათ. ჩვენთვის სასიამოვნო ის გახლავთ, რომ ტურნირის სახე ქართველი სალომე ფაჟავა გახლავთ. მონაწილეთა ჩამონათვალი ასე მთავრდება: „…და რაღა თქმა უნდა, თამამედროვე მხატვრული ტანვარჯიშის უბრწყინვალესი წარმომადგენელი ქართველი...